გაიცანით NurbsbyDapna: როგორ იქმნება სათამაშოები, რომლებსაც ახალი წელი მოჰყავთ
ფოტო: საქართველოს ბანკი
ტრადიციული წარმოდგენით, გამორჩეული საახალწლო დეკორაციები ხელნაკეთია, თუმცა Nurbsby Dapna ამ სტერეოტიპს არღვევს და სადღესასწაულო ესთეტიკაში სრულიად ახალ, ტექნოლოგიურ ხედვას ამკვიდრებს. ის 3D ბეჭდვით საახალწლო სათამაშოებს აწარმოებს და ციფრულ შესაძლებლობებს ხელშესახებ, ექსპრესიულ ფორმებად გარდაქმნის.
არქიტექტურული ხედვა მინიატიურაში
სოფია ო’ნილს, რომელსაც რობოტებთან და არქიტექტურულ პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, 3D ბეჭდვით სათამაშოების შექმნის იდეა ბუნებრივად გაუჩნდა.
"მე რობოტებთან არქიტექტურული განხრით და 3D ბეჭდვასთან უკვე ვმუშაობდი. საახალწლო სათამაშო კი 3D ბეჭდვისთვის იდეალური აღმოჩნდა: პატარა ფორმატია, მათი მთავარი დანიშნულება სილამაზე და პრაქტიკულობაა, შესაბამისად, კრეატივისთვის დიდი სივრცე რჩება“, — ამბობს სოფია ო’ნილ.
ფორმები, რომლებსაც ხელით ვერ შექმნი
NURBS-ის მთავარი უპირატესობა ტექნოლოგიური შესაძლებლობებია. 3D ბეჭდვა საშუალებას იძლევა, შეიქმნას ისეთი გეომეტრიული სტრუქტურები, რომელთა დამზადება ტრადიციული მეთოდებით (ჩამოსხმა, გამოთლა) შეუძლებელია.
"მაგალითად, ფორმები შიგნიდან ცარიელია, მაგრამ, იმავდროულად, ძალიან რთული, ერთმანეთში გადახლართული სტრუქტურა აქვს. ტრადიციულად, ამას ან ფორმის დაშლა, ყალიბი, ან დეტალებად აწყობა დასჭირდებოდა, ხოლო 3D ბეჭდვა საშუალებას იძლევა, ეს ყველაფერი ერთ მთლიან ობიექტად, ერთ პროცესში შექმნა“.
ციფრული სიზუსტისა და ემოციის სინთეზი
სოფია აღნიშნავს, რომ დიზაინი, რომელიც ერთდროულად ფუტურისტულია და თან ძალიან ნაცნობი, ადამიანებს თვითგამოხატვაში ეხმარება:
"ჩემი დიზაინები ნაცნობ ობიექტებს ახალ ფორმას აძლევს. ისინი ერთდროულად ფუტურისტული და ესთეტიკურად უცხოა, მაგრამ მაინც ნოსტალგიურად ნაცნობი“.
ნულოვანი ნარჩენი და პრაქტიკული ღირებულება
თანამედროვე ბიზნესისთვის ეკოლოგიური პასუხისმგებლობა არჩევანი აღარ არის, ეს აუცილებლობაა. NURBS-ის წარმოების პროცესი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება:
“ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი ნარჩენის მაქსიმალური შემცირება და იმავდროულად ისეთი ნივთების შექმნაა, რომლებსაც ადამიანები არ გადააგდებენ. ამიტომ ჩემთვის პრიორიტეტულია გამძლეობა, არამტვრევადობა და ვიზუალური ღირებულებაა“, — ამბობს სოფია.
გარდა ეკოლოგიური ასპექტისა, 3D ნაბეჭდი სათამაშოები პრაქტიკულ პრობლემასაც ჭრის: ისინი, ტრადიციული შუშისგან განსხვავებით, არ ტყდება.
Nurbsby Dapna-ს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია დღესასწაული კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. ახალი წელი ხომ თამამი ექსპერიმენტებისა და სიახლეებისთვის საუკეთესო დროა, 3D პრინტერით შექმნილი სათამაშოებიც სწორედ ამის სიმბოლოა. როცა ტექნოლოგია და წარმოსახვა ერთიანდება, საზღვრები ქრება და რჩება უსაზღვრო შესაძლებლობები.
ზუსტად ამ გზით — თამამი იდეებითა და ტექნოლოგიური ექსპერიმენტებით, ერთ დროს ახალი წლის ესთეტიკა ჯორჯ კობიმ შეცვალა. საუკუნის წინ მინის ინოვაციური სათამაშოებით ქართველმა მეწარმემ და გამომგონებელმა ყველასთვის საყვარელ დღესასწაულს გლობალური მასშტაბით ახალი იერსახე შესძინა. საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეო სწორედ მასზე გვიყვება — ადამიანზე, რომლის იდეამ დროს გაუსწრო და ახალი წელი გააფერადა.
ნახეთ ვიდეო ჯორჯ კობის შესახებ აქ
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები