ირაკლი ზარქუა

20 Dec. 2024, 01:01

ჩვენ ნათლად ვხედავთ, როგორც კი ადმინისტრაცია შეიცვლება და იქ მოვა ის ხელისუფლება, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც იმ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტირებას, რაც ჩვენ წინასაარჩევნოდ გვქონდა, შეგახსენებთ რა იყო ეს: ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ერთი და იგივე მესიებზე ვსხედვართ, ეს არის ოჯახური ღირებულებები და ამაზე თქვენ იცით, ჩვენ კანონიც კი მივიღეთ, ეს ერთი — მეორე იყო ომის დამთავრება და მესამე, და მთავარი, რომ ეს ფსევდო-ფაშისტური ლიბერალიზმი, ეს რაღაც გაუგებარი ექსპერიმენტები მსოფლიოში უნდა დამთავრდეს. ამასთან დაკავშირებით ტრამპმა პირველივე განცხადება გააკეთა, ზუსტად ერთი-ერთში, რაც პირადად მე, წალენჯიხაში რომ დავდიოდი, მოქალაქეებს ვეუბნებოდი, რომ არანაირი ლგბტ პროპაგანდა არ იქნება, იქნება ოჯახური ღირებულებები და ომი უნდა დამთავრდეს — მორჩა, ეს არის მთავარი. სწორედ როდესაც ომს დაამთავრებენ, და მან [ტრამპმა] წინასწარ გააკეთა განცხადება, რომ ორივე სახელმწიფოს წარმომადგენელს, ზელენსკის და პუტინს დასვამს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ომი უნდა დამთავრდეს — ამის შემდეგ, მეორე ფრონტის წნეხი ჩვენს ქვეყანაზე მოიხსნება. ამიტომ გვსჯიან ჩვენ, რომ არ გავხსენით იქ ფრონტი.

დღეს სამწუხარო ის არის რომ ევროპას ლიდერი არ ჰყავს, დღეს ჰყავს ევროპას ცენტრალური ევროპის დიდი სახელმწიფოები — მაკრონი მაგალითად, მეოთხე მთავრობა ჩამოეშალა და მისი პარტია საერთოდ მესამე ადგილზე გავიდა თუ მეოთხეზე. შოლცს შეხედეთ, მთავრობა ჩამოეშალა და საერთოდ ხალხში ვერ გადის. ასე რომ ჩემდა სამწუხაროდ, არალეგიტიმური, არაპოპულარული ლიდერები ჰყავთ დღეს ევროპას, და ამიტომ არის რომ დღეს ყველგან, სადაც ეს ფსევდო-ლიბერალური მიმდინარეობა იყო მარცხდებიან ყველგან ყველა ქვეყანაში — ცენტრალურ ევროპას ვგულისხმობ. დააკვირდით აბა? ლიეტუვაში — ჩამოინგრა, დაიშალა ისევ ის კოალიციები, შეკოწიწებული რომ ჰქონდათ და ჩვენ რომ გვამუნათებდნენ. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც, იმიტომ, რომ ორმაგი სტანდარტით მიდგომა აქვთ, ანუ ჩვენი შსს მინისტრი დაასანქცირეს და რატომ? იმიტომ რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულა?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
  3. რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?
  4. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  5. გაგიკ წარუკიანის სახლის ჩხრეკისას 3 ლომი და 1 ვეფხვი იპოვეს და ზოოპარკში გადაიყვანეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

არქიმ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს

საქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა NEXT-მა ვარშავაში ერთობლივი…