"ოცნების" 100 დღე — რას მიაღწია არალეგიტიმურმა პარლამენტმა ამ დროში?
100 დღის წინ, 2024 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი არჩევნების უხეში დარღვევების, გაყალბების აშკარა შემთხვევების, საერთაშორისო კომისიების წნეხისა და გაჟონილი საარჩევნო ბიულეტენების მიუხედავად შეიკრიბა.
გასული 100 დღის განმავლობაში საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო რეპრესიული კანონები, დევნის მშვიდობიან მომიტინგეებს, წმენდს საჯარო სამსახურებს და ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევს. წარმოგიდგენთ პარლამენტის რამდენიმე მიღწევას, რომლებითაც პირველ ას დღეში ივანიშვილის მთავრობამ თავი გამოიჩინა:
პირველი საპარლამენტო სხდომიდან 3 დღეში, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროინტეგრაციის პროცესს.
არჩევნებში "გამარჯვებისთვის" მილოცვები მიიღეს ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, ჩინეთი, უნგრეთი, ვენესუელა და თურქეთი. საქართველოს პარლამენტს აღიარება არ მიუღია ქვეყნის დასავლელი პარტნიორებისგან.
ფოტო: RFE/RL
ერთპარტიულმა პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია — უდიპლომო ფეხბურთელი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე უარი უთხრეს.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს.
პარლამენტის წევრებსა და "ოცნების" რეპრესიულ მექანიზმში ჩართულ პირებს სანქციები დაუწესა ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობა.
მიმდინარე აქციების ფონზე, ივანიშვილის მთავრობამ ბოლო 1 თვეში 3 მილიონი ლარის ღირებულების სათვალთვალო კამერები შეიძინა.
"ოცნების" პარლამენტმა უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო დრაკონული კანონები — გზის გადაკეტვა 5000 ლარით, ხოლო აქციაზე სახის დაფარვა და ლაზერის ტარება 2000 ლარით ჯარიმდება.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ არსებულ კანონში — საჯარო მოხელეობისთვის აღარ იქნება საჭირო სახელმწიფო ენის ცოდნა, 18 წლის ასაკის მიღწევა და მოხელის სერტიფიკატი. ცვლილებების საფუძველზე საჯარო სამსახურებში მალევე დაიწყო რეორგანიზაცია და თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით წმენდა.
აქციებზე დაკავებულ პოლიტპატიმართა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, ექიმი გიორგი ახობაძე.
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ სამართალდამცავებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
დიდმა ბრიტანეთმა პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრი გომელაური დაასანქცირა. შინაგან საქმეთა მინისტრის გარდა, სანქცირებულთა შორისა არიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
"მაგნიტსკის" სიაში შეიყვანეს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და სპეცრაზმის უფროსის, "ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე.
ერთპარტიული პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის გამო აბუ-დაბიში დააკავეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვეს.
მაკა ბოჭორიშვილი და დოვლეტმირატ სეიტმამედოვი, თურქმენეთის ელჩი საქართველოში
ფოტო: MFA Georgia
საგარეო საქმეთა არალეგიტიმური მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც პოსტზე 2024 წლის 25 ნოემბერს დაინიშნა, ისეთ ქვეყნების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები, როგორებიცაა აზერბაიჯანი, თურქმენეთი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები.
შსს-მ 7-მილიონად შეიძინა სისტემა Cellebrite, რომელიც მობილურ მოწყობილობებზე თვალთვალისთვის გამოიყენება.
პარლამენტმა პოლიციის შესახებ არსებულ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა მინისტრს უფლებამოსილება ენიჭება, პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე მიიღოს და საკუთარი ბრძანებით კონკურსის გარეშე პოლიციაში მიღების წესი და პირობები განსაზღვროს.
ლიეტუვამ საქართველოში ოცნების 17 მაღალჩინოსანს დაუწესა ინდივიდუალური სანქციები. მათ შორის — ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, თეა წულუკიანის, ტვ "იმედის" მფლობელ ირაკლი რუხაძეს, მოსამართლეებს — ლევან მურუსიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, შალვა თადუმაძეს და სხვებს.
პარლამენტში დარეგისტრირდა "მედიის რეგულაციის კანონი", რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს მაუწყებლობას მკაცრად შეუზღუდავს.
პარლამენტი "აგენტების" რუსული კანონის FARA-თი შეცვლის ინიციატივით გამოვიდა — იმის ფონზე, ორი წლის წინ კობახიძე FARA-ს აკრიტიკებდა და ამბობდა, რომ საქართველოში მსგავს კანონს არ მიიღებდნენ.
პარლამენტმა ჩამოაყალიბა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი კომისია. კომისიის თავმჯდომარეა თეა წულუკიანი, მდივანი კი — სოზარ სუბარი.
"ოცნების" პარლამენტმა ამოიღო სიტყვა "გენდერი" კანონებიდან — ამიერიდან კანონებში მხოლოდ "ქალი" და "მამაკაცი" ეწერება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები