ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე — online.naec.ge — 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. აუცილებელია, აბიტურიენტებმა, 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ.
"2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა აპლიკანტებს ვებგვერდზე — online.naec.ge — 11 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
აუცილებელია, აბიტურიენტებმა, 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ.
მითითებულ ვადაში აპლიკანტებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ დამატებითი საგნების საფასური, აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტებისთვის თითოეული საგნის საფასური განსაზღვრულია 10 ლარით, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეადგენს 50 ლარს.
საფასურის გადახდა ხორციელდება "საქართველოს ბანკის" პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.
ცვლილებების შესაბამისად, ცენტრის სარეგისტრაციო პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილია სამ კატეგორიად: "საბაკალავრო", "პროფესიული" და "მოსამზადებელი ქართულ ენაში" (ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა). უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასარჩევად აბიტურიენტებმა უნდა მონიშნონ ველი "საბაკალავრო" და აირჩიონ სასურველი პროგრამა. სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დამატებით აირჩიონ პროფესიული პროგრამებიც, რისთვისაც საჭიროა ველის — "პროფესიული" მონიშვნა.
საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება აბიტურიენტთათვის სავალდებულო მოთხოვნაა, რადგან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სარეგისტრაციო განაცხადში პირველ პოზიციაზე მითითებულ პროგრამას. პროგრამების არჩევა, შეცვლა ან წაშლა შესაძლებელია აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე. ასევე, სარეგისტრაციო გვერდზე შესაძლებელია არჩეულ პროგრამებზე კონკურსის მიმდინარეობის გაცნობა.
რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე, ასევე, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ამასთანავე, კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულ მიმართულებებზე დაფინანსებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცნონ საინფორმაციო დოკუმენტს — "ცნობარი აბიტურიენტებისათვის," — ნათქვამია განცხადებაში.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები