გაიცანით კაცი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თავს ადვოკატად ასაღებდა
სამხრეთ კაროლინელ კაცს, რომელსაც ბრალი ადვოკატად გასაღებაში ედება, ახლახან კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს. ახალი ბრალდების თანახმად, მან ხელოვნური ინტელექტი ყალბი იურიდიული დოკუმენტების შესაქმნელად გამოიყენა.
ბრალდებული, ნათან ჩემბერსი მამის სახელს იყენებდა და ამით თავს ადვოკატად წარმოაჩენდა. უცნობია, იცოდა თუ არა ჩემბერსის მამამ ამის შესახებ. კაცი იქამდეც მივიდა, რომ მალე რეალური კლიენტებიც შეიძინა და არა ერთი.
ჩემბერსს კლიენტებისთვის სამართლებრივი დოკუმენტების წარდგენა უწევდა და როგორც ჩანს, სწორედ ამისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებდა.
იმპოსტორის სინდრომი
მედიის მიხედვით, ჩემბერსი სხვა ადამიანად თავის წარმოჩენით ადრეც იყო გატაცებული. LinkedIn-ის ერთ-ერთ პროფილში მითითებული აქვს, რომ ის ბიოქიმიის ექსპერტია. მეტიც, ჩემბერსის მიმართ აღიძრა სხვა სარჩელიც, რომლის მიხედვითაც, ის 2022 წელს თავს შერიფის მოადგილედაც ასაღებდა.
ჩემბერსს შეიძლება იმპოსტორის სინდრომი ჰქონდეს. ეს ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც აიძულებს ადამიანებს ეჭვი შეიტანონ თავიანთ შესაძლებლობებსა და უნარებში. სწორედ ამიტომ, ისინი ხშირად თავს სხვა ადამიანებად ასაღებენ.
ჩატბოტი სასამართლოში
ერთი რამ ფაქტია, ჩემბერსი სერიული მატყუარაა, მაგრამ ჩვენთვის ის უფრო საინტერესოა, თუ როგორ გამოიყენა მან ხელოვნური ინტელექტი.
დევონ პურიფოიმ, Truluck Thomason-ის პარტნიორმა თქვა, რომ ჩემბერსი Lexis+ AI-ის, LexisNexis-ის მიერ შექმნილი AI იურიდიული ასისტენტის გამოყენებას ცდილობდა.
"ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მან ეს სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა", — თქვა დევონმა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემბერსმა ხელოვნური ინტელექტის გამოსაყენებლად სხვა გზას მიმართა.
ასევე: მსოფლიოში პირველად, ხელოვნური ინტელექტი ბრალდებულს იურიდიულ მომსახურებას გაუწევს
დღეს ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა სფეროში გვხვდება, მათ შორის უკვე სამართალ წარმოებაშიც. 2023 წელს შევიტყვეთ, რომ პროგრამა, რომელიც ხელოვნური ინტელექტით იყო უზრუნველყოფილი ბრალდებულს საქმის გასაჩივრებაში დაეხმარებოდა.
განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ სასამართლოსთვის მიმართვის ნაცვლად, პროგრამა, რომელიც სმარტფონზე იმუშავებდა, ბრალდებულს შესაბამის პასუხებს ყურსასმენის საშუალებით მიაწვდიდა. უკვე მიღებული პასუხების გამოყენება ბრალდებულს სასამართლო დარბაზში შეეძლებოდა.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იცვლება სამყარო. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.
კომენტარები