ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე დარჩა. ეს როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის ერთ-ერთი ყველა გამორჩეული დღესასწაულია ­- დასვენების, გართობის, საჩუქრების გაცვლის და ლამაზი მოგონებების დაგროვების.

ამ პერიოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცირე მეწარმეებისთვისაც, რომლებსაც სწორედ ამ დროს მიმართავს მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა. თუმცა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, წელს არაერთმა მცირე მეწარმემ გადაწყვიტა უარი ეთქვა საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობაზე, ან გაუქმდა ის ღონისძიებები, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ.

მათი მხარდაჭერა, მითუმეტეს სადღესასწაულო პერიოდში, მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით გაერთიანდნენ საქართველოს ბანკი და Extra.ge.

Extra.ge მცირე მეწარმეებს თავის პლატფორმას 19 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, განსაკუთრებული პირობებით უთმობს:

  • გაუქმებულია პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პროდუქტის გაყიდვის საკომისიო მცირე მეწარმეებისთვის;
  • Extra.ge უზრუნველყოფს მიტანის უფასო სერვისს;
  • ის მომხმარებლები, ვინც ვერიფიკაციას გაივლიან, ისარგებლებენ დამატებით 15%-იანი ფასდაკლების კოდით ⭐️SAVE15⭐️;
  • საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას (გარდა AmEx-ის საკრედიტო ბარათისა), მომხმარებლები დააგროვებენ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას (მაქს. 20 000 ქულა).

ხის სახელოსნო ნიკო ერთ-ერთია იმ მცირე ბიზნესებს შორის, რომლებიც Extra.ge-სა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სარგებლობენ. ჩვენ მის დამფუძნებელს, ნიკო ავალიშვილს ვესაუბრეთ.

ის გვიყვება, რომ ხეზე მუშაობა ბავშვობაში შეუყვარდა, როცა სკოლაში მასწავლებლები ხისგან სხვადასხვა ფიგურის დამზადებას ასწავლიდნენ.

"ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარს. რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ, ვცდილობდი ის სახლშიც გამეგრძელებინა. მერე გაჩნდა ე.წ. ფლიმარკეტები, ქუჩის ფესტივალები, რაც ჩემთვის მოტივაცია გახდა, რომ საკუთარი ბიზნესი დამეწყო", — ამბობს ნიკო.

როცა სახელოსნო გახსნა, მისი პროდუქტია საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ქმნიდა ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს, სათამაშოებს, განათებებს და ა.შ. დღეს კი უმეტესად ბალანსის დაფების დამზადებით არის დაკავებული.

ფოტო: Niko Avalishvili

ფოტო: Niko Avalishvil

ფოტო: Niko Avalishvi

ნიკო ამბობს, რომ მისთვის Extra-სა და საქართველოს ბანკის ინიციატივა ძალიან სასიამოვნო ჟესტი იყო, ეს იყო მოტივაცია და მუხტი, რომ ასეთ რთულ მდგომარეობაშიც კი არ გაჩერებულიყო და საყვარელი საქმის კეთება გაეგრძელებინა.

ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სამაგიდო თამაშების ბრენდი რტოსთვისაც, რომლის პრეზენტაციაც სწორედ საახალწლო ბაზრობაზე უნდა შემდგარიყო, თუმცა ვერ მოხერხდა.

რტოს შექმნის მიზანია გააცოცხლოს და ადრეული ასაკიდან შეაყვაროს ბავშვებს ქართული კულტურული მემკვიდრეობა.

"2024 წლის ზაფხულში დავიწყე მუშაობა საბავშვო თამაშზე, რომელიც კლასიკური ლოტოს ვარიაციაა და ქართული ზღაპრების 48 პერსონაჟსა თუ სიმბოლოს აერთიანებს. მათი გაცნობა ქართულ, ინგლისურ, პოლონურ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და იაპონურ ენებზეა შესაძლებელი", — გვიყვება იდეის ავტორი, ბაია ლომსაძე.

ფოტო: იგრიკა

მისი თქმით, თამაშის შექმნა ქვეყანაში არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებას დაემთხვა, თუმცა ამ გამოწვევასთან გამკლავებაში Extra.ge და საქართველოს ბანკი ძალიან დაეხმარა.

"იმედი მაქვს, მათი ინიციატივის წყალობით შევძლებთ სირთუულეების გადალახვას და ბრენდის პოპულარიზაციას", — ამბობს ბაია.

ნიკოს, რტოს და სხვა მცირე სამეწარმეო კომპანიების მხარდაჭერა არამხოლოდ საქართველოს ბანკსა და Extra.ge-ს, არამედ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. ამისთვის უბრალოდ უნდა გადავიდეთ Extra.ge-ის ვებგვერდზე და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების საჩუქრები სწორედ ამ მეწარმეებთან შევიძინოთ.