"ქართული ოცნების" მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების თავდასხმა და დაკავება, — ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი X-ზე წერს. მისი თქმით, ოცნების ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრების უფლებას და მოუსმინოს ქართველ ხალხს.

"საქართველოში ხალხი მამაცურად დგას დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების დასაცავად, რაც ასევე წერია ქვეყნის კონსტიტუციაში. ქართული ოცნების მთავრობამ უნდა შეწყვიტოს თავდასხმა და დაკავება მშვიდობიანი დემონსტრანტების, პატივი სცეს შეკრების უფლებას და მოუსმინოს ქართველ ხალხს", – წერს სამანტა პაუერი X-ზე.