მასშტაბური კვლევის თანახმად, მობილური ტელეფონები ტვინის კიბოსთან დაკავშირებული არ არის
რადიოტალღების ზემოქმედების ანალიზმა აჩვენა, რომ მობილური ტელეფონები ტვინის კიბოსთან არ არის დაკავშირებული. კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარდა და მისი ნახვა ჟურნალ Environment International-ში შეგიძლიათ.
მობილური ტელეფონით საუბრისას მოწყობილობა ხშირად თავთან მიგვაქვს. ამ დროს ხდება რადიოტალღების გამოსხივება. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს ეჭვს, რომ მობილური ტელეფონის გამოყენებამ შეიძლება ტვინის კიბო გამოიწვიოს.
დაშვებამ, რომ მობილური ტელეფონი კიბოს იწვევს, ბევრი ადამიანი შეაშფოთა. ამის პარალელურად, მობილური ტელეფონები, ისევე როგორც სხვა უკაბელო ტექნოლოგიები, ჩვენი ცხოვრების ნაწილი სულ უფრო ხდება. ამიტომ, მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ რადიოტალღების ზემოქმედების უსაფრთხოებაზე ინფორმაციის მოპოვება.
მეცნიერები ადრეც ამბობდნენ, რომ მობილური ტელეფონის რადიოტალღებსა და ტვინის კიბოს შორის კავშირი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით კვლევები სულ ტარდებოდა.
2011 წელს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (IARC) რადიოტალღების ზემოქმედება დააკლასიფიცირა, როგორც ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენი. ამ კლასიფიკაციის მნიშვნელობა ძირითადად არასწორად გაიგეს და სწორედ ამან გამოიწვია შეშფოთების გარკვეული ზრდაც.
IARC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილია. მის მიერ რადიოტალღების კლასიფიკაცია, როგორც შესაძლო კანცეროგენისა, ადამიანებზე დაკვირვების შეზღუდულ მონაცემებს მოიცავდა.
და, ია, ახლა კვლევების ეს ახალი სისტემატური მიმოხილვა ეფუძნება ბევრად უფრო დიდ მონაცემებს, ვიდრე ის, რასაც IARC-ის 2011 წლის კვლევა.
ეს მოიცავს უახლეს და უფრო ყოვლისმომცველ კვლევებს. შესაბამისად, ახლა უფრო შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ მობილური ტელეფონების ან უკაბელო ტექნოლოგიების რადიოტალღების ზემოქმედება არ არის დაკავშირებული ტვინის კიბოს გაზრდილ რისკებთან.
არანაირი ასოციაცია
ახალი მიმოხილვა წარმოადგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაკვეთილი სისტემური მიმოხილვების ნაწილს. მკვლევრებს უნდოდათ უფრო დეტალურად გამოეკვლიათ ჯანმრთელობის შესაძლო ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია რადიოტალღების ზემოქმედებასთან.
შედეგად მიღებული სისტემატური მიმოხილვა იძლევა დღემდე ყველაზე ძლიერ მტკიცებულებას, რომ უკაბელო ტექნოლოგიების რადიოტალღები არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
ეს არის ყველაზე ყოვლისმომცველი მიმოხილვა, რაც ამ თემაზე ჩატარებულა, მოიცავს რა 5000-ზე მეტ კვლევას.
ფაქტია, კავშირი მობილური ტელეფონის გამოყენებასა და ტვინის კიბოს შორის არ დაფიქსირდა. მეტიც, არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად აქტიურად, ან დიდი ხნით იყენებდა ადამიანი მობილურ ტელეფონს.
მნიშვნელოვანია, რომ დასკვნები ამ თემაზე ჩატარებულ უმეტეს კვლევასთან თანხვედრაშია. ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად უკაბელო ტექნოლოგიების გამოყენების ზრდისა, ტვინის კიბოს შემთხვევების ზრდა არ მომხდარა.
კომენტარები