ნათია მეზვრიშვილი

13 Oct. 2024, 15:40

ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში არჩევნებს და არჩევნების დაცვას. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. არ ვფიქრობ, რომ რაიმე გაურკვეველია, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი და მყარი. ეს შესანიშნავად იცის სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც ქართული ოცნების მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მთავრობა.

აი, ამის გამო დავუშვით ჩვენ ის კომპრომისი, რომელი კომპრომისიც დავუშვით და ქარტიას ამის გამო მოვაწერეთ ხელი. ამიტომ დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება და როგორ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი, დიდი იმედი გვაქვს, რომ რის გამოც კომპრომისი დავუშვით აი, ამას ვიხილავთ პრაქტიკაში — არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის მთავრობას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

[...] ცნობილია ჩვენი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი უარყოფითი პოზიცია და ეს არის ის, რაც არ საჭიროებს დამატებით დაფიცებას და ა.შ. არ ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება რაიმე ფორმით არსებობს, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ პროცესს როგორ წარმართავს. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით და პროცესში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი ქარტიის ირგვლივ არის შექმნილი და ბუნებრივია, ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ

განაცხადა, საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს ქართული ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკურ პარტიებს, რომ არა მხოლოდ "სულისკვეთებით", არამედ ერთგულება უნდა დაადასტურონ "მისი ყოველი სიტყვის" მიმართ. პრეზიდენტის თქმით, პარტიებს შეუძლიათ თავიანთი ხელმოწერა უკან წაიღონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
  3. ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
  4. EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
  5. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ