მარკ ცუკერბერგის კომპანიაში აცხადებენ, რომ შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელიც ტექსტის მხოლოდ ფიქრით შექმნის საშუალებას იძლევა.

Meta-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ მკვლევრებმა ტვინის სკანერი და ღრმა სწავლების ხელოვნური ინტელექტის მოდელები ადამიანების ნერვული სიგნალების ინტერპრეტაციისთვის გამოიყენეს.

"როდესაც ღრმა ნერვულ ქსელებს მყარ მონაცემებთან ვაკავშირებთ, ძალიან საინტერესო შედეგებს ვიღებთ", — განაცხადა Forest Neurotech-ის დამფუძნებელმა, სამნერ ნორმამ.

თუმცა, როგორც ექსპერტები გვაფრთხილებენ, ამ ტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩენას ჯერ არ უნდა ველოდოთ.

ეს იმიტომ, რომ მოწყობილობა დაკავშირებულია დიდ და ძვირადღირებულ მაგნიტოენცეფალოგრაფიულ სკანერთან. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენს ტვინში სიგნალების ამოცნობა. მიუხედავად ამისა, არის დადებითი მხარეც, მოწყობილობა ჩვენს ტვინს ინვაზიური ჩარევის გარეშე კითხულობს.

და მაინც, მოწყობილობის მინუსი ისაა, რომ ის ისეთივე მოუხერხებელია, როგორც MRI აპარატი. მოწყობილობა დაახლოებით ნახევარ ტონას იწონის და 2 მილიონი დოლარი ღირს. მეტიც, სკანერი მხოლოდ დაცულ ოთახში და სპეციალურ გარემო პირობებზე მუშაობს.

ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა ახლო მომავალში კომერციული ვერ გახდება, მაგრამ მიღწევა ცალსახად აღსანიშნავია. Meta-ს მკვლევრების თქმით, ამ მიგნებას მსგავსი, მაგრამ უფრო გამარტივებული სისტემების შექმნისთვის გამოიყენებენ.

"იმისთვის, რომ მანქანური სწავლების პრინციპებში გავერკვეთ, ადამიანის ტვინზე მეტი უნდა ვიცოდეთ. ეს ის გზაა, რომელსაც დარგის მკვლევრები ვადგავართ და ბოლო კვლევა ამ მხრივ მნიშვნელოვანია", — თქვა Meta-ს მკვლევარმა, ჟან-რემი კინგმა.

მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მათ მიერ შემუშავებული სისტემა ადამიანის გონებას 80%-იანი სიზუსტით შიფრავს. ეს შეიძლება არ არის ბოლომდე ზუსტი, მაგრამ სავსებით საკმარისია, რათა ტვინის სიგნალებიდან გამართული წინადადება აიგოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.