"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, აშშ-ს პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომლიდანაც რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გავიგეთ.

პირველ რიგში, კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციას ბაიდენის პრეზიდენტობისას დაწესებული სანქციების მოხსნასა და "MEGOBARI აქტზე" კრიტიკული განცხადების გაკეთებას სთხოვს, უყვება, რომ "დიფ სთეითისგან" დაფინანსებული, რევოლუციის მოსურნე 250 ადამიანი ყოველდღე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, თან აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტი უკვე რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა მათ მცდელობებს პასუხი არ მოჰყოლია.

ცხადია, ქართულ ინტერნეტში კობახიძის წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს: