ნათია მეზვრიშვილი

8 Oct. 2024, 23:43

"ქართული ოცნება ვერ მოიგებს, ეს პოლიტიკური პარტია უკვე დამარცხებულია. ახლა რაღაც მორიგი სიგიჟე გამოაქვეყნეს — კვლევები. თავის თავს იმშვიდებენ იმიტომ, რომ შიგნითაც ძალიან დიდი ტურბულენტობაა პარტიაში და ერთმანეთს ჭამენ, ვერ გაუგიათ, ბიძინას რა ელის. ყველაფერი ძალიან თვალსაჩინოა, რა პროცესებიც შიგნით მიმდინარეობს.

გუშინ გამართეს რაღაც პრეზენტაცია, რომლის თარიღსაც ჯერ ასაიდუმლოებდნენ, მერე ივანიშვილმა საერთოდ ჩათვალა, რომ ეს მნიშვნელოვანი არ იყო და კობახიძე მარტო დატოვა. ვფიქრობ, ეს მესიჯი იყო, რომ კობახიძის საქმე წასულია, არ იცის მან, მის ბედს როდის გადაწყვეტს მისი პატრონი. საკმაოდ აღელვებული ჩანდა — მე ასე დავინახე. ირაკლი ღარიბაშვილი პრეზენტაციაზე არ მივიდა — იქ ორ ირაკლის შორის გაწევ-გამოწევა არის, რაღაცებს ვერ იყოფენ, ეს საპარლამენტო სიაშიც ძალიან კარგად გამოჩნდა. ისინი არიან მუდმივ კონკურენციაში, რომელი დაწინაურდება მათი პატრონის კარზე. როგორც კი ერთი მოჩვენებითად წინაურდება, მეორესთან მიმართებით ავტომატურად რაღაც პროცესები მიდის ხოლმე. როდესაც ასეთი გაურკვევლობაა, პრემიერმა თვითონ არ იცის, რა ელოდება, ის ვერანაირად ვერ იქნება ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი".

ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  2. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  3. Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
  4. სულხან თამაზაშვილმა მედლებისა და სამკერდე ნიშნების ტარების წესი შეცვალა — რა წერია ბრძანებაში?
  5. სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საქართველომ რუს დეზერტირს ერთწლიანი საერთაშორისო დაცვა მიანიჭა — მედია

დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, საქართველომ რუსეთის არმიიდან დეზერტირ ვლადისლავ ტატარინცევს ერთწლიანი საერთაშორისო…