მსოფლიოს ლიდერები ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების, შესაძლო, შეჩერებას ეხმაურებიან
CNN-ს ინფორმაციით, ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება, ზელენსკისთან ოვალურ კაბინეტში კამათის შემდეგ, დააპაუზა. ტრამპის ამ გადაწყვეტილებას მსოფლიო ლიდერები ეხმიანებიან.
პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი:
პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი პლატფორმა X-ზე წერს, რომ პოლონეთის უსაფრთხოება განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეუძლია უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან. ტუსკმა ასევე დასძინა, რომ ვინც ამ მოსაზრების წინააღმდეგია, ის "პუტინის ტრიუმფს ხელს უწყობს".
"სუვერენული, პროდასავლური უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს. პოლიტიკურ არეულობასა და მზარდ ქაოსში ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ აშკარა ჭეშმარიტებას, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს. გასაგებია?" — წერს ტუსკი.
პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ეს წინადადება შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს — გადაწყვეტილება მიღებულია ნატო-ელ მოკავშირეებთან ან "რამშტაინის" ჯგუფთან კონსულტაციების, ან მათი ინფორმირების გარეშე," — აღნიშნა პაველ ვრონსკიმ.
საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჯამინ ჰადადი:
Reuters-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჯამინ ჰადიდის შეფასებით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება მშვიდობას "უფრო შორეულს" ხდის.
"ფუნდამენტურად, თუ მშვიდობა გინდა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება აძლიერებს მას, თუ უფრო შორეულ ხდის? უფრო შორეულს ხდის, რადგან აძლიერებს აგრესორს ადგილზე, რომელიც არის რუსეთი," — ციტირებს Reuters-ი საფრანგეთის მთავრობის მინისტრს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა:
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ტრამპის გადაწყვეტილება დააპაუზოს უკრაინას სამხედრო დახმარება ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა ხარვეზი შეავსოს.
მისი თქმით, ესტონეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის დახმარება წელს 25%-ით გაზარდოს და ასევე 10 000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს ქვეყანას.
"ჩვენი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია ახალი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის დასახმარებლად და მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, რაც შეიძლება მალე გაზარდონ დახმარება," — აცხადებს ცაჰკნა.
მარგუს ცაჰკნამ ასევე დასძინა, რომ უკრაინის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოპოვების ერთ-ერთი ვარიანტია რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება.
"პრეტენზია, რომ არ არსებობს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების სამართლებრივი გზები, უსაფუძვლოა. გასულ კვირას, მე გავუზიარე დოკუმენტის პროექტი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელშიც შეთავაზებულია გზები მკაფიო გადაწყვეტას გაყინული აქტივების გამოყენებისთვის. პოლიტიკური გადაწყვეტილება გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების მომდევნო ვადამდე, ივნისამდე უნდა მოხდეს. ომის ერთადერთმა დამნაშავემ უნდა იგრძნოს ზეწოლა და აგრესიის მსხვერპლს უნდა ჰქონდეს ძლიერი მხარდაჭერა, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, ვაიძულოთ რუსეთი, დათმოს თავისი მიზნები და უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობას მივაღწიოთ," — აცხადებს მარგუს ჰაცკა.
ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრ ფიალა:
ტრამპის გადაწყვეტილებას ჩეხეთის პრემიერმინისტრი მეტრ ფიალაც X-ზე გამოეხმაურა. ფიალას თქმით, დროა, ევროპა მოქმედებაზე გადავიდეს და უკრაინის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. პრემიერმინისტრმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ყველას ემუქრება და ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უკრაინისადმი მხარდაჭერასაც მოიაზრებს.
"პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროპის ამჟამინდელ პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილების გადაუდებელ აუცილებლობას.
ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები და ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს მოითხოვს გაზრდილ ინვესტიციებს თავდაცვაში.
ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ასევე ნიშნავს უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაძლიერებას. რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ყველას გვემუქრება, წარმატების უფლებას ვერ მივცემთ.
ფუნდამენტური საერთაშორისო გამოწვევების გადასაჭრელად სხვებზე დაყრდნობის ეპოქა დასრულდა. დროა, ევროპა მტკიცედ გადავიდეს სიტყვებიდან მოქმედებაზე," — წერს ჩეხეთის პრემიერი X-ზე.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე:
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა — კომენტარს არ აკეთბს.
"აშშ-ის გადაწყვეტილების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. როდესაც ინფორმაცია გვექნება, მოკავშირეებთან ერთად გადავწყვეტთ რა გავაკეთებთ," — წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ბრაჟეს ცნობით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ტელეფონით ესაუბრა, სადაც სიბიგამ დაუდასტურა, რომ უკრაინას მშვიდობა სურს.
"უკრაინა თავდასხმებისგან თავს იცავს და ამიტომ, დახმარება სჭირდება. მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ," — აღნიშნავს ბაიბა ბრაჟე.
ტრამპის გადაწყვეტილებას კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც ეხმაურება. მისი შეფასებით ტრამპის უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზება კიევის რეჟიმს მშვიდობისკენ უბიძგებს.
"რა თქმა უნდა ჯერ გასარკვევია დეტალები, მაგრამ თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელმაც კიევის რეჟიმს შეიძლება მშვიდობისკენ მართლაც უბიძგოს." — განაცხადა პესკოვმა.
ასევე იხილეთ:
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
-
შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს შსს ენმ-ს რიყის დოქებთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები