ათწლეულების მუშაობის შემდეგ, მკვლევრები ლაბორატორიულ პირობებში სიცოცხლის შექმნასთან ახლოს არიან. მათ საბოლოოდ ქრომოსომები სინთეტიკური საფუვრის (Saccharomyces cerevisiae) გენომში გააერთიანეს.

ავსტრალიის მაკქუარის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აირჩიეს საფუარი, საკვები პროდუქტების წარმოების პოტენციალის დემონსტრირების საშუალებად. ეს საკვები პროდუქტი ცვალებადი კლიმატისა და ეპიდემიების პირობებში უნდა გადარჩეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სინთეზური ევკარიოტული გენომი სრულად შეიქმნა, უფრო მარტივი ბაქტერიული ორგანიზმების ხარჯზე. ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში უფრო რთული ორგანიზმების სინთეზირებას შევძლებთ.

Nature Communications

"ამით სინთეზურ ბიოლოგიაში უმნიშვნელოვანეს მომენტს მივადექით. სწორედ ეს იყო ის თავსატეხი, რომლის ამოხსნასაც ამდენი წელი მოვანდომეთ", — ამბობს მოლეკულური მიკრობიოლოგი საკი პრეტორიუსი.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია არაფრიდან ხელოვნური საფუვრის შექმნა. თუმცა, ამით ცოცხალი საფუვრის უჯრედების ხელახალ კოდირებას მივუახლოვდით.

კონკრეტული მიღწევა მნიშვნელოვანია, რადგან ამას მკვლევრები წლების განმავლობაში ცდილობდნენ.

გენის რედაქტირების სხვადასხვა ხელსაწყოები, როგორიცაა CRISPR-ზე დაფუძნებული სისტემები, გამოიყენეს ქრომოსომაში არსებული პრობლემების დასადგენად და მათ გამოსასწორებლად. მაგალითად, მკვლევრებს სჭირდებოდათ საფუარი, რათა სწორად გამოეყენებინათ გლიცერინი, როგორც ენერგიის წყარო მაღალ ტემპერატურაზე. ამით მეცნიერებს საფუვრის გამძლეობის გაუმჯობესება შეუძლიათ.

კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც გუნდმა დაძლია, იყო გენეტიკური მარკერები, რომლებიც გამოიყენებოდა გენომის შიგნით დნმ-ის იდენტიფიცირებისთვის. როგორც ჩანს, ამ მარკერების განლაგებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არასწორი განლაგება უჯრედების ქცევაზე ცუდად აისახება.

"ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო ის, თუ როგორ შეიძლება გენეტიკური მარკერების პოზიციონირებამ დაარღვიოს არსებითი გენების გამოხატულება", — აღნიშნა სინთეზურმა ბიოლოგმა, ჰიუ გოლდმა.

Sc2.0 პროექტი, რომლის ნაწილიც კონკრეტული კვლევაა, არ მოიცავს მხოლოდ საკვებს. იგივე პრინციპები შეიძლება გამოიყენონ მედიკამენტებსა და მდგრად მასალებზე.

გენური ინჟინერია პროგრესირებს და ბოლო კვლევა ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.