ირაკლი კობახიძე: ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის შანტაჟი, ეს არავისთვისაა საინტერესო
"ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა არის შანტაჟი, რომელიც დაიწყო 3 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად და გრძელდება ახლაც, ეს არავისთვისაა საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არავისთვის არის საინტერესო და უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა.
"ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟი. ეს არავისთვის არ არის საინტერესო, უბრალოდ არის სამწუხარო რეალობა, რასაც ხაზი უნდა გაესვას," — აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს დიდი ბრიტანეთის მმართველი მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრმა პერან მუნმა თემთა პალატაში გამართულ მოსმენაზე სახელმწიფო მინისტრს ჰკითხა, იგეგმება თუ არა სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის:
"გასულ თვეში ევროპის საბჭოში შევხვდი რამდენიმე ქართველ ოპოზიციონერს. მათ მაჩვენეს სასტიკი ფიზიკური ძალადობების გრაფიკული მტკიცებულებები. ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს დე ფაქტო მმართველი, აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას რუსეთის იდენტური მოქმედების ხერხებით. ძალადობა და დაშინება აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს, მაგრამ ივანიშვილის სიმდიდრის დიდი ნაწილი განთავსებულია გაერთიანებული სამეფოს ან ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე. შეუერთდება თუ არა გაერთიანებული სამეფო ჩვენს მოკავშირეებს და გაუყინავს აქტივებს ასეთ საზიზღარ ტირანს?", – განაცხადა პერან მუნმა (ნეტგაზეთის თარგმანი).
სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი აგრძელებს საქართველოში განვითარებადი სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს, თუმცა ვერ გააკეთებს კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციებზე, რადგან ეს შეამცირებს მათ გავლენას.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დაუწესა სანქციები ქართული ოცნების შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა ("ხარება") და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს.
ამავე თემაზე:
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
-
როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია როგორ ავუწყოთ ფეხი ციფრულ სამყაროს? — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები ამისთვის სწორი ადგილია
-
ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ზე ტარიფებს აუქმებს
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით? კროსვორდი: გამოიცნობ ბრენდს სლოგანით?
გადახედვა
-
ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახდეპის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ ტეილორ ლოტნერსა და მის მეუღლე, ტეილორ ლოტნერს, პირველი შვილი — ლენონ ტეილორ ლოტნერი შეეძინათ
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ქეშბექის შეთავაზებებით ბათუმში
-
ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე" ფაშინიანი: "ჩვენ ვსხედვართ ერთ სომხურ სკამზე"
გადახედვა
-
გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა გენპროკურორი კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამას შეხვდა
გადახედვა
-
დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა დღეს, თბილისის მე-11 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა
გადახედვა
-
ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში ნახეთ: 6 წლის გოგომ რუბიკის კუბი უსწრაფესად ააწყო — ახალი მსოფლიო რეკორდი ქალებში
გადახედვა
-
Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა? Kordz-ის წინააღმდეგ სახელისუფლებო კამპანიის ფონზე გორში "კამარა ფესტივალი" გადაიდო — რა მოხდა?
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას შალვა პაპუაშვილი: დადგა მომენტი, როდესაც ევროკავშირმა უნდა გადახედოს [ინტეგრაციის შეჩერების] ამ მცდარ გადაწყვეტილებას
გადახედვა
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება ზელენსკიმ პუტინს "ნულოვანი პაციენტი" უწოდა, ვისგანაც ომის იდეა ვრცელდება
გადახედვა
-
ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება ერთწლიანი ბოიკოტის შემდეგ, ნიდერლანდები ევროვიზიაზე ბრუნდება
გადახედვა
კომენტარები