ევროკავშირის ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში შესვლას. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობა X — ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"გასული კვირის მინისტრთა წარმატებული შეხვედრის შემდეგ ბუდაპეშტში, რომელზეც უნგრეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და ავსტრია საზღვრის დაცვის პაკეტზე შეთანხმდნენ, დღეს ევროპული ინტეგრაციისა და შენგენის ზონისკენ საკვანძო ნაბიჯი აღინიშნება. Coreper-მა [მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა] დაასრულა საბჭოს გადაწყვეტილების მომზადება გააუქმოს შიდა სასაზღვრო შემოწმებები ბულგარეთთან და რუმინეთთან 2025 წლის 1 იანვრიდან. ფორმალური მიღება მოსალოდნელია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოზე 12 დეკემბერს," — ნათქვამია განცხადებაში.

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონაში შესვლას 2010 წლიდან ცდილობდნენ, თუმცა მათ ავსტრია და ნიდერლანდები არალეგალური მიგრაციის შეკავებისთვის არასაკმარისი ზომების გამო ეწინააღმდეგებოდნენ.