სომეხი უფლებადამცველები მომიტინგეებსა და ოპოზიციონერ დეპუტატზე პოლიციის თავდასხმებს გმობენ
ფოტო: Narek Aleksanyan/Hetq
სომხეთის პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი დარბევა და 300-მდე მომიტინგის დაკავება, ასევე, ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმა დაგმო ქვეყნის უფლებადამცველი ორგანიზაციების ჯგუფმა.
ერთობლივ განცხადებაში, ხუთმა წამყვანმა ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაგმო "სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალადობის ყველა შემთხვევა". ისინი ყველა ცალკეული დარღვევის საქმეზე, ხელისუფლებისგან, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.
"პოლიციის მიერ ამგვარი მეთოდების გამოყენება სისტემაში ხანგრძლივი დაუსჯელობის პოლიტიკის შედეგია", — ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ ანტისამთავრობო ტავუშის მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები დაარბია ერევანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში.
ასევე, ნახეთ: არქიეპისკოპოსმა გალსტანიანმა მღვდელმსახურება შეიჩერა, რათა სომხეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლოს
მოძრაობამ განაცხადა, რომ ჩაატარებდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი მომიტინგეების დასაშლელად.
"პროტესტის მონაწილეთა არასათანადო ქცევა ვერანაირად ვერ გაამართლებს პოლიციელების უკანონო ქმედებებს“, — განაცხადეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.
მათ, ასევე, მოუწოდეს მთავრობას, გამოიძიონ სომხეთის ალიანსის ოპოზიციონერი დეპუტატის აშოტ სიმონიანის ძალადობრივი დაკავებაც.
სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს სიმონიანი სპეცრაზმელების ალყაში. მას სცემენ და ურტყამენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ორგანიზაციებმა, ასევე, მოითხოვეს განმარტება, თუ რატომ განათავსა შინაგან საქმეთა სამინისტრომ "დიდი რაოდენობით პოლიციელები" ოპოზიციური სომხური რევოლუციური პარტიის ოფისთან. პარტია სომხეთის ალიანსის წევრია.
მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატებმა მმართველი პარტია სამოქალაქო კონტრაქტიდან აღიარეს სიმონიანზე თავდასხმა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ დეპუტატმა, სიტყვიერი შეურაცხყოფით, სამართალდამცველების პროვოცირება მოახდინა.
"როდესაც პოლიციელს პირად შეურაცხყოფას აყენებენ, ისინი ფსიქოლოგიურად ვერ იცავენ თავის ღირსებას და კონტროლს კარგავენ", — განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა მარია კარაპეტიანმა. "მე ასე ვხედავ სიტუაციას და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, მიუღებელია, პოლიციელმა საკუთარ თავზე კონტროლი არ უნდა დაკარგოს".
პოლიცია დაიცვა მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა, არტურ ჰოვანისიანმა. მან თქვა, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავს უფლება მისცა დამდგარიყო პოლიციელის პირისპირ, თვალებში ჩაეხედა მისთვის და "მიეყენებინა შეურაცხყოფა".
სამართალდამცველების ქმედებები გაამართლა პოლიციის უფროსმა, არამ ჰოვჰანისიანმაც.
"ვნახოთ, თუკი რამე მოხდა, რა იყო ამისი მიზეზი", — თქვა მან ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ სამინისტროში მიმდინარეობდა გამოძიება და თუ ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთებოდა, დაისჯებოდა.
ინციდენტზე ხელისუფლების პასუხი გააკრიტიკეს ადამიანის უფლებადამცველმა აქტივისტებმა, მათ თქვეს, რომ სიმონიანის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფასა და დეპუტატზე სამართალდამცველების თავდასხმას შორის ტოლობა არ უნდა დაისვას.
"ერთ შემთხვევაში მოქალაქის ქმედებასთან გვაქვს საქმე, მეორეში კი — სპეცდანიშნულების რაზმთან, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებს", — წერს აქტივისტი ზარა ჰოვანნისიანი ფეისბუქზე.
მან დასძინა, რომ პოლიცია ხელფასს მოსახლეობის გადასახადებიდან იღებს, მაგრამ "სამწუხაროდ, ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიმართ უპირობო ლოიალობას გამოხატავს“.
საერთაშორისო ორგანიზაციები აკრიტიკებენ სომხეთის ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი მეთოდების გამოყენებას, მათი კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ, ბოლო თვეების განმავლობაში.
სომხეთის შესახებ ბოლო ანგარიშში Freedom House-მა აღნიშნა, რომ პოლიციის მიერ ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.
"პოლიციის მიზანმიმართული ძალადობა ჟურნალისტების მიმართ" დაგმო, ასევე, ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები