ირაკლი კობახიძე: საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9,7%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და რეგიონში
2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი. საშუალო ზრდა არის 9,7%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და რეგიონში, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.
“2012 წლის შემდეგ ჩვენ ორი კრიზისი გამოვიარეთ — ერთი 2016 წელს განსაკუთრებით, უკრაინის ომის შემდგომ რთულად განვითარდა რეგიონში ეკონომიკური პროცესები და ეს პირდაპირ აისახა ჩვენს ეკონომიკაზე, მათ შორის, ლარის კურსი გაუფასურდა. ამ პერიოდში ნაცვლად იმისა, რომ სიღარიბე შემცირებულიყო, გვქონდა ნეგატიური ტენდენციები. 2015, 2016, 2017 წლები იყო საკმაოდ რთული. ამას 2020 წელს დაემატა კოვიდი, როცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 6%-ით შემცირდა, 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური განვითარების ძალიან მაღალი ტემპი. საშუალო ზრდა არის 9,7%, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპასა და რეგიონში. ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ ტენდენციის შენარჩუნება. ამისათვის, უნდა შევინარჩუნოთ ლიბერალური ეკონომიკური გარემო, რაც დღეს ძალიან კარგად არის უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალი ინიციატივები შევთავაზოთ საზოგადოებას, რაც ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილიც იქნება. სხვადასხვა სფეროში ინვესტიციების მოზიდვა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება, დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარება - ყველა მიმართულებით გვექნება კონკრეტული პროგრამული წინადადებები შეთავაზებული საზოგადოებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ის ტემპი, რაც გვაქვს აღებული, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და ჩვენ გვაქვს ყველანაირი პერსპექტივა იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ქვეყანა სრულიად ახალ საფეხურზე ავწიოთ. სავალუტო ფონდის დღევანდელი პროგნოზის მიხედვით, ჩვენ გვექნება სწრაფი ეკონომიკური ზრდა. 2029 წლისთვის და უკვე 2028 წლისთვისაც საქართველო უკვე გადაინაცვლებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა. ყველა საფუძველი გვაქვს, ამისათვის. წელსაც გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. საშუალო ზრდა არის 9,7%, ეს არის პირველი შვიდი თვის მონაცემები და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე შევძლებთ ასეთი მაჩვენებლის შენარჩულებას და შემდეგი წლებიც უნდა იყოს ასეთი. გვაქვს კარგი ეკონომიკურ-პოლიტიკური ჩარჩო ამისათვის და დანარჩენი კონკრეტული ინიციატივების საქმეა. ამ ინიციატივების დიდი ნაწილი ჩვენს პროგრამაშიც იქნება ასახული", — განაცხადა პრემიერმა.
-
რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად? რა არის საფონდო ბირჟა და როგორ მუშაობს ის რეალურად?
-
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის ცა დაიკეტება — პუტინის პასუხი
გადახედვა
-
თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა მძიმე მეტალის მოსმენა ფიზიკური ტკივილის ატანას აადვილებს — კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ? მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ — რა მოგვცა ამ ორმა გამარჯვებამ?
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს FT: ილონ მასკი თანახმაა, უკრაინამ Starlink-ით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
კომენტარები