უფლებადამცველი თამარ ონიანი ნიღბის ტარების აკრძალვას ადამიანის უფლებების დარღვევად აფასებს
ფოტო: თამარ ონიანი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში განმარტავს, რატომ არღვევს საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვა ადამიანის უფლებებს.
იურისტი რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, რის საფუძველზეც აცხადებს , რომ ასეთი საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ შეფასებულია, როგორც შეკრების თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა.
"ნიღაბი (მაგ. სამედიცინო) არის ჯანმრთელობის დაზიანებისგან თავის დაცვის ინსტრუმენტი, მაშინ, როდესაც ვირუსების სეზონია, და ასევე, როდესაც შსს უკანონოდ და არაპროპორციულად დიდი ოდენობით იყენებს სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, რომლის შედეგებზეც უკვე ათეულობით დემონსტრანტი საუბრობს.
შესაბამისად, ნიღბის აკრძალვა ადამიანს ავტომატურად აყენებს არჩევანის წინაშე: შეკრების თავისუფლებაში გადაიხადოს საკუთარი ჯანმრთელობის ფასი.
მშვიდობიანი დემონსტრანტები ნიღბებს იყენებენ შემდგომი რეპრესიული ზომებისგან დასაცავად, რაც ლეგიტიმური მიზანია. მაგ. უკვე ვნახეთ რაც მოყვა საჯარო მოხელეების პროტესტს (მზარდი რეპრესიები მათზე).
შესაბამისად, ნიღბის აკრძალვა ადამიანს ავტომატურად აყენებს არჩევანის წინაშე: შეკრების თავისუფლებაში გადაიხადოს საკუთარი სამსახურის, კეთილდღეობის ფასი.
სახის სრულად ან მისი ნაწილის დაფარვა შეიძლება იყოს გამოხატვის ფორმა, რომელიც დაცულია სიტყვისა და შეკრების თავისუფლებით.
ბლანკეტური აკრძალვა არ შეესაბამება თანაზომიერების პრინციპს, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
გაჩნდება კითხვა, აბა, როდის არის ასეთი აკრძალვა ნებადართული. აქაც არსებობს პასუხი:
ნიღბის ტარება არ უნდა აიკრძალოს, თუ არ არსებობს ძალადობის მყისიერი და აშკარა მტკიცებულება.
ასეთი არ არსებობს, რადგან აქციები მშვიდობიანია (the overwhelming majority of demonstrators were peaceful ეუთოს შეფასება 30 ნოემბრის ყველაზე მძიმე დარბევის ღამეს, IRCT-OMCT შეფასება: ნაწამები ადამიანებისთვის მიყენებული დაზიანებები არ ავლენს ორმხრივი ბრძოლის კვალს).
ვინ ადასტურებს ამ არგუმენტების სისწორეს:
ვენეციის კომისიის შეფასება:
მსგავსი აკრძალვები სხვა ქვეყნებში (მაგ. რუსეთი) შეფასდა, როგორც შეკრების თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვა.
ევროპული სასამართლოს პრაქტიკა:
საქმეზე Ibragimova v. Russia, სასამართლომ დაადგინა, რომ ნიღბის ტარებაზე ბლანკეტური აკრძალვა არღვევს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
დღეიდან სახის დაფარვა შეკრება/მანიფესტაციის დროს გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას,"— წერს თამარ ონიანი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები