10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
10 ადგილობრივი ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი "მაუწყებლობის შესახებ" კანონს არღვევს და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ და გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა თანამდებობები უნდა დატოვონ.
ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს ვალდებულებას, პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლას პირდაპირი ეთერი არ დაუთმო.
"2024 წლის 18 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის ეს გამოსვლა ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ ინსტიტუტში, ნებისმიერ დროს დაიმსახურებდა ქართული მედიის განსაკუთრებულ ყურადღებას, და განსაკუთრებით ახლა, როცა გამოსვლის თემა იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და ევროკავშირის მონაწილეობა ამ კრიზისიდან გამოსვლაში".
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არსებული მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებელი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას არ ასრულებს.
"უფრო მეტიც, ხშირად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს არა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშემწყობი, არამედ პირიქით ევროსკეპტიკური განწყობების გამაღვივებელ განცხადებებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამჟამად უძღვება პოდკასტების სერიას, რომლის ძირითადი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად ვასილ მაღლაფერიძე და გიორგი გვიმრაძე სისტემატურად გამოხატავენ ევროსკეპტიკურ მოსაზრებებს, ავითარებენ შეხედულებას, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია ევროპიდან მზაობის არ არსებობის გამო, რომ საქართველოს სჭირდება ალტერნატიული საგარეო ინტეგრაციის მოდელები, როგორიცაა 3+3 და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. ვასილ მაღლაფერიძის პოლიტიკური მიკერძოება მმართველი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ აშკარაა. მაღლაფერიძეს 2017-2020 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, შემდეგ 2021 წელს მცირე ხნით პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე იყო. ეს პოსტი მან როგორც საჯაროდ განმარტა, მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა, მაგრამ აცხადებდა, რომ პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ შესცვლია. მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პოსტიდან გადადგომის შემდეგ, მაღლაფერიძე დაბრუნდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაღალ თანამდებობაზე, ამჯერად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. ის ევროსკეპტიკური დამოკიდებულება, რომელსაც მაღლაფერიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოდკასტებში ავლენს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციის ვალდებულების შეუსრულებლობა, სრულიად ემთხვევა უკანასკნელ წლებში „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ ანტიდასავლურ პოლიტიკას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სრულიად შეუძლებლად მიგვაჩნია, არსებული მენეჯმენტის პირობებში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეძლოს პარტიული ნეიტრალიტეტის დაცვა და ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაციის გაგრძელება", — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად, მაუწყებლის მიერ შინაარსობრივი ვალდებულებების შესრულებისა და საზოგადოების ადეკვატურად ინფორმირების უზრუნველსაყოფად, მოითხოვენ: თანამდებობები დატოვონ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ და გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC), "უფლებები საქართველო", ადამიანის უფლებათა ცენტრი(HRC), "საფარი", მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD), ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI), "მწვანე ალტერნატივა" საქართველოს რეფორმების ასოციაცია (გრასი), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHP).
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც ყოველდღიური ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა.
30 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების გამართვა ღია ეთერის მოთხოვნით დაიწყო "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ძველ შენობასთანაც. დღის სატელევიზიო ეთერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის გახსნას ითხოვს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომელთა ნაწილიც.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
კომენტარები