ჯერემი ალენ უაითი, შესაძლოა, მარველის სამყაროში ვიხილოთ — აი, რა ვიცით
ფოტო: Marc Piasecki / WireImage
ჯერემი ალენ უაითთან 2023 წელს გამართული წარუმატებელი შეხვედრის მიუხედავად, მარველი კვლავ ცდილობს, რომ The Bear-ს ვარსკვლავი მარველის კინოსამყაროს შეუერთდეს. წყაროს ცნობით, ემის მფლობელ მსახიობს სტუდიამ "თვალი დაადგა".
თუ ჰოლივუდის მსახიობი ხართ, დიდი შანსია კარიერის გარკვეულ ეტაპზე მარველის სამყაროში აღმოჩნდეთ. ჰოლივუდის მსახიობების ერთი დიდი ნაწილი უკვე ვნახეთ Marvel Studio-ს ფილმების სხვადასხვა ეპიზოდურ როლში ან მათ მე-6 ფაზაში ვიხილავთ. მე-6 ფაზა მარველმა ჯერ კიდევ 2022 წელს დააანონსა და ეტაპობრივად გვაწვდიდა მასში მონაწილე მსახიობების ვინაობის შესახებ ინფორმაციას. როგორც უკვე ვიცით, ახალ ფაზას ფილმი "ფანტასტიკური ოთხეული: პირველი ნაბიჯები" გახსნის, რომელსაც კინოეკრანებზე 2025 წლის 25 ივლისს ვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ მე-6 ფაზაში მონაწილე მსახიობების უმრავლესობა უკვე ვიცით (პედრო პასკალი, ვანესა ქირბი, ჯოზეფ ქუინი, ფლორენს ფიუ, ჯულია გარნერი, რობერტ დაუნი უმცროსი, ქრის ჰემსვორთი, ტომ ჰოლანდი, ტომ ჰიდლსტონი, პოლ რუდი და სხვ.) მარველს ჩვევია სიურპრიზებიც, მაგალითად, ფილმ "Eternal"-ში ჰარი სტაილსის ეპიზოდურ გაელვებაზე პრემიერამდე მაყურებლებს არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა და კინოთეატრებში მისი ნახვა ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა.
ინსაიდერის ცნობით, მსახიობი, რომელიც ახალ სუპერგმირად შეიძლება გავიცნოთ — ჯერემი ალენ უაითია. ფანები ვარაუდობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსახიობი მარველის შემოთავაზებით დაინტერესდება, მას მისტერ სინისტერის ან Ghost Buster-ის როლში ვიხილავთ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რა მოხდა 2023 წელს?
ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავებისთვის განსაზღვრული ამჟამინდელი ტრაექტორიის შესახებ მსახიობმა ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც ჩანს, როდესაც ახალგაზრდა მსახიობი კარიერის მწვერვალს უახლოვდება, მას მაშინვე მარველი ან DC "იტაცებს და სუპერგმირულ სამყაროში ათავსებს".
The Bear
ფოტო: Hulu
ემის მფლობელმა მსახიობმა ამავე ინტერვიუში თქვა, რომ ის 2023 წელს ერთხელ უკვე შეხვდა მარველის წარმომადგენლებს და სთხოვა დაესახელებინათ მიზეზი, რატომაც მას მარველის სამყაროში უნდა ეთამაშა, თუმცა ამ შეკითხვამ მათი გაღიზიანება გამოიწვია და, შესაბამისად, შეხვედრაც წარუმატებლად დასრულდა.
ამ დროისთვის, უცნობია, დათანხმდება თუ არა უაითი მარველის შემოთავაზებას, თუმცა შეგახსენებთ, რომ მანამდე მსახიობის ნახვა "The Bear"-ის მეოთხე სეზონში იქნება შესაძლებელი, რომელიც Hulu-ზე 2025 წლის 25 ივნისს გამოვა. გარდა ამისა მას Disney+-ის კიდევ ერთ მსხვილ ფრენჩაიზში, ვარსკვლავური ომების ფილმში ვიხილავთ "მანდალორელი და გროგუ", — არ აგერიოთ სერიალ "The Mandalorian"-ში. ამ ფილმის პრემიერა 2026 წლის 22 მაისს იგეგმება.
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით? 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე დეკლარაციის მიხედვით?
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
კომენტარები