"გაერთიანებული სამეფო გაუყინავს აქტივებს ასეთ საზიზღარ ტირანს [ივანიშვილს]?" — ლეიბორისტული პარტიის წევრ პერან მუნის კითხვა სახელმწიფო მინისტრს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ სრულიად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევის გამო. ამის შესახებ ნეტგაზეთი წერს.
"ეს სრულიად მიუღებელია. საპასუხოდ, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა, შევზღუდეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და „ქართულ ოცნებასთან“ კავშირები. ჩვენ დავაწესეთ სავიზო აკრძალვები და სანქციები ზოგიერთ პირზე, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, და ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას საქართველოში თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად", — განაცხადა დაუთიმ თემთა პალატაში გამართულ მოსმენაზე.
დიდი ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტიის წევრმა პერან მუნმა სახელმწიფო მინისტრს ჰკითხა, იგეგმება თუ არა სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის:
"გასულ თვეში ევროპის საბჭოში შევხვდი რამდენიმე ქართველ ოპოზიციონერს. მათ მაჩვენეს სასტიკი ფიზიკური ძალადობების გრაფიკული მტკიცებულებები. ბიძინა ივანიშვილი, პუტინის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს დე ფაქტო მმართველი, აგრძელებს მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობას რუსეთის იდენტური მოქმედების ხერხებით. ძალადობა და დაშინება აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ივანიშვილს, მაგრამ ივანიშვილის სიმდიდრის დიდი ნაწილი განთავსებულია გაერთიანებული სამეფოს ან ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე. შეუერთდება თუ არა გაერთიანებული სამეფო ჩვენს მოკავშირეებს და გაუყინავს აქტივებს ასეთ საზიზღარ ტირანს?", – განაცხადა პერან მუნმა (ნეტგაზეთის თარგმანი).
სახელმწიფო მინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი აგრძელებს საქართველოში განვითარებადი სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს, თუმცა ვერ გააკეთებს კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციებზე, რადგან ეს შეამცირებს მათ გავლენას.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დაუწესა სანქციები ქართული ოცნების შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს სულხან თამაზაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა ("ხარება") და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს.
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
-
სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს სენატორების ორპარტიული ჯგუფი ტრამპისგან რუსულ დიზელზე გარიგების გაუქმებას მოითხოვს
გადახედვა
-
Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector Google-ის AI დეტექტორით სარგებლობა უკვე ყველას შეგვიძლია — როგორ გამოვიყენოთ SynthID Detector
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
-
რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს რომის პაპი ლეო აცხადებს, რომ ფილტვზე მცირე წარმონაქმნის გამო ოპერაციას გაიკეთებს
გადახედვა
კომენტარები