10 ისტორიული მოვლენა, რომლებიც დაგარწმუნებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი
ფოტო: conncoll
მსოფლიო ისტორიაში ხშირად ვხვდებით შეუპოვარი, დაუღალავი შრომის შედეგად გამარჯვების მაგალითებს. ისინი გვასწავლიან, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მოდი, გავიხსენოთ 10 ისტორიული მოვლენა, რომლის მოქმედი გმირებიც არ დანებდნენ, დაძლიეს ნიჰილიზმი და საბოლოოდ მიაღწიეს დასახულ მიზანს.
1. მონობის გაუქმება (1865 წელი)
ფოტო: wikipedia
მონობის გაუქმება კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა თანასწორობისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში. საუკუნეების განმავლობაში მონათმფლობელობა სასტიკი ინსტიტუტი იყო, მაგრამ აბოლიციონისტების დაუღალავმა ძალისხმევამ სხვადასხვა ქვეყანაში, მას ბოლო მოუღო. შეერთებულ შტატებში მონობა ემანსიპაციის გამოცხადებით 1865 წელს საბოლოოდ დასრულდა, რამაც შთააგონა მთელი მსოფლიო, ბრაზილიიდან ოსმალეთის იმპერიამდე. ამ მოვლენამ დაამტკიცა, რომ სამართლიანობასა და დაუღალავ წინააღმდეგობას შეუძლია საბოლოოდ დაამარცხოს უსამართლობა, რაც არ უნდა ღრმად ჰქონდეს მას ფესვები გადგმული.
2. პენიცილინის აღმოჩენა (1928 წელი)
ფოტო: time
1928 წელს ალექსანდრე ფლემინგმა რევოლუცია მოახდინა მედიცინაში, რამაც ანტიბიოტიკების ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. პენიცილინამდე ბაქტერიული ინფექციები, თუნდაც მცირე დაზიანების ან დაავადების შემთხვევაში, ხშირად იწვევდა სიკვდილს. მეორე მსოფლიო ომმა დააჩქარა პენიცილინის მასობრივი წარმოება, გადაარჩინა უამრავი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე. ეს აღმოჩენა ადასტურებს მეცნიერების ძალასა და დაუღალავი შრომის ფასს. რაც არ უნდა რთულად წარმოსადგენი იყოს, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
3. აპართეიდის დასასრული (1990-იანი წლები)
ფოტო: paeg
აპართეიდი რასობრივი დისკრიმინაციის ლეგალიზებული სისტემა იყო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩაგრავდა არათეთრკანიან სამხრეთ აფრიკელებს. 1990-იანი წლების დასაწყისში მრავალწლიანი პროტესტის, საერთაშორისო ზეწოლისა და ნელსონ მანდელას შთამაგონებელი ხელმძღვანელობის შედეგად, აპართეიდი საბოლოოდ დასრულდა. დემოკრატიაზე მშვიდობიანმა გადასვლამ გააოცა მსოფლიო და ხაზი გაუსვა, რომ დეპოლარიზაცია რთული და უსამართლობით სავსე წარსულის შემდეგაც შესაძლებელია. მანდელას ციხიდან გათავისუფლება და მისი საბოლოო პრეზიდენტობა იმედის, გამძლეობისა და თანასწორობის გამარჯვების სიმბოლოა. სამხრეთ აფრიკის ისტორიაში ეს გადამწყვეტი მომენტი გვახსენებს, რომ დისკრიმინაციის ყველაზე მკაცრი სისტემებიც კი შეიძლება დაიშალოს.
4. მაღაროს ჩამონგრევა ჩილეში(2010 წელი)
ფოტო: New York Post
2010 წელს ჩილეში 33 მაღაროელი მაღაროს ჩამონგრევის შემდეგ მიწისქვეშეთში, 700 მეტრის სიღრმეზე, ჩავარდა. მათ გადასარჩენად საერთაშორისო სამაშველო ოპერაცია დაიგეგმა. მაღაროელებმა მიწის ქვეშ შეზღუდული საკვებითა და წყლით 69 დღე გაძლეს. მაშველებმა გაბურღეს ვიწრო გადასასვლელი და მაღაროელები უსაფრთხოდ ამოიყვანეს. მთელი მსოფლიოდან ინჟინრების, მეცნიერებისა და მაშველების თანამშრომლობამ, აჩვენა გლობალური, გუნდური მუშაობის პოტენციალი კრიზისის დროს. წარმატებული სამაშველო ოპერაცია გახდა იმედისა და გამძლეობის სიმბოლო.
5. ბერლინის კედლის დაცემა (1989 წელი)
ფოტო: CNN
ბერლინის კედელი აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს თითქმის 30 წლის განმავლობაში ყოფდა, რაც ცივი ომის, იდეოლოგიური განხეთქილების სიმბოლო იყო. 1989 წელს მშვიდობიანმა საპროტესტო გამოსვლებმა და გაერთიანების მზარდმა მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო და კედელი დაინგრა, რაც მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტი იყო გლობალურ პოლიტიკაში. კედლის ნგრევამ აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური კონტროლი დაასრულა, გააერთიანა ოჯახები, მეგობრები და ათწლეულების განმავლობაში გაყოფილი საზოგადოება, გააჩინა იმედი, რომ ევროპა შესაძლებელია იყოს ერთიანი. კედლის დაცემამ წაახალისა დემოკრატიული რეფორმები სხვა კომუნისტურ სახელმწიფოებშიც და ცივი ომის დასასრული მოაახლოვა. ეს მოვლენა რჩება ძლიერ შეხსენებად, რომ ბარიერები, პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობით, შეიძლება გადაილახოს.
6. საქართველოს სამეფოს აღდგენა (1089-1125 წლები)
ფოტო: Youtube
ხანგრძლივი შემოსევებისა და ქვეყნის დაყოფის შემდეგ, საქართველომ აღიდგინა ძალა დავით აღმაშენებლის მეფობისას. 1089 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ, დავით IV-მ გააერთიანა საქართველოს დაქუცმაცებული ტერიტორიები, გააჩინა ეროვნული თვითმყოფადობის გრძნობა და გამძლეობა ხალხში. აღმაშენებელმა 1121 წელს დიდგორის ბრძოლა მრავალრიცხოვანი სელჩუკების არმიის წინააღმდეგ მოიგო, რამაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს გავლენის აღდგენას რეგიონში. დავით IV-ის ხელმძღვანელობით დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა. მისი მემკვიდრეობა დღესაც შთაგვაგონებს ქართველებს, როგორც ერთიანობის, სიმტკიცისა და თავისუფლების მუდმივი ძიების სიმბოლო.
7. სამოქალაქო უფლებების მოძრაობა (1950-1960-იანი წლები)
ფოტო: The Intercept
სამოქალაქო უფლებების მოძრაობა ცდილობდა, არაძალადობრივი პროტესტის ფორმით, შეერთებულ შტატებში რასობრივი სეგრეგაცია და დისკრიმინაცია შეეწყვიტა. მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის, როზა პარკსისა და მრავალი სხვა აქტივისტის ხელმძღვანელობით მოძრაობა თანაბარ უფლებებს ითხოვდა. საკვანძო მოვლენებმა, როგორიცაა მონტგომერის ავტობუსის ბოიკოტი და მარში ვაშინგტონში, მთელი ქვეყნის ყურადღება მიაპყრო ამ საკითხს. მოძრაობის მიღწევები მოიცავს 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტს და 1965 წლის ხმის მიცემის უფლებას. სამოქალაქო უფლებების მოძრაობა ჩაგვრის წინააღმდეგ გამძლეობისა და შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ის ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქტივიზმს შეუძლია ღრმა სოციალური ცვლილებები გამოიწვიოს.
8. ინდოეთის განთავისუფლება (1947 წელი)
ფოტო: Socialist Worker
ინდოეთმა დამოუკიდებლობა ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან 1947 წელს, თითქმის 200 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, მოიპოვა. დამოუკიდებლობის მოძრაობა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ მაჰათმა განდი და ჯავაჰარლალ ნერუ, არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უნიკალური პრეცედენტი იყო. განდის ფილოსოფია, სატიაგრაჰა (არაძალადობრივი წინააღმდეგობა), შთააგონებდა მილიონობით ინდოელს მონაწილეობა მიეღოთ საპროტესტო აქციებში, ბოიკოტებსა და გაფიცვებში კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ. ინდოეთის განთავისუფლება მონუმენტური მიღწევა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მშვიდობიანი წინააღმდეგობით შეიძლება დაემხოს ყველაზე გამყარებული იმპერიული ძალებიც კი. მოვლენამ სხვა ანტიკოლონიალური მოძრაობები შთააგონა აფრიკასა და აზიაში.
9. საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია (1991 წელი)
ფოტო: Formula News
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დეკლარაცია, რომელიც ათწლეულების ჩაგვრის დასასრულის სიმბოლოა, მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი იყო ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი მღელვარე, შიდა კონფლიქტებითა და პოლიტიკური გამოწვევებით იყო სავსე, საქართველო საბოლოოდ დაადგა თავისუფლების გზას. დამოუკიდებლობის გამოცხადება ეროვნული გამძლეობისა და ბრძოლის სიმბოლოა ქართველი ხალხისთვის.
10. მმართველობის ცვლილება ბოტსვანაში(2024 წელი)
ფოტო: BBC
58 წლიანი მმართველობის შემდეგ, ბოტსვანის პრეზიდენტმა, მოკვეცი მასისიმ არჩევნებში დამარცხება აღიარა. მისმა "ბოტსვანის დემოკრატიულმა პარტიამ" (BDP) არჩევნები დიდი სხვაობით წააგო. კოალიცია "ქოლგა დემოკრატიული ცვლილებებისთვის" (UDC) ლიდერი, ახლად არჩეული პრეზიდენტი 54 წლის იურისტი დუმა ბოკო გახდა. მისმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 31-ადგილიანი ზღვარი გადალახა და მრავალწლიანი ავტოკრატიული რეჟიმი დაასრულა.
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა

კომენტარები