რა შეფასებები გააკეთა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე?
ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში ჩატარებულ არჩევნები დღეს პრესკონფერენციაზე შეაფასა და წინასაარჩევნო პერიოდისა და არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინა.
მათი თქმით, არჩევნები წარიმართა მძაფრი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე. ოპოზიციური პარტიები და მმართველი გუნდი არჩევნებს წარმოაჩენდნენ, როგორც რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ მიმართულებაზე, რამაც საზოგადოებაში კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს ზეწოლისა და დაშინების შემთხვევებზე, განსაკუთრებით საჯარო სექტორის წარმომადგენლებზე. ხაზი გაუსვეს იმას, რომ მმართველ პარტია ქართულ ოცნებას, მნიშვნელოვანი ფინანსური უპირატესობა ჰქონდა წინაასარჩევნო კამპანიისას, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა პარტიებს შორის უთანასწორობა, ითქვა მედიაგარემოს პოლარიზებისა და გენდერული უთანასწორობის შესახებაც.
საფრანგეთის სენატის წევრმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის წარმომადგენელმა, პასკალ ალიზარმა განაცხადა, რომ კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ იყო დაძაბული გარემო, ასევე ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა და იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები.
"კენჭისყრის დღე პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული. ასევე, იყო დაძაბული გარემო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა, იყო პროცედურული შეუთავსებლობები და დარღვევები. იყო შეტყობინებები იმაზე, რომ დაშინებამ და ზეწოლამ ამომრჩევლებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა, ამან კი პროცესზე უარყოფითად იმოქმედა. ეს არის ზოგადი სურათი. ჩვენი საერთაშორისო დამკვირვებლები აქტიურად აკვირდებოდნენ პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინდელი დღის განმავლობაში. წელს საპარლამენტო არჩევნები საქართველოში გადამწყვეტი მნიშვნელობის დროს იმართება. ქვეყნის ევროპული გზა და ასევე, მისი მომავალი გაწევრიანების პროცესი, ნამდვილად ხდება განხილვების საგანი პრეტენდენტების მხრიდან. ხაზგასმულია ბევრი ადამიანის მიერ, თუ რამდენად საჭიროა რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება. ფინანსური რესურსების მხრივ დისბალანსი და ასევე განხეთქილების შემომტანი ატმოსფერო კამპანიის განხორციელებისას, საკანონმდებლო ბოლოდროინდელი ცვლილებები უმნიშვნელოვანესი იყო ამ საარჩევნო პროცესში", — განაცხადა პასკალ სალაზარმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომისიის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ არჩეული ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას. მან ისიც აღნიშნა, რომ ქალების ნაკლები წარმომადგენლობა საარჩევნო სიებსა და კამპანიებში აჩვენებს, რომ საჭიროა უფრო მეტი მოქმედება ქალების მეტად ჩართულობისთვის პოლიტიკურ პროცესებში.
"მინდა იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელისუფლება ღირსეულად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას", — განაცხადა პასკალ ალიზარმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, პია კაუმას განაცხადა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში.
"უნდა აღინიშნოს, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს [კანონი] ხელახლა უნდა შეფასდეს შემდეგ პარლამენტში, რათა დაცული იქნეს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს.
რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, რომ ყველა მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული და დაცული იქნას ყველას თავისუფლება", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.
პია კაუმამ ყურადღება გაამახვილა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის სიმწირესა და საარჩევნო პროცესის პოლარიზებაზე.
"მე შევეხები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობას, რადგანაც მეც ამ შემადგენლობაში უმცირესობას წარმოვადგენ. მე შევხვდი კენჭისყრის დღემდე სხვადასხვა ქალს, ასევე შევხვდი აქტიურად ჩართულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. უნდა აღინიშნოს, რომ გენდერული კვოტების გაუქმება, ეს არის უარყოფითი შედეგის მომტანი და ეს აბრკოლებს არამარტო მათ მნიშვნელოვან როლს, არამედ ასევე შეიძლება, ზეგავლენა მოახდინოს მათ მოთხოვნაზე, რომ უფრო მეტი წარმომადგენლობა იქნეს მიღწეული.
ბოლოს, მინდა ასევე ხაზი გავუსვა პოლარიზებას, რაც არსებობდა ბოლო თვეების და წლების განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, კიდევ უცხოური ზეგავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ეს ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს ხელახლა უნდა შეფასდეს პარლამენტში, დაცული იქნას სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა ყველა ხმა თანაბრად ისმოდეს. რაც შეეხება დემოკრატიას, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ, რათა ყველა მთავრობა იყოს ანგარიშვალდებული, რომ დაცული იქნას ყველას თავისუფლება", – აღნიშნა პია კაუმამ.
ჟურნალისტებთან საუბრისას PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა, რომ ამომრჩევლების აღრიცხვა ზეწოლის კლიმატს ქმნიდა.
მისი თქმით, დაკვირვების დროს იყო შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ხმის დუბლირება. მან ხაზი აგუსვა, რომ "ორ სამყაროს" აკვირდებოდნენ: ერთი საარჩევნო უბანზე იყო და მეორე — საარჩევნო უბნების გარეთ.
"დაკვირვების დროს, კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს, ჩვენ შევამჩნიეთ შემთხვევები, როცა ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა და ხმის დუბლირება, განსაკუთრებით, სოფლად. ჩვენი გამოცდილებით დავაკვირდით ორ სამყაროს - ანუ ორი სამყარო არსებობდა, ერთი საარჩევნო უბანზე იყო, სადაც შიგნით, ხმის მიცემის პროცესი კარგად ადმინისტრირებული იყო, ხოლო მეორე სამყარო, ეს იყო გარეთ, საარჩევნო უბნების გარეთ. საარჩევნო უბნების წინ მმართველი პარტიის კამერების არსებობა და ასევე ამომრჩევლების აღრიცხვა ზეწოლის კლიმატს ქმნიდა და ასევე, პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება. შეგრძნება იყო ასეთი, რომ “დიდი ძმა” გვიყურებს. ასევე, არათანაბარი პირობები და ნაკლოვანებები იყო პროცესის დროს, შესაბამისად, ეს ძირს უთხრის, მისი შედეგების დამაჯერებლობას და მის სამართლიანობას. ასევე უნდა აღინიშნოს, როცა ჩვენ სოფლებში უბანზე არჩევნებს ვაკვირდებოდით, ერთ-ერთი დამკვირვებლის მანქანას ვანდალურად თავს დაესხნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ საკითხებს ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან ეს დაკავშირებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან. მადლობა მინდა ჩვენს დელეგაციას გადავუხადო, 31 წევრი იყო ჩვენი მისიიდან, 21 სხვადასხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენი დამკვირვებლები, ჩვენთან ასევე იყვნენ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც. უფრო ვრცელ ანგარიშს და რეკომენდაციებს წარმოვადგენ, ეს გაკეთდება სტრასბურგში ჩვენს შემდეგ პლენარულ სხდომაზე", — განაცხადა იულიან ბულაიმ.
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ რუსეთის დუმის არჩევნებში "ერთიანმა რუსეთმა" ხმების 57.86% მოიპოვა — ანალიტიკოსები გაყალბებებზე საუბრობენ
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
კომენტარები