აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებთან შეხვედრაზე განცხადება გააკეთა.

"ეჭვი მაქვს, რომ კენჭს აღარ ვიყრი, თუ თქვენ არ იტყვით, "ის იმდენად კარგია, რომ ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გუშინ, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენს შეხვდა. ტრამპის ინფორმაციით, ჯო ბაიდენთან უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის საკითხები განიხილა.