ლაგოდეხის სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40-წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილის სხეული ადგილობრივებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, მამაკაცი მესაფლავედ მუშაობდა.

ამასთან, მოსახლეობა აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ იპოვეს გარდაცვლილის ტელეფონი და პირადი ნივთები, ხოლო მოგვიანებით — ცხედარი.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.