სრულად ელექტრო VOLVO EC40-ზე 30000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს — ვოლვო ქარ საქართველოს სპეციალური შეთავაზებები
ფოტო: თეგეტა
ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, ვოლვო ქარ საქართველო სრულად ელექტრო EC40-ზე მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებით, ელექტრომობილის შეძენა 10 000 ევრომდე ფასდაკლებით არის შესაძლებელი. სპეციფიკაციების გათვალისწინებით, VOLVO EC40-ის ფასი 45 000-დან 50 000 ევრომდე მერყეობს, მაშინ როდესაც თავდაპირველი ფასი 55,000-დან 60,000 ევრომდე იყო.
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია EC40-ის ორი მოდელი, რომლებიც ერთმანეთისგან კომპლექტაციით განსხვავდება - EC40 Recharge Plus და EC40 Recharge Ultimate. ორივე მოდელი წარმოდგენილია ოთხივე წამყვანი თვლით, ორი ელექტროძრავითა და 408 ცხენის ძალით. ვოლვო EC40-ში ჩაშენებულია Google-ის სისტემები და ვოლვოს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, ავტომობილი სახლიდან გააღოთ და ჩართოთ გათბობა-გაგრილების სისტემა, აგრეთვე, შეამოწმოთ ავტომობილის ადგილმდებარეობა. VOLVO EC40-ის ორივე მოდელ 0-დან 100 კმ/სთ-მდე ჩქარდება 4,7 წამში, ერთი სრული დატენვით კი 550-მდე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. ვოლვოს უახლესი მოდელები წარმოდგენილია ხუთ ფერში — ლურჯი, თეთრი, შავი, მწვანე და რუხი.
რაც შეეხება ძირითად განსხვავებებს, Ultimate ანუ მაღალი კოპლექტაცია Plus-ისგან განსხვავებით აღჭურვილია: მძღოლის ელექტრო სავარძელის პოზიციის დამახსოვრების ფუნქციით, Harman Kardon-ის აუდიოსისტემით, ნისლსაწინააღმდეგო ფარებითა და 360°-იანი კამერით.
ფოტო: თეგეტა
თორნიკე იკაშვილი, VOLVO-ს გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი: "როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ბაზარზე ელექტრომობილების წილი იზრდება და საზოგადოების მხრიდან დაინტერესება სულ უფრო მატულობს. სწორედ ამიტომ, ვოლვოს ღირებულებებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის უპრეცედენტო ფასდაკლება შეგვეთავაზებინა და უფრო ხელმისაწვდომი გაგვეხადა ელექტრომობილების შეძენა.
მოთხოვნის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. ერთი მხრივ, მომხმარებელი დარწმუნდა რომ ელექტრომობილები მეტად პრაქტიკულია მოხმარების თვალსაზრისით. ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილი, შიგაწვის ძრავიანთან შედარებით, გაცილებით ეკონომიურია და ნაკლებად საჭიროებს სერვისს. გარდა ამისა, ელექტრომობილების ფლობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა საქართველოში ეტაპობრივად სულ უფრო ვითარდება. ვფიქრობთ ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოზე ზრუნვა რომელშიც ვცხოვრობთ, სწორედ ამიტომ თეგეტა ქარსს, როგორც პასუხისმგებლობიან კომპანიას, თავისი წვლილი შეაქვს დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოებაში. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა."
ფოტო: თეგეტა
ელექტრომობილებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ვოლვო ქარ საქართველომ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მოდელი, სრულიად ახალი კონცეფციის, სტილისა და ხასიათის, ვოლვოს მცირე ზომის SUV EX30 წარუდგინა მომხმარებელს. ახალი მოდელის წარდგენიდან ერთ თვეში რამდენიმე ერთეული EX30 უკვე გაიყიდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ელექტრომობილებით საზოგადოების დაინტერესებას. იმისათვის, რომ მომხმარებლებს უფრო მეტად გაუმარტივდეთ VOLVO-ს ელექტრომობილით სარგებლობა, EX30-ის შეძენის შემთხვევაში, საჩუქრად გადაეცემათ სახლის სტაციონარი დამტენები.
ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში ხელმისაწვდომია EX30-ის სამი ვერსია, რომლებიც ერთმანეთისგან კომპლექტაციითა და ელექტროდიაპაზონით განსხვავდებიან. ერთი სრული დატენით სვლის დიაპაზონი 360-დან 475 კმ/სთ-მდე მერყეობს. ვოლვო ქარ საქართველოს შოურუმში ახალი VOLVO EX30 ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერთა პალიტრაში. დაინტერესებულ მომხმარებელს ვოლვო ქარ საქართველო შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ ტესტ დრაივით და თავად გამოსცადონ VOLVO-ს ელექტრომობილების შესაძლებლობები.
გლობალურად ვოლვო გარემოს დაცვის კუთხით ძალიან აქტიურად მუშაობს. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ გარემოზე ზრუნვაა. კომპანია 2030 წლიდან მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას გეგმავს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას? როგორ ეხმაურებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გიორგი ბარამიძის დაკავებას?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში" სუს-ის უფროსად — თამაზ ბორაშვილი, გეკა გელაძე — შსს-ში — საკადრო ცვლილებები "ოცნებაში"
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
კომენტარები