ნინო ხარატიშვილი: პათოლოგია სპექტაკლი კი არ არის, არამედ ციხეში, წამებაში მკვდარი ადამიანის გადაფარვაა ამ სპექტაკლით
ფოტო: Danny Merz Mensch
მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილი რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლზე — LIBERTÉ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც 2 დღის წინ პროპაგანდისტულ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა.
"პათოლოგია კაცის უკანალის ჩვენება კი არ არის, პათოლოგიაა: ერის ერთი კაცის უკანალში ნებაყოფლობითი შეძრომა.
პათოლოგია ფილოსოფიურ-პორნოგრაფიული ლიტერატურა კი არ არის: სხვისი სექსის ყურება და გასაჯაროებაა შანტაჟის მიზნით.
პათოლოგია ფარისევლობაზე მსჯელობა კი არ არის, პათოლოგიაა ამ ფარისევლობაში ცხოვრება.
პათოლოგია სხვისი სექსუალური ცხოვრება კი არ არის, საკუთარი, დახშული ვნებების გამო, სხვისი ჩაქოლვაა.
პათოლოგია ვინმეს სექსუალური ორიენტაცია კი არ არის, პათოლოგიაა: მღვდელი შავ სუტანაში და "ტაბურეტკით" ხელში.
პათოლოგია ათეიზმი კი არ არის, პათოლოგიაა ღმერთის სახელით სიძულვილის დათესვა.
პათოლოგია სეკულარიზმი კი არ არის, არამედ სახელმწიფოს და ეკლესიის ინცესტურ-ტოქსიკური "ქორწინებაა", რომელიც ერთმანეთს ხელს აფარებს და საჭიროების შემთხვევაში სისხლს სწმენდს.
პათოლოგია რელიგიაზე საუბარი კი არ არის, არამედ მაფიოზურ კლანად ქცეული ეკლესიაა, რომელიც ყველანაირ ქრისტიანულ იდეას ფეხით თელავს.
პათოლოგია ხელოვნებაში საზოგადოების კრიტიკა კი არ არის, ყველანაირი კრიტიკის დახშობის მცდელობაა.
პათოლოგია სპექტაკლი კი არ არის, არამედ ციხეში, წამებაში მკვდარი ადამიანის გადაფარვაა ამ სპექტაკლის მეშვეობით.
პათოლოგია თავისუფალი აზრის გამოხატვა კი არ არის, მისი სახელმწიფოს მიერ აკრძალვაა!
პათოლოგია ხელოვნების რაიმე ფორმა კი არ არის, არამედ ამ ფორმის სახელმწიფოსგან კარნახია.
პათოლოგია ადამიანის სისუსტე კი არ არის, ძალის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.
პათოლოგია ვერ იქნება ვერანაირი წიგნი, სპექტაკლი, ფილმი. იმიტომ, რომ თუ არ გსურს არ წაიკითხავ და არ ნახავ. მაგრამ პათოლოგიად ქცეულ რეალობას და ცხოვრებას რას უზამ? მასაც ხომ ვერ გამორთავ ტელევიზორივით ან წიგნივით ხომ ვერ დახურავ?
და ისე, ჩვენი მთავრობის საყვარელ ერს აქვს ესეთი გამონათქვამი:
каждый понимает в меру своей испорченности", – წერს ნინო ხარატიშვილი.
როგორც კრიტიკოსი დავით ბუხრიკიძე წერს, დათა თავაძის სპექტაკლის პრემიერა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს, "საარჩევნო შედეგების დეპრესიის ფონზე გაიმართა, ხუთი თვის იძულებითი პაუზის შემდეგ, ისევ წარმოადგინეს და აღმოჩნდა, რომ დღეს უფრო დაუნდობლად, უფრო მტკივნეულად და უფრო ზუსტად აღწერს ზოგადად ხელისუფლების უვადო კრიზისის ნიშნებს".
Liberte
ფოტო: დავით ბუხრიკიძე
"სპექტაკლის სათაურში თავისუფლად შეგვეძლო მიგვეწერა საფრანგეთის რევოლუციის დანარჩენი ორი ლოზუნგიც: Egalite, Fraternite და ამით დიდი რევოლუციური სამება სრულად აღდებოდა. მითუმეტეს, რომ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე (კამერულ, თეთრი სივრცე თეჯირითაა შემოსაზღვრული), მაყურებელი სწორედ საფრანგეთის რევოლუციის ამ სამი სიტყვით ინსპირირებულ ახალ ლოზუნგს ამოიკითხავს კედელზე — "ენა, სირცხვილი, პროპაგანდა"...
და არაფერი ისე ზუსტად არ გადმოსცემს ხელისუფლების ხრწნის სიმძაფრეს, როგორც მისი ენის თავაშვებულობა და სიმდაბლე, მისი განუცდელი და მიუღწეველი სირცხვილი და მისი მაპროვოცირებელი და აულაგმავი პროპაგანდა.
"ლიბერტე" რეჟისორის წინა სპექტაკლის, "შიმშილის" ერთგვარი გავრცობა-გაგრძელებასავითაა. თუმცა, სხეულთა კვლევის უფრო მძაფრი, სოციალური, სარკასტული, მგრძნობიარე და მტკივნეული აქცენტებით. საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციით შთაგონებული, დღევანდელობით გამძაფრებული და ბაროკოს პაროდიით გაფერადებული", — წერს ბუხრიკიძე.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები