როგორ გამოეხმაურნენ უკრაინელი პოლიტიკოსები ცნობებს აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ
უკრაინელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აშშ-მა უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა. მიხაილო პოდოლიაკმა, ოლექსი გონჩარენკომ და დენის შმიგალმა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს.
ასევე იხილეთ: CNN: დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი დარწმუნებულია, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და უკრაინაც ყველაფერს გააკეთებს, რომ "უმსხვილეს სტრატეგიულ პარტნიორთან" ურთიერთობები დაალაგოს.
"აშშ ჩვენი სტრატეგიული და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. შტატების მადლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდეს ისე, როგორც აქამდე იყო — დიპლომატიურად და მშვიდად. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან კონტაქტი მუდმივად გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მივაღწევთ მშვიდობას უკრაინაში", — განაცხადა დენის შმიგალმა.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს, მისი თქმით, ომში მყოფმა ქვეყანამ უნდა დაიწყოს ევროპის ქვეყნებიდან ალტერნატიული შეიარაღების მოძიებაზე მუშაობა და ტექნოლოგიური ანალოგების ძიება.
"რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, პირველ რიგში, აუცილებელია შეფასდეს, რომელი კონკრეტული პროგრამები შეწყვეტს მუშაობას, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი დასკვნით საფეხურზე იყო. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი პროგრამა დაამტკიცა კონგრესმა, რაც განსხვავებულ იურიდიულ პროცედურას გულისხმობს. ასევე, ჩვენ უნდა შევაფასოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან ანალოგების შეძენის, ან მიღების შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ ჩანაცვლების პროგრამები უკვე მოქმედებს. მესამე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინამ უკვე განიცადა აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამების ხანგრძლივი შეჩერება და ასეთ სიტუაციებთან შეგუება ისწავლა", — დაწერა პოდოლიაკმა პირად ტელეგრამ არხში.
სიტუაციას ყველაზე კრიტიკულად უკრაინის ევროპული სოლიდარობის პარტიის წევრი ოლექსი გონჩარენკო გამოეხმაურა. BBC-ისთვის მიცემულ ინტერვუში უკრაინელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპსა და აშშ-ს ბოდიში უნდა მოუხადოს.
"ის სხვაგვარად უნდა მოქცეულიყო — ეს საბავშვო ბაღი ან კრივი არ არის. ეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს ეხება. რა უფრო მნიშვნელოვანია — პრეზიდენტი ზელენსკის სიამაყე თუ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, რომლებზეც ის პასუხისმგებელია? მან ბოდიში უნდა მოიხადოს", — განაცხადა გონჩარენკომ.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები