აუდიო გიდი საქართველოს ღირშესანიშნაობების მარტივად აღმოჩენაში დაგეხმარებათ
საქართველოში ტურიზმი სწრაფი ტემპით ვითარდება. წლების წინ ყველასგან დავიწყებული ქვეყანა, ბოლო წლებში დიდი ინტერესის ქვეშ მოექცა და დღეის მდგომარეობით, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს. ინტერესის ზრდასთან ერთად, ვითარდება ტურიზმის სფეროც. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი აპლიკაცია - Audio Guide Georgia.
აპლიკაციის შექმნის იდეა ქართველ გრაფიკოსსა და ვებ-დიზაინერ ნიკოლოზ გეწაძეს ორი წლის წინ გაუჩნდა. როგორც თვითონ ამბობს, ინსპირაცია საქართველოში ჩამოსული ტურისტებისგან გაუჩნდა. სამოგზაუროდ ჩამოსული უცხოელების დიდ ნაწილს, შეზღუდული ბიუჯეტის გამო, არ აქვთ საშუალება პირადი გიდი დაიქირაონ. ამას გარდა, მათ უმრავლესობას დამოუკიდებლად სიარული და სიახლეების აღმოჩენა იზიდავს. სწორედ ამაზე ფიქრმა მიიყვანა ნიკოლოზ გეწაძე აპლიკაციის შექმნის იდეამდე.
აპლიკაციის შექმნისას ნიკოლოზს ჰქონდა კონკრეტული ხედვა - მას სურდა, შეექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც არ იქნებოდა სტანდარტული ინფორმაციის მატარებელი, რომელიც ძირითადად Wikipedia-სა და სხვა ინტერნეტ წყაროებს მოიცავს. Audio Guide Georgia-ს ტურებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციების მოპოვება განსხვავებული წყაროებიდან გადაწყდა. შემქმნელებმა აქტიურად ითანამშრომლეს პროფესიონალებთან და მათთან ერთად, ინფორმაცია წიგნებიდან და სხვა წყაროებიდან შეკრიბეს. ამჟამად არსებული ტურების ავტორი თამარ ამაშუკელია, რომელმაც აპლიკაციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.
უცხო ენებზე არსებული აუდიო ტურების არანჟირებისთვის, სტარტაპერებმა უცხოელი მსახიობები მოიწვიეს და სწორედ მათ გაახმოვანებინეს ტურები. დღეს აპლიკაცია სრული დატვირთვით, გამართულად და წარმატებულად მუშაობს.
რა არის Audio Guide Georgia?
თუ მოგბეზრდათ მუდმივად ტურისტული წიგნებით, გაშლილი ბუკლეტებით, რუკებითა და სხვა მაკულატურით ტურებში სიარული, მაშინ გილოცავთ - ახლა უკვე, საქართველოს ღირშესანიშნაობების მონახულება ყურსასმენებისა და პრაქტიკული, ტელეფონში ინტეგრირებული რუკების დახმარებით შეგიძლიათ.
აპლიკაცია, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს, ნებისმიერ მსურველს საქართველოში ტურის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება. ამისათვის სტარტაპერებმა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, აუდიო გიდის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც მოგზაურობას ბევრად უფრო კომფორტულსა და იაფს ხდის.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. Audio Guide Georgia მოიცავს უფასო აუდიო მასალას ზოგიერთ ღირშესანიშნაობაზე, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ საჭირო ინფორმაცია თქვენ მიერ შერჩეულ ტურთან დაკავშირებით. უფასო ვერსიაში მოცემულია რუკები, რჩეული გასართობები და რესტორნების გრძელი სია. სრული ტურების გადმოტვირთვა ფასიანია.
ამ დროისთვის, აპლიკაცია ხუთ სრულ ტურს მოიცავს. ესენია:
- თბილისის ცენტრალური ტური,
- ბათუმის ძველი და თანამედროვე ქალაქის ტურები,
- მესტიისა და უშგულის ტური.
მომდევნო ორ თვეში ეტაპობრივად დაემატება კიდევ ხუთი ტური: ძველი თბილისის ტურები, კახეთის რეგიონის ორი ტური და ქუთაისის ტური.
აპლიკაციის კიდევ ერთი გამორჩეული თვისება ისაა, რომ შეძენილი ტურების გამოყენება ოფლაინ რეჟიმშიც შეგიძლიათ. ტური, შეძენის შემდეგ, თქვენს ტელეფონში იწერება როგორც აუდიო მასალა, ასევე რუკები, რომლებსაც ინტერნეტის გამოყენება აღარ სჭირდება.
აპლიკაციაში მოცემული ტურები აუცილებლად სანახავ ადგილებთან ერთად, საიდუმლო ადგილებსაც მოიცავს, რომლებიც, შეიძლება, ბევრმა ადგილობრივმა გიდმაც არ იცოდეს. ამასთან, აპლიკაცია მოიცავს გართობის განყოფილებასაც, სადაც წარმოდგენილია რჩეული რესტორნების, ბარების, მაღაზიებისა და სხვა და სხვა ღონისძიებების სია.
აპლიკაციის გამოყენება რუსულ, ინგლისურ და ქართულ ენებზეა შესაძლებელი.
Audio Guide Georgia ხელმისაწვდომია როგორც Android-ზე, ისე iOS-ის სისტემაზე.
აპლიკაციის შემქმნელებისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული სტარტაპების შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.
ნიკოლოზ გეწაძე დამწყებ ბიზნესმენებს გირჩევთ, რომ აკეთოთ ის, რაც მოგწონთ და გამოგდით, რადგან ასეთ დროს თქვენი საქმე არა სამსახური, არამედ სიამოვნებაა.
შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობს. რეგისტრაცია 15 აგვისტოს დასრულდება.
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
კომენტარები