მოსკოვში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც მხოლოდ ეკიპაჟი იმყოფებოდა.

ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული რია ნოვოსტი ავრცელებს.

თვითმფრინავი ტყის მასივში ჩამოვარდა და აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, ეკიპაჟის ყველა წევრი დაღუპულია.

ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 NEW-95-ია, ის ფრენის ტესტს გადიოდა. თვითმფრინავი ერთ-ერთ სამოქალაქო ავიაკომპანიას ეკუთვნის.

ეს მგზავრების გარეშე პირველი რეისი იყო.

საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავი, შეკეთების შემდეგ, ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტში მიფრინავდა.