ADHD-ის დიაგნოზს სულ უფრო მეტ ადამიანს უსვამენ — რატომ
დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) ბავშვების 5%-ს აქვს. თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ამერიკულმა ცენტრმა 2022 წელს უფრო დიდ მაჩვენებელზე მიუთითა. მათი სტატისტიკის მიხედვით, ADHD ბავშვების 11.4%-ში ვლინდება.
შვედეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საბჭო იუწყება, რომ 2022 წელს ADHD შემთხვევები ბიჭების 10,5%-ისა და გოგოების 6%-ში დაფიქსირდა. ეს 2019 წელის სტატისტიკაზე 50%-ით მეტია. ამავე მკვლევრების თქმით, ეს შედეგები მალე კიდევ უფრო გაიზრდება: ბიჭების შემთხვევაში 15%-ს მიაღწევს, ხოლო გოგოების შემთხვევაში 11%-ს.
ჩნდება შეკითხვა, რა შეიძლება იყოს სტატისტიკის ზრდის მიზეზები? სტატიაში რამდენიმე ასეთ მიზეზს მიმოვიხილავთ, რომელიც შეიძლება სტატისტიკაზე მოქმედებდეს.
მომატებული ცოდნა და ამაღლებული ცნობიერება
დღეს არსებობენ პროფესიონალები, რომლებსაც ADHD-ზე ბევრად მეტი ცოდნა აქვთ. შესაბამისად, ამას შეიძლება გაეზარდა თავად სტატისტიკაც. სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ადრე უგულებელყოფილი ყოფილიყო, ახლა ასე აღარ არის.
შემცირებული სტიგმა
საზოგადოებებში ADHD გაცილებით ნაკლებად სტიგმატიზებულია, ვიდრე ადრე. შესაბამისად, ამ მხრივ სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ექიმებს.
თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მეტი მოთხოვნებია კოგნიტიურ უნარებზე, ვიდრე აქამდე
ADHD არ არის დაავადება, ის უფრო შემეცნებითი თვისებების არაეფექტიანად გამოყენებასთან ასოცირდება. მას ახასიათებს გაფანტულობა, კონცენტრაციის ვერ მოკრება და ცუდად აისახება ორგანიზებულობაზე.
თანამედროვე საზოგადოებები სწრაფი და კომპლექსურია. შესაბამისად, გაზრდილია მოთხოვნები გონებრივ შესაძლებლობებზეც. ამ რეალობაში ადამიანები შეიძლება ვერ უძლებდნენ გადატვირთულ რეჟიმს და შანსი, რომ მათ ADHD-ის დიაგნოზი დაუსვან, იზრდება.
სიახლეები განათლებაში და ცვლილებები
სიახლეებია განათლებაშიც, სკოლებში შემოდის ციფრული სწავლება. ამასთან, არის სხვა ბევრი სიახლეც. მთლიანობაში, ეს ყველაფერი ცვლის გარემოს და ბავშვებს უჭირთ ადაპტაცია, ხშირია გაფანტულობა, რაც ADHD-სთან ასოცირდება.
პოლიტიკა
სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკოსები ADHD-ის ფაქტორს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად გამარტივებულია წვდომა შესაბამის ანალიზებსა თუ კვლევებზე.
კომენტარები