როგორ ააგეს ძველეგვიპტელებმა პირამიდები? — მეცნიერები შესაძლო გზას გვთავაზობენ
მკვლევრებს ახალი თეორია აქვთ
ახალი კვლევის მიხედვით, ჯოზერის პირამიდა, ეგვიპტის პირამიდებს შორის ყველაზე ძველი, შეიძლება ჰიდრავლიკური ამწევი სისტემის დახმარებით აეშენებინათ. ნაშრომი ჟურნალში PLOS One გამოქვეყნდა.
კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, წყალი პირამიდაში არსებულ ორ შახტში შეედინებოდა; შესაძლოა, ამ წყლის დახმარებით აჰქონდათ და ჩამოჰქონდათ პლატფორმა, რომელზეც სამშენებლო ქვები იყო მოთავსებული.
მიჩვეულია, რომ ჯოზერის პირამიდა ძვ. წ. 2680 წლისთვის აშენდა და სასაფლაო კომპლექსის დანიშნულება ჰქონდა. იგი მესამე დინასტიის ფარაონისთვის, ჯოზერისთვის, ააგეს, თუმცა მისი მშენებლობის დეტალები ბუნდოვანია.
მკვლევრების აზრით, გისრ ელ-მუდირის ახლომდებარე ზღუდე (აქამდე ამ სტრუქტურის არსი გაუგებარი იყო),სავარაუდოდ, საგუბრის როლს ასრულებდა წყლისა და დანალექისთვის. ამას გარდა, პირამიდას გარეთ, მიწაში, გათხრილ საკნებს, წყლის გამფილტრავი ფუნქცია უნდა ჰქონოდა, წყლის გავლისას კი მინარევები ქვემოთ ილექებოდა.
ასე წყალი თავისით შეძლებდა შახტებით პირამიდებში შედინებას, მისი აწევისგან წარმოქმნილი ძალა კი სამშენებლო ქვებს აიტანდა ზევით.
///
დამატებითი კვლევებია საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ შეიძლება შესულიყო წყალი არხებში; გასარკვევია ისიც, თუ რამდენი წყალი იყო ხელმისაწვდომი იმ დროინდელ ლანდშაფტზე.
კვლევის ავტორების აზრით, პირამიდის მშენებლობისას სხვა მიდგომებსაც გამოიყენებდნენ, მათ შორის დაქანებებს. ჰიდრავლიკური ამწე, თავის მხრივ, საკმარისი წყლის პირობებში იქნებოდა ეფექტიანი.
ნაშრომი ერთგვარი საძირკველია, რათა სამეცნიერო საზოგადოებამ ჰიდრავლიკური ძალის შესწავლა განაგრძოს პირამიდების მშენებლობის კონტექსტში.
ახალ კვლევაზე CEA-ს პალეოტექნიკური ინსტიტუტის (საფრანგეთი) მეცნიერები მუშაობდნენ.
კომენტარები