როგორ ზღუდავენ არადემოკრატიული რეჟიმები თავისუფალ აზრს და რით ჰგავს იგი საქართველოში არსებულ პრაქტიკას?
ამ სტატიაში მოგიყვებით როგორ გაუარესდა დემოკრატიული პროცესები რუსეთსა და რუსული გავლენის მქონე პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში და რა მექანიზმებს იყენებენ ხელისუფლებები ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩასახშობად.
"უცხოური აგენტის" კანონი
ე.წ. უცხოური აგენტის კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, საქართველოს გარდა ისეთ არადემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებობს, როგორიცაა რუსეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი. მსგავს ქვეყნებში კიდევ არაერთი ბერკეტი მოქმედებს კრიტიკული აზრისა თუ თავისუფალი ნების ჩასახშობად.
რა მოხდა რუსეთში?
ე.წ. „უცხოური აგენტის“ კანონი, რუსეთში 2012 წელს მიიღეს, ის არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიასაშუალებებსა და იმ ინდივიდებზე ვრცელდება, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ. გარდა ამისა, მედიაზე ზედამხედველ ორგანიზაციას აქვს უფლება დაბლოკოს ვებგვერდები, რომლებიც „არასასურველ“ ინფორმაციას ავრცელებენ. 2015 წლისთვის 140-ზე მეტ ორგანიზაციას კანონით აეკრძალა რუსეთში ოპერირება, მათ წინააღმდეგ დიდი ოდენობით ჯარიმა ან 8 წლამდე პატიმრობის სასჯელი მოქმედებს. ძალოვან სტრუქტურებს აქვთ ინდივიდებზე თვალთვალისა და მონაცემების შეგროვების უფლება. 2019 წელიდან ხელისუფლებას შეუძლია დაბლოკოს წვდომა ინტერნეტში კონკრეტულ ინფორმაციაზე. ხოლო 2022 წლიდან აკრძალულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ კრიტიკის გავრცელება, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს კანონი უკვე რამდენჯერმე იქნა გამოყენებული აქტივისტების მიმართ, რომლებიც გმობდნენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში.
სხვა ქვეყნები
მსგავსი კანონი უკრაინაში 2018 წელს დაინიცირდა პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ, თუმცა 2020 წელს აღნიშნული კანონი გაწვეულ იქნა დემოკრატიული პროცესების შენარჩუნების მიზნით.
უნგრეთში "უცხოური აგენტის" კანონი 2017 წელს ვიქტორ ორბანის ინიციატივით დამტკიცდა, თუმცა 2021 წელს გაეროს მოთხოვნით გაუქმდა. 2023 წელს ვიქტორ ორბანმა კანონი კვლავ დააბრუნა, რასაც გაეროს მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ორბანი პრემიერ მინისტრის პოსტს ზედიზედ 15 წელია, 2010 წლიდან იკავებს.
რიგ ქვეყნებში, აღნიშნული კანონის ნაცვლად დაფინანსების რეგულირების სხვა მექანიზმები არსებობს. მაგალითად, ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, წინასწარ აიღონ ნებართვა მთავრობისგან, სანამ უცხოურ დაფინანსებას მიიღებენ. ასეთი პრაქტიკა არსებობს აზერბაიჯანში, ბელარუსსა და უზბეკეთში. ბელარუსში არასამთავრობო ორგანიზაციების შევიწროება 2011 წლიდან დაიწყო და 2020 წლისთვის აიკრძალა უცხოური დაფინანსების მიღება ხელოვნების, მეცნიერებისა და ადამიანის უფლებების დარგებში.
აქციების დარბევა და უფლებამოსილების გადამეტება
სახელმწიფოები რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას განიცდიან, ხშირად მიმართავენ ძალადობრივ ხერხებს კრიტიკული აზრის ჩასახშობად, აქციების ძალადობრივი დარბევა და მოქალაქეების დევნა ამის თვალსაჩინო მაგალითია. ამ კუთხით საქართველოს, ბელარუსისა და რუსეთის გამოცდილებაში არაერთი მსგავსება იკვეთება.
საქართველო
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 300-ზე მეტი ადამიანი საუბრობს პოლიციის მხრიდან წამების და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილებაზე. აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ თავის ტრავმები, ტვინის შერყევა, ცხვირისა და სახის ძვლების, ნეკნების და კიდურების მრავლობითი მოტეხილობები. სამართალდამცავების გარდა, აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ სხვა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, რაზეც პოლიცია არ რეაგირებდა. ძალადობის არც ერთ შემთხვევაზე არ დაწყებულა გამოძიება. პოლიცია აქტიურად იყენებდა სექსუალური ძალადობის მუქარასა და სექსისტურ ენას შეკრების მონაწილე ქალების მიმართ.
ბელარუსი
2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ლუკაშენკომ მეექვსედ გაიმარჯვა არჩევნებში, ბელარუსი მასობრივმა პროტესტმა მოიცვა. მუხტის ჩასახშობად სხვადასხვა დროს 25 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებზე ძალადობაში ჩართული იყვნენ კრიმინალური დაჯგუფების წევრები. 1000-ზე მეტმა მონაწილემ წამებისა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე ისაუბრა. საპროტესტო აქციების შემდეგ რამდენიმე ძალადობრივ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არცერთი მოძალადე არ დასჯილა.
რუსეთი
2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში სხვადასხვა დროს დააკავეს 21 000 მდე პირი, რომელთაგან 370 შემთხვევაში განხილული იყო გრძელვადიანი პატიმრობა. რუსეთმა აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება სახის ამომცნობი კამერებით შეძლო და მათ წინააღმდეგ "პრევენციული დაკავების" კანონი გამოიყენა.
კანონები სამოქალაქო მოძრაობის წინააღმდეგ
ძალადობრივი ღონისძიებების პარალელურად, ხელისუფლებები კანონებს რეპრესიის მექანიზმად იყენებენ და ცდილობენ ყველა, ვინც მათდამი კრიტიკულად განწყობილია სამაგალითოდ დასაჯონ როგორც ფინანსური სანქციებით, ასევე პატიმრობით.
რუსეთი
2004 წლის შემდეგ რუსეთის კანონში „შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების, მსვლელობებისა და პიკეტირების შესახებ“ ცვლილება 13-ჯერ შევიდა, რამაც ეტაპობრივად გაამკაცრა შეზღუდვები პროტესტის მონაწილეებზე, მათ შორის, ვინ შეიძლება იყოს აქციის ორგანიზატორი, სად და როდის შეიძლება გაიმართოს პროტესტი.
პროტესტის შესახებ შეტყობინების წარდგენის ან მისი გადატანის მოთხოვნები იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ პრაქტიკულად ხალხს უფლებას ართმევს, თავისუფლად განახორციელონ მშვიდობიანი შეკრების უფლება და ადგილობრივ ხელისუფლებას ფართო გასაქანს აძლევს ნებართვაზე უარის თქმისთვის, მათ შორის, ბუნდოვან და თვითნებურ საფუძვლებზე.
ნებართვის აღების ვალდებულება ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას პროტესტი ქალაქის ცენტრალური ლოკაციებიდან გადაიტანოს „სპეციალურად განსაზღვრულ“ ტერიტორიებზე, რომლებიც რთულად მისადგომია, მცირეა გამვლელთა ნაკადი და შორსაა სახელმწიფო უწყებებიდან.
წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მანიფესტაციის კანონების დარღვევისთვის გათვალისწინებული ადმინისტრაციული სასჯელი, რომელიც 300 000 რუბლამდე (3500$), 35-დღიან პატიმრობასა და 200-საათიან სამოქალაქო სერვისის შესრულებამდე შეიძლება ავიდეს.
ბელარუსი
ბელარუსში ყველა საჯარო შეკრება საჭიროებს ხელისუფლების წინასწარ ნებართვას. 1997 წელს მიღებული კანონი "მასობრივი შეკრებების შესახებ" ითვალისწინებს, რომ ორგანიზატორებმა 15 დღით ადრე უნდა შეიტანონ განაცხადი. ხშირად, ნებართვები უარყოფილია.
აქციებში მონაწილეობა იწვევს დიდ ჯარიმებს, ადმინისტრაციულ პატიმრობას ან თუნდაც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აქციებში მონაწილეები ხშირად კარგავენ სამუშაო ადგილებს ან ირიცხებიან უნივერსიტეტებიდან, რაც ხელისუფლების შურისძიების ფორმაა.
ხელისუფლება ხშირად აცხადებს საპროტესტო მოძრაობებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს "ექსტრემისტულ ორგანიზაციებად", რაც მათ წინააღმდეგ მასშტაბურ რეპრესიას უწყობს ხელს.
არაავტორიტარული მაგალითები
უნგრეთში ორბანის მთავრობამ მიიღო კანონები, რომლებიც პროტესტის ორგანიზებას ართულებს, მათ შორის, კრძალავს შეკრებას მთავრობის შენობების მახლობლად. პროტესტის დროს ფიქსირდება როგორც მონაწილეების დაკავების, ასევე მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფაქტები, რაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ ნეგატიურად ფასდება. გაუარესება ასევე შეინიშნება სერბეთში, სადაც ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველობის ქვეშ უფრო და უფრო იზღუდება მანიფესტაციის უფლება.
საქართველო
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ქართულმა ოცნებამ განიხილა და მიიღო 20-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის შეზღუდვას ემსახურება.
ჯარიმებისა და ადმინისტრაციული დაკავების პერიოდის ზრდა — "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის სხვადასხვა ნორმების დარღვევისთვის გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა. შეკრების ორგანიზატორისთვის ეს ოდენობა 15 000 ლარია. წვრილმანი ხულიგნობის, ვანდალიზმის განმეორებით ჩადენის, სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებში განახლებული კანონები ითვალისწინებს 2000-6000 ლარის ოდენობის ჯარიმას. ადმინისტრაციული დაკავების პერიოდი 5-15 დღიდან გაზრდილია 60 დღემდე.
ახალი აკრძალვები — აიკრძალა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებისათვის სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ლაზერული ან მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალების ქონა, პიროტექნიკის გამოყენება — რაც ითვალისწინებს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით. იზღუდება პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით და ითვალისწინებს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
სავალდებულო ხდება როგორც დაგეგმილი, ასევე სპონტანური შეკრების შესახებ გაფრთხილების შეტანა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში. იკრძალება შეკრების ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. განისაზღვრა კონკრეტული პუნქტები, სადაც იკრძალება მანიფესტაციის ჩატარება (შენობების შესასვლელები, ავტომაგისტრალები, ხიდების, გვირაბები, ესტაკადები, სხვა). განისაზღვრა "სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები" რომლების ბლოკირებაც ან ხელში ჩაგდება 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცავების უფლებამოსილების გაზრდა — სამართალდამცავებს მიენიჭათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებითი ჩადენის პრევენციისთვის დაკავება. "განმეორებითი სამართალდარღვევის" პრევენცია დამოკიდებულია მხოლოდ სამართალდამცავის სუბიექტურ შეფასებაზე, რაც ქმნის პირის დაკავების თვითნებურ საფუძველს. ნებადართული გახდა პირის დაკავება, პირადი გასინჯვა, მისი ნივთების გასინჯვა და მისთვის ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
მიტაცებული სასამართლო სისტემა
მზარდად რეპრესიული კანონმდებლობის, არაპროპორციული სანქციებისა თუ ძალის გადამეტებული გამოყენების პარალელურად მნიშვნელოვანი გამოწვევაა უსამართლო სასამართლო პროცესები, რომლებზეც ხშირად ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებენ.
რუსეთი
2012-2020 წლებში, როდესაც სანქციები გამკაცრდა, რუსეთის სასამართლოებმა 33 991 პირი გაასამართლეს შეკრებების შესახებ კანონის დარღვევისთვის, საიდანაც 22 877 დამნაშავედ ცნეს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით:
1 700-ზე მეტ ადამიანს ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა დანარჩენებს ჯარიმები დაეკისრათ, რომლის საერთო თანხა დაახლოებით 251 მილიონ რუბლს (დაახლოებით 3.35 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენდა.
ამ ტიპის ადმინისტრაციულ საქმეებში მოსამართლეები თვითონ წყვეტენ, მოწმეები დაიბარონ თუ არა, თუმცა უმეტესად ამას უარყოფენ. მოსამართლეები, როგორც წესი, არც ბრალდებულის მტკიცებულებებს განიხილავენ და არც პოლიციის ოქმების სისწორეს ამოწმებენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად გაყალბებულია ან უზუსტობებითაა სავსე.
ხელისუფლება სულ უფრო მეტად იყენებს სისხლის სამართლის დევნას მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეების და ორგანიზატორების წინააღმდეგ. ყველაზე გავრცელებული ბრალდება პოლიციელის მიმართ ძალადობის გამოყენებაა, რომელიც ხშირად არაპროპორციულად მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს. მაგალითად, პოლიციელის ხელზე ხელის შეხება (თუნდაც დაზიანების გარეშე) ან ცარიელი პლასტმასის ბოთლის პოლიციის მიმართულებით გადაგდება საკმარისია ბრალის წარდგენისა და მძიმე სასჯელის მისაღებად.
საქართველო
2024 წლის აქციების დაწყებისა და აქციებში მონაწილეთა დაკავებების ფონზე მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ კრიტიკა გაძლიერდა. დაკავებულებისა და მათი ადვოკატების თანახმად, სასამართლო აიგნორებს პოლიციის მხრიდან ინდივიდებზე ძალადობის ფაქტებს, არ ითვალისწინებს პროტესტის მონაწილეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებს, ცდილობს საქმეების ხელოვნურად გაჭიანურებას. რიგ შემთხვევებში, მოქალაქეები მიუთითებენ მოსამართლეების არაკვალიფიციურობაზეც.
ბათუმელების და ნეტგაზეთის დირექტორი მზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვრისთვის, მოგვიანებით კი სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მზია ამაღლობელს 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიერ მისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და შეფურთხების ფაქტზე, რაზეც მზია ამაღლობელი საუბრობს, გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.
ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე
სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ხელისუფლების ზეწოლის ობიექტი მედიასაშუალებებიც ხშირად ხდებიან.
საქართველო
"ქართული ოცნების" მიერ მიღებული "უცხოური აგენტის" კანონი და ახლახან ინიცირებული FARA-ს ანალოგი, პირდაპირ ურტყამს პატარა გამოცემებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა შემოსავლის ერთადერთი წყარო გრანტები და უცხოური ფონდებია. ამასთან, ჯერ კიდევ 2023 წელს „უცხოური აგენტების“ კანონის განხილვის დროს პარლამენტში მოველნების გასაშუქებლად არ უშვებდნენ ონლაინმედიის წარმომადგენლებს და მათ ჟურნალისტებს აქტივისტებს უწოდებდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების პოლიტიკოსები კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 2024 წლის პროევროპული აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ კრიტიკული მედიის ჟურნალისტები, მათ თავს ესხმოდნენ შსს-ს წარმომადგენლები და არაიდენტიფიცირებადი შავფორმიანი ადამიანები. ამ დრომდე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის არც ერთი ფაქტი არაა გამოძიებული.
რუსეთი
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა უფრო აქტიურად დაიწყო მედიისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამოყენება. 2022 წლის თებერვალში მარეგულირებელმა ორგანომ როსკომნადზორმა მედიასაშუალებებსა და სხვა საინფორმაციო რესურსებს მოსთხოვა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების აღწერის დროს მხოლოდ რუსული ოფიციალური ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გამოიყენონ. რუსეთში სიტყვა "ომის" გამოყენება აკრძალულია. ე.წ. ყალბი ამბების გავრცელებისთვის კი სხვადასხვა მედიასაშუალება იბლოკება და ჯარიმდება, ხოლო კონკრეტული პირების მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამ დროისთვის რუსეთში 10 ათასზე მეტი საიტია დაბლოკილი.
ბელარუსი
ბელარუსის მედია არასოდეს ყოფილა ისეთი რეპრესირებული ხელისუფლების მიერ, როგორც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო შეფასებით, არალეგიტიმური იყო და მოსახლეობის თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა. ბელარუსის ხელისუფლებამ დახურა და დაბლოკა ოპოზიციური მედიასაშუალებები. ჟურნალისტების დიდი ნაწილი უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქიდან მუშაობს. მხოლოდ სახელმწიფო მაუწყებელი BTRC აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში ბოლო 20 წლის განმავლობაში მედიის შესახებ კანონმდებლობა უფრო რეპრესიული ხდება. მედიის შესახებ კანონი, რომელიც 2022 წელს შევიდა ძალაში ცენზურას აკანონებს. მთელი მედიასექტორი ოფიციალური კონტროლის ქვეშაა და სახელმწიფო ტელევიზია ინფორმაციის ყველაზე პოპულარული წყაროა. არც ერთი დამოუკიდებელი ტელევიზია ან რადიო არ გადაიცემა ქვეყნის შიგნიდან და ყველა კრიტიკული ბეჭდური გაზეთი დაიხურა. დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტების უმეტესობა, როგორიცაა Azadliq და Meydan TV, რომლებიც სახელმწიფო ცენზურის სამიზნეა, საზღვარგარეთ არის დაფუძნებული.
სტატიაში განხილულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიის მდგომარეობა უარესდება, რასაც Freedom House-ის დემოკრატიის ინდექსი ადასტურებს. კონკრეტულად, ინდექსი მიუთითებს გასული წლების განმავლობაში დემოკრატიული მმართველობის შესუსტებაზე რუსეთში, ბელარუსში, უნგრეთში, სერბეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში.
დემოკრატიული პროცესების შეფერხებას სხვადასხვა ქვეყნებში მოჰყვა ისეთი შედეგები, როგორებიცაა ხელისუფლებების და არჩევნების არ აღიარება, ევროინტეგრაციის პროცესის შენელება ან შეჩერება და სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა თუ სისტემის წარმომადგენლების დასანქცირება დასავლეთის მხრიდან.
მასალა მომზადებულია ForSet-ის მონაცემთა კომუნიკაციის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
-
"ზელენსკისთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, უკრაინა არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა" — ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე "ზელენსკისთან იყო მეგობრული და საინტერესო საუბარი, უკრაინა არის ჩვენთვის მეგობარი ქვეყანა" — ირაკლი კობახიძე ზელენსკითან შეხვედრაზე
გადახედვა
-
"სოფლის ბუნებას ჩვენგან მალულად ანადგურებენ" — ბოლნისში, დარბაზის ხეობის მოსახლეობა მძიმე ტექნიკის სამუშაოებს აპროტესტებს "სოფლის ბუნებას ჩვენგან მალულად ანადგურებენ" — ბოლნისში, დარბაზის ხეობის მოსახლეობა მძიმე ტექნიკის სამუშაოებს აპროტესტებს
გადახედვა
-
Disney-ს საკულტო ანიმაციების სიმღერები ჟესტების ენაზე გაცოცხლდა Disney-ს საკულტო ანიმაციების სიმღერები ჟესტების ენაზე გაცოცხლდა
გადახედვა
-
მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში განაპირობებს ძალიან რთულ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან — გია ვოლსკი კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრაზე მუდმივი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში განაპირობებს ძალიან რთულ ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ხელი არ უნდა ჩამოართვან — გია ვოლსკი კობახიძისა და ზელენსკის შეხვედრაზე
გადახედვა
-
მარკ კარნი: ოტავა კიევის მხარდასაჭერად დამატებით $270 მლნ-ს მიმართავს მარკ კარნი: ოტავა კიევის მხარდასაჭერად დამატებით $270 მლნ-ს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება მთვარის პროგრამის მისია Artemis 3 დაგეგმილზე გვიან განხორციელდება
გადახედვა
-
მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს მოიწვიე ფინედუ კლასში — საქართველოს ბანკის თანამშრომლები 150-ზე მეტ სკოლაში ატარებენ ფინანსური განათლების გაკვეთილებს
-
ემანუელ მაკრონი: ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო "ხავერდოვანი რევოლუცია" და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკისგან გაეთავისუფლებინა ემანუელ მაკრონი: ნიკოლ ფაშინიანმა მოაწყო "ხავერდოვანი რევოლუცია" და გადაწყვიტა, თავისი ქვეყანა რუსეთისგან მომავალი რისკისგან გაეთავისუფლებინა
გადახედვა
-
"ოცნება არასდროს შემიწყვეტია" — 74 წლის ამერიკელმა ქალმა კოლეჯი დაამთავრა "ოცნება არასდროს შემიწყვეტია" — 74 წლის ამერიკელმა ქალმა კოლეჯი დაამთავრა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა ირაკლი კობახიძე: გასულ წელს 3000-ზე მეტი ნარკოდილერი დავაკავეთ, გამოვავლინეთ 144 საერთაშორისო ნარკოტრეფიკის შემთხვევა
გადახედვა
-
მცხეთის მუნიციპალიტეტში ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს მცხეთის მუნიციპალიტეტში ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: დღეს რომ ჩემი კურსი გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი [EPC-ის სამიტზე] უდავოდ თბილისში ჩამოვიდოდა მიხეილ სააკაშვილი: დღეს რომ ჩემი კურსი გაგრძელებულიყო, ყველა ეს ევროპელი ლიდერი [EPC-ის სამიტზე] უდავოდ თბილისში ჩამოვიდოდა
გადახედვა
-
შსს: 1 კგ-მდე "კოკაინი" ამოიღეს, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე შსს: 1 კგ-მდე "კოკაინი" ამოიღეს, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე
გადახედვა
-
ელიფ შაფაქი: ტექნოლოგიები მეტისმეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ ტექკომპანიებს ვანდოთ ელიფ შაფაქი: ტექნოლოგიები მეტისმეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ ტექკომპანიებს ვანდოთ
გადახედვა
-
საქსტატი: თევზეულზე ფასი 21.3%-ით გაიზარდა, ხილზე 11.8%-ით, ხორცზე — 10.1%-ით — წლიური ინფლაცია 5.9%-ია საქსტატი: თევზეულზე ფასი 21.3%-ით გაიზარდა, ხილზე 11.8%-ით, ხორცზე — 10.1%-ით — წლიური ინფლაცია 5.9%-ია
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: 2028 წლის მაისში სამიტის წევრებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა ილჰამ ალიევი: 2028 წლის მაისში სამიტის წევრებს აზერბაიჯანში ვიწვევ. სომხეთმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატურას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა რეალობაა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს EU, როგორ დასუსტდა EU ნინო წილოსანი: საზოგადოება მსჯელობს, თუ საით მიჰყავს კაია კალასს და მის მსგავს ლიდერებს EU, როგორ დასუსტდა EU
გადახედვა
-
Signify 2.0: ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე Signify 2.0: ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე
კომენტარები