ანა წითლიძე

26 Dec. 2024, 16:07

ზუგდიდის "ოპოზიციურმა" საკრებულომ ქართული ოცნების ბიუჯეტი დაამტკიცა სადაც 51% გაზრდილი ხელფასებია იმ ტიტუშკებისთვის რომლებიც წინასაარჩევნოდ თავ-პირს გვამტვრევდნენ ზუგდიდში და გაყალბებაში მონაწილეობდნენ.

ქოცების ბიუჯეტს შეთანხმებულად ხმა მისცეს: ქოცებმა, ახლებმა და გახარიამ.

როდესაც სხვას მოუწოდებ დათმონ საკუთარი ხელფასები ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იგივე უნდა შეგეძლოს შენც.

მიზეზი რატომაც მხარი დაუჭირეს "ოპოზიციურმა პარტიებმა" ქოცების ბიუჯეტს, ერთადერთია: საკუთარი უსაზღვროდ გაზრდილი ხელფასები, რომელიც უტოლდება 2020 წლის ხელფასებს პარლამენტში.

ბიუჯეტი თუ ვერ დამტკიცდებოდა მუნიციპალიტეტში პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნებოდა რაც თავისთავად საფრთხეს შეუქმნიდა საკრებულოს ხელფასებს. სამაგიეროდ დაასუსტებდა ქართულ ოცნებას და შეუქმნიდა დიდ კრიზის ზუგდიდის ქოც მერს და მერიას.

თავის გამართლებები ვითომ სოციალური პროგრამების გამო მხარდაჭერა ისეთივე ბლეფია როგორც არგუმენტები რომ პარლამენტში შესვლა "შიგნიდან რეჟიმის დასანგრევად" იყო საჭირო. ჯერ საკუთარ ხელფასებს შეელიეთ და მერე მოუწოდეთ სხვებს.

ქოცების გარდა, ვერც ერთ ზუგდიდელს ვერ ნახავთ რომელიც ამ ბიუჯეტით კმაყოფილია.
ერთობის სულისკვეთებიდან გამომდინარე, პატივს ვცემ ყველა ოპოზიციურ პარტიას, მაგრამ ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდეთ მეგობრებო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა. პლენუმის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უზენაესი…