საბა სხვიტარიძე

8 Jan. 2025, 13:05

"გილოცავთ შობა-ახალ წელს, საქართველოსთვის გამარჯვების რწმენის დაბრუნების და ახალი სამართლიანი ევროპული საქართველოს დაბადების წელი ყოფილიყოს. მინდა მივულოცო ყველას ვინც რუსთაველზე დგას, ვინც ეწინააღმდეგება უსამართლობას, მინდა მივულოცო რეჟიმის პატიმრებსა და მათ ოჯახებს, მალე, ყველა მათგანს შინ დაბრუნებას ვუსურვებ.

ასევე, მინდა მივულოცო მედიებს რომელთა ბრძოლა და შეუპოვრობა შეუფასებელია. შობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას ვინც გვერდში მიდგას ცხოვრების ამ რთულ მომენტში და ძალას მმატებენ.

განსაკუთრებული მადლობა ყველას, ვინც ითხოვს რეჟიმის პატიმრების განთავისუფლებას და იბრძვის ჩვენი თავისუფლებისთვის. გილოცავთ შობა-ახალ წელს, დარწმუნებული ვარ ჩვენ მოვიგებთ ომს და გადავცურავთ ზღვას.

პირველ იანვარს დედაჩემის დაბადების დღეა, როგორც წესი ტრადიციულად ყოველთვის მასთან ერთად ვხვდებოდი ამ დღეს, თუმცა წელს ეს ვერ მოვახერხე და იმედი მაქვს ამ ერთხელ მაპატიებს ტრადიციის დარღვევას და ასე შორიდან რუსთავის N:6 პენიტენციური დაწესებულებიდან მივულოცავ დაბადების დღეს.

დუცი გილოცავ შენს დღეს და მინდა იცოდე სიშორის მიუხედავად მე შენთან ვარ მთელი გულით და ვიცი რომ შენ იქ ხარ სადაც წესით მე უნდა ვიდგე, რუსთაველზე სადაც ქართველი ხალხი იბრძვის უკეთესი მომავლისთვის.

ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის! მიყვარხარ და ვამაყობ შენით.

სიყვარულით თქვენი საბა. მე-6 ციხიდან, საკანი N19".

საპროტესტო აქციებზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს.
ის პროევროპულ აქციაზე 5 დეკემბერს დააკავეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  5. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?

1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე…