საია: 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო დემონსტრანტებზე სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება, განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებაა შეფასებული.
"რეპრესიის სხვა მექანიზმებთან ერთად 2024 წლის განმავლობაში მზარდი იყო სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენება დემონსტრანტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რისი ერთ-ერთი მიზანიც, განსხვავებული აზრის ჩახშობაა", — აღნიშნულია ანგარიშში.
საიას 50-მდე პირის მიმართ მიმდინარე სისხლის საქმეს მონიტორინგს უწევს, რომელიც უკავშირდება პროტესტს, მათ შორის არის 2024 წლის აპრილი-მაისის დროს "რუსული კანონის" პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული 6 პირის საქმე, 19 და 28 ნოემბრის შემდგომი უწყვეტი ლეგიტიმური პროტესტის დროს დაკავებული 38 ბრალდებულის საქმე, ასევე ბალდის კანიონის აქტივისტის, ინდიკო ბჟალავას, აქტივისტ ვიტალი გუგუჩიას და აქტივისტ იოსებ ბაბაევის საქმეები.
ამასთან, საია-ში აცხადებენ, რომ "მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში“.
"წარდგენილი ბრალდებები
აქტივისტების მიმართ უმეტესად წარდგენილია შემდეგი სახის ბრალდებები: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი), პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი), ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად (სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით) და სხვა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალეკო ელისაშვილს ბრალს სდებენ დევნის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენისთვის (სსკ-ის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით), ასევე რამდენიმე აქტივისტის მიმართ წარდგენილი ბრალდება ნარკოტიკულ დანაშაულს უკავშირდება (სსკ-ის 260-ე მუხლით ბრალდებები).
საქმეთა გაჭიანურება
რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს დაკავებული პირების საქმეთა განხილვა ჭიანურდება. ხსენებულ საქმეთა უმრავლესობაში მტკიცებულებები უდავოდაა ცნობილი, მიუხედავად ამისა, სასამართლო საქმის განხილვას არ ასრულებს და ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზებით სხდომებს დიდი დროით დებს.
საია-ს შეფასებით, საქართველოს პროკურატურა და თბილისის საქალაქო სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებენ საქმის განხილვას, სავარაუდოდ, იმ მოტივით, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აქტივისტების შეწყალება თავისი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში ვერ მოასწროს. ბრალდების და სასამართლო ორგანოების ამგვარი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ აქტივისტების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან, რაც შემაშფოთებელია და ძირს უთხრის, ერთი მხრივ, პროკურატურის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს, და, მეორე მხრივ, სასამართლოს სისტემის საქმიანობას.
პატიმრობის გამოყენების პრაქტიკა ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე
"რუსული კანონის" პროტესტის დროს დაკავებულთა და ნოემბრის თვეში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული ყველა აქტივისტის მიმართ პირველ ეტაპზე სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება — პატიმრობა გამოიყენა. ყველა შემთხვევაში, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა პატიმრობის გამოყენების შესახებ — ბრალდებულების ისეთი გარემოებების მხედველობაში მიღების გარეშე, როგორებიცაა: ბრალდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, მათი პიროვნება, საქმიანობა, ასაკი, ჯანმრთელობა, ოჯახური, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. ამასთან დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები. ზოგიერთი იყო ერთადერთი მარჩენალი ან მომვლელი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახის წევრის. უმრავლესობა მათგანი არ იყო წარსულში ნასამართლევი, ან/და ასევე არ ჰქონდა ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ბრალდების მხარის დასაბუთება პატიმრობის გამოყენების შესახებ ეყრდნობოდა განზოგადებულ რისკებს, როგორიცაა მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურება ან ახალი დანაშაულის ჩადენა.
მხოლოდ ორ საგამონაკლისო შემთხვევაში მოხდა პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა, ერთი შეეხებოდა პოლიტიკოსს — ალეკო ელისაშვილს და მეორე დაკავებულ არასრულწლოვან აქტივისტს. ორივე შემთხვევაში თავად ბრალდების მხარემ იშუამდგომლა პატიმრობის შეცვლა, პირველ შემთხვევაში გირაოთი, არასრულწლოვანის შემთხვევაში კი მშობლის მეთვალყურეობაში გადაცემით.
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი
ადვოკატები მუდმივად ხაზს უსვამდნენ მტკიცებულებების არარსებობას, რომელიც დააკმაყოფილებდა სისხლის სამართლის ბრალდებისთვის საჭირო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. კერძოდ, სსკ-ის 225-ე მუხლით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა) ბრალდებულთა სხდომაზე გაჟღერებული გარემოებების შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, უმეტესად ბრალდება არ ვლინდებოდა ბრალდებულთა შორის კოორდინაციისა ან კოლექტიური მოქმედების ფაქტი. ბრალდებულთა ნაწილს ბრალს სდებდნენ იზოლირებულ ქმედებებში სხვადასხვა დროსა და ადგილას, ურთიერთცოდნისა და განზრახვის მტკიცებულების გარეშე.
პროკურატურა ინდივიდებს ბრალად სდებს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორებიცაა საგნების სროლა (ჯოხები, ბოთლები,მუყაოს ჯოხი, დაუდგენელი მძიმე საგანი), მაგრამ ვერ აკავშირებს აღნიშნულ ქმედებებს ერთობლივ და კოლექტიურ ძალადობასთან, ასევე არ საუბრობს კონკრეტულ ზიანზე.
ამასთან კავშირში, ასევე, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ მას ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში არაერთი საქმე აქვს, სადაც ანალოგიური ქმედებების განხორციელებისთვის ბრალდებულები სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და მისთვის გაუგებარი იყო, როგორ გამიჯნა ბრალდების მხარემ ხსენებული ქმედებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან. მაგალითად, ქვის ან ჯოხის სროლისას, სად გადიოდა ზღვარი პირის სამართალდარღვევასა და შესაძლო დანაშაულს შორის?!
საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით ბრალად წარდგენილი ქმედებები საყურადღებოა, არა მხოლოდ, კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებით დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის არსებობის თვალსაზრისით, არამედ იმ რისკების შეფასების ნაწილშიც, რომელთა დროსაც სისხლის სამართლებრივი მექანიზმები ბრალდების მხარის ხელში შესაძლოა იქცეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და აქციის მონაწილეთა დევნის რისკის მატარებლად.
არასათანადო მოპყრობის შემთხვევები
სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა რამდენიმე დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. მაგალითად: ალეკო ელისაშვილმა პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტა, რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.
საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.
რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას.
ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პირების მიმართ წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა
საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა არც რუსული კანონის პროტესტის და, ასევე, არც 28 ნოემბრის შემდგომი საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სისტემური უმოქმედობა დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მიუთითებს სამსახურის თანამონაწილეობაზე აღნიშნულ ძალადობაში.
საია აგრძელებს მიმდინარე საქმეებზე წინასასამართლო და არსებითი განხილვის სხდომების მონიტორინგს და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას", — ნათქვამია საია-ს ანგარიშში.
-
ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის ბენდი Demon Hunter ნეტფლიქსის KPop Demon Hunters-ს სახელის მითვისების გამო უჩივის
გადახედვა
-
Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია Moderna-ს თქმით, მელანომის ვაქცინამ მასშტაბურ კვლევაში წარმატებას მიაღწია
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს — ჯაზი და ღვინო კახეთი
-
ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია ირაკლი კობახიძე ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს ქარელში თანასოფლელის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას! დონალდ ტრამპი: ირანის წინააღმდეგ ვაცხადებ ყველაზე დამანგრეველ ეკონომიკურ ოპერაციას!
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი მიხეილ სააკაშვილი: პარტია "ახალი" თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნესპროექტი
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს თბილისის ერთ-ერთ სკვერში ტურისტების დაყაჩაღების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია სალომე ზურაბიშვილი: არ ვიცი, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, თუ რა სქემებია ამ ყველაფრის უკან, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ეს ხელისუფლება ღრმა კრიზისშია
გადახედვა
-
პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან პრინცი ჰარი და მეგანი 6 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ბრუნდებიან
გადახედვა
-
14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 14 წლამდე 3 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩამდენ ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილებმა სცენა საქართველოს რეგიონებში გადაიტანეს — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს აქტივისტ ნათია თოხაძის ცნობით, ნანა სანდერს ზარის განხორციელება და კვება შეეზღუდა — ინფორმაციას პენიტენციური უარყოფს
გადახედვა
-
"გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს "გურიის მოამბე": განათლების მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში საბავშვო ბაღის შენობაში სახლს იშენებს
გადახედვა
-
ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს ჯერ ეცადნენ ფილმი ვერ დამესრულებინა, ახლა ცდილობენ მაყურებლამდე არ მივიდეს — უტა ბერია კინოცენტრის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
გადახედვა
-
ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს ბახმაროს დოღზე ცხენი 5 წლის ბავშვს დაეჯახა – დაშავებული ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ ცხოველები ბუნების პირველყოფილ ბიოპლასტმასას მილიონობით წელია ჭამენ
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა
გადახედვა
-
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მონაცემთა ცენტრზე Nvidia $105 მილიარდს დახარჯავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი მსოფლიოს ზღვა რუკაზე მდებარეობით
კომენტარები