როდის და როგორ გამოიგონეს ბორბალი — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ბორბალი 6 000 წლის წინ გამოიგონეს.
ბორბლის გამოგონებამ რევოლუცია მოახდინა ყველაფერში — როგორც ტრანსპორტირებაში, ისე ჭურჭლის დამზადების მხრივაც. მიუხედავად ამისა, მის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არ ვიცით.
და, აი, ახლა ახალი კვლევის თანახმად, ამაში დიდი წვლილი აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე სპილენძის მაღაროებში მყოფ ადამიანებს მიუძღვით. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3900 წლის წინ მოხდა.
ბორბლის კვალი სპილენძის ხანაში უხვადაა. ის გვხვდება ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ბორბლები ასახულია ამ დროინდელ კედლის ნახატებზეც. არქეოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ბორბალი მალე გავრცელდა და ამიტომ, მისი წარმოშობის ზუსტი თარიღისა და ადგილის დადგენა რთულია.
ბორბლის წარმოშობის სამი ძირითადი თეორია არსებობს. პირველის თანახმად, ბორბალი თავიდან მესოპოტამიაში გამოჩნდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4 000 წელს. უკვე ამის შემდეგ, ის ევროპაში გავრცელდა. მეორე თეორიის თანახმად, ბორბალი პირველად ჩრდილოეთ თურქეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. 3800 წელს გამოიგონეს. რაც შეეხება მესამე თეორიას, რომელიც ყველაზე სარწმუნოა, ბორბალი კარპატების მთებში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000-3500 წლებში გამოიგონეს.
ეს მესამე თეორია, რომელიც 2016 წელს ისტორიკოსმა რიჩარდ ბულიეტმა (ახალი კვლევის თანაავტორმა) წამოაყენა, ემყარება იმ აზრს, რომ ძვ.წ. 4000 წელს მაღაროელებს მაღაროებში ღრმად შესვლა და იქიდან მადნის კონტეინერების უკან გამოტანა სჭირდებოდათ.
"გვიანი სპილენძის ეპოქის ვაგონები, რომლებსაც კარპატების რეგიონში მიაგნეს, არის მართკუთხა ტრაპეციული გვერდებით", — წერს ბულიეტი თავის წიგნში — The Wheel: Inventions and Reinventions.
ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ბუილეტი და მისი კოლეგა კაი ჯეიმსი საუბრობენ იმაზე, თუ როგორ გამოიგონეს ბორბალი.
არქეოლოგიურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული უძველესი ბორბლების სისტემების შესწავლით, მათ გამოიკვლიეს, თუ როგორ შეიმუშავა ადამიანმა ბორბალი.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ბორბლის განვითარებისთვის სამი ინოვაცია იყო საჭირო. მძიმე კალათის ან ყუთის გადაადგილების აუცილებლობის გათვალისწინებით, ადამიანები, სავარაუდოდ, იყენებდნენ "გორგოლაჭებს", რომლებიც განთავსებული იქნებოდა შესაბამის ბილიკზე.
პირველი ინოვაცია ღარებიანი რგოლის მაგვარი ტექნოლოგია იქნებოდა. ეს ადამიანებს ტვირთის გადატანას მნიშვნელოვნად გაუადვილებდა. ეს მაღაროებში უფრო ფართო და დიდი ურმის გამოყენების საშუალებას გააჩენდა.
მეორე ინოვაცია ღერძზე დამაგრებული ბორბლების მაგვარი ტექნოლოგია იქნებოდა. უკვე ამის შემდეგ ადამიანები მიხვდებოდნენ, რომ ბორბლის დამოუკიდებლად გამოყენებაც არის შესაძლებელი.
მკვლევრების მიაჩნიათ, რომ მთლიანობაში ეს პროცესი 500 წელი გაგრძელდა.
"ამ მაღაროებში იყო გარემო, რომელმაც ბორბლის გამოგონების საშუალება გააჩინა. იქ არსებული ვიწრო ბილიკები გააჩენდა ბორბლის საჭიროებას", — განუცხადა ბულეიტმა Live Science-ს.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ბორბალმა განვითარება არც შემდგომ შეწყვიტა და ამ ყველაფერმა საბოლოოდ ავტომობილები გააჩინა.
მეცნიერები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კომენტარები