13 ფილმი, რომელსაც ამ ზაფხულს ველოდებით
ფოტო: Pixar / Marvel
უკვე გაგიმხილეთ, რომელ სერიალებს ველოდებით ამ ზაფხულს ყველაზე მეტად, ახლა კი ფილმების ჯერია! ყველაზე ცხელი სეზონი რომანტიკული კომედიებით, ანიმაციებითა და საშინელებათა ჟანრის ფილმებით იქნება დატვირთული. დროა, მოკალათდე და სანახავი ფილმების სიის შედგენა დაიწყო:
1. თავდაყირა 2 / Inside Out 2
ფოტო: Pixar
ცნობილმა ანიმაციამ თავი გამოსვლისთანავე შეგვაყვარა, რამდენიმე წლის შემდეგ კი Inside Out მეორე ნაწილით ბრუნდება! ანიმაციაში ამჯერად 4 ახალ პერსონაჟს ვიხილავთ. შფოთვა, უხერხულობა, მოწყენილობა და შური ის ახალი ემოციებია, რომლებიც რაილის ცხოვრებაში ახლახან გამოჩნდნენ.
Inside Out მოზარდი გოგოს, სახელად რაილის, ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც ანიმაციის მეორე ნაწილში უკვე 13 წლისაა. თავდაყირა გამორჩეული და ორიგინალური იმითაა, რომ ანიმაციის ძირითადი სიუჟეტი რაილის ტვინში ვითარდება, სადაც არაერთ ემოციას, როგორც პერსონაჟს, ისე ვეცნობით. ანიმაციის პირველ სეზონში 5 ემოცია — სევდა, ბედნიერება, ბრაზი, შიში და ზიზღი, გავიცანით. თითოეული ემოცია რაილის ყველა ნაბიჯს აკონტროლებს და შესაბამის ქმედებებსაც კარნახობს.
პრემიერის თარიღი: 14 ივნისი
2. დედპული 3 / Deadpool 3
ფოტო: Marvel
კომიქსების სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერგმირის, უოლვერინის როლის შემსრულებელ ჰიუ ჯეკმანს მაყურებელი Deadpool 3-ში კიდევ ერთხელ იხილავს. ამის შესახებ დედპულის როლის შემსრულებლის, რაიან რეინოლდსის ვიდეოდან ვიგებთ, რომელიც მსახიობმა ტვიტერზე გაავრცელა. სანამ სიახლეს გვამცნობდა, რაიან რეინოლდსმა Deadpool 3-ისა და თავისი გმირის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენ პერსონაჟის ერთგული უნდა დავრჩეთ და მას ახალი სიღრმე, მოტივაცია და მნიშვნელობა ვუპოვოთ. ყოველი ახალი Deadpool გამორჩეული უნდა იყოს და ეს წარმოუდგენელი გამოწვევაა", — ამბობს მსახიობი.
პრემიერის თარიღი: 26 ივლისი
3. საზიზღარი მე 4 / Despicable Me 4
ფოტო: Illumination
ამ ზაფხულს გრუსა და მინიონების ისტორიაც გაგრძელდება. ახალ ფილმში ლუსი და გრუ დაქორწინებულები არიან და მინიონებთან ერთად ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას უკვე თავიანთ შვილებთან ერთად აგრძელებენ. ამჯერად გრუს ახალი მტრები გამოუჩნდება.
ფილმში ახალ პერსონაჟებს მსახიობები უილ ფერელი, სოფია ვერგარა, ჯოუი კინგი, სტივენ კოლბერტი და სხვები გაახმოვანებენ. ფერელი გრუს ახალ მტერ მაქსიმე ლე მალს გაახმოვანებს, ვერგარა კი მის შეყვარებულ ვალენტინას.
Despicable Me-ის მე-3 ნაწილი 2017 წელს გამოვიდა და მისმა შემოსავალმა $1 მილიარდს მიაღწია. ვარაუდობენ, რომ მაყურებელთა რაოდენობა არც ახალ ფილმს მოაკლდება.
პრემიერის თარიღი: 3 ივლისი
4. ოჯახური საქმე / A Family Affair
ფოტო: Netflix
წელს არც რომანტიკული კომედიების მოყვარულები მოიწყენენ. ახალ ფილმში ზაკ ეფრონისა და ნიკოლ კიდმანის წყვილს ვიხილავთ, თუმცა საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ცოტა ხნის წინ დაქვრივებული კიდმანის პერსონაჟი, ბრუკი, რომანს კინოვარსკვლავ კრის კოულთან იწყებს, თუმცა აღმოჩნდება, რომ ბრუკის შვილი, ზარა, კოულის ასისტენტი იყო და მას დასანახად ვერ იტანს. ბრუკი რთული არჩევანის წინაშე დგება.
პრემიერის თარიღი: 28 ივნისი
5. ერთად გავფრინდეთ მთვარეზე / Fly Me To The Moon
ფოტო: Sony Pictures Entertainment
თუ კოსმოსი, 1960-იანი წლების ამერიკა და საერთაშორისო პოლიტიკა გაინტერესებს, ეს ფილმი შენთვისაა! მართალია, ფრენკ სინატრა თავის ცნობილი სიმღერაში მთვარეზე გაფრენაზე მეტაფორულად საუბრობს, თუმცა ფილმში Fly Me To The Moon ნასა მთვარეზე გაფრენის მისიას მართლაც ახორციელებს. მთავარი გმირების როლებს სკარლეტ იოჰანსონი და ჩანინგ ტატუმი მოირგებენ. ტატუმის პერსონაჟი ცნობილი კოსმონავტია, იოჰანსონი კი NASA-ს დაზიანებული იმიჯის გამოსასწორებლად და საბჭოთა კავშირისთვის აშშ-ის ძალის დასამტკიცებლად პიარ კამპანიას გეგმავს.
პრემიერის თარიღი: 12 ივლისი
6. ყველაფერი მთავრდება ჩვენით / It Ends With Us
ფოტო: Sony Pictures Entertainment
2016 წელს გამოცემული წიგნი ყველაფერი მთავრდება ჩვენით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანია, მისი ავტორი კოლინ ჰუვერი კი თანამედროვე ლიტერატურის პოპვარსკვლავად იქცა. მსოფლიოში ჰუვერის რომანების 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ხოლო ჟურნალმა Time-მა ავტორი 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.
რომანის კინოადაპტაციაში მთავარ როლებს ბლეიკ ლაივლი და ჯასტინ ბალდონი შეასრულებენ. 35 წლის ლაივლი 23 წლის გმირს, ლილი ბლუმს, ასახიერებს, 39 წლის ბალდონი კი — 30 წლის ნეიროქირურგ რაილ კინქეიდს.
პრემიერის თარიღი: 9 აგვისტო
7. სიკეთის სახეები / Kinds of Kindness
ფოტო: Searchlight Pictures
Poor Things-ის რეჟისორი წარმატებული წლის შემდეგ გაჩერებას ნამდვილად არ აპირებს. იმასაც გეტყვით, რომ იორგოს ლანთიმოსის ახალ ფილმ Kinds of Kindness-ში ემა სტოუნი კვლავ ითამაშებს. ემა ლანთიმოსის 2018 წლის ფილმ The Favourite-ის მთავარ როლშიც ვნახეთ.
რეჟისორმა Kinds of Kindness-შიც ნაცნობ მსახიობებთან თანამშრომლობა არჩია და როგორც წინა ფილმებში, აქაც, ემა სტოუნთან ერთად, ჩამოთვლილი ორი ფილმის სხვა მსახიობებსაც ვნახავთ, მათ შორის, მარგარეტ ქუალის, ჯო ელვინსა და უილემ დეფოს. მათ ჯესი პლემონსი და ეიფორიას ვარსკვლავი ჰანტერ შაფერიც შეუერთდებიან.
ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება ფილმის სიუჟეტი, თუმცა ცნობილია, რომ Kinds of Kindness-ს რამდენიმე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მთავარი გმირი ეყოლება, მაგალითად, კაცი, რომლის ცოლიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო და უკან დაბრუნდება; ან სულაც ქალი, რომელიც სულიერ წინამძღოლს ეძებს.
პრემიერის თარიღი: 21 ივნისი
8. მე ვარ: სელინ დიონი / I Am: Celine Dion
ფოტო: Prime Video
დოკუმენტური ფილმების მოყვარულებს ამ ზაფხულს სასიამოვნო სიახლე ელით. ლეგენდარული მომღერლის, სელინ დიონის, შესახებ დოკუმენტური ფილმი სულ მალე გამოვა. ფილმში არტისტი განვლილ გზასა და დაავადებასთან ერთად ცხოვრებაზე მოგვიყვება.
2022 წელს სელინ დიონს გაშეშებული ადამიანის სინდრომი (Stiff Person Syndrome) დაუდგინდა, რის გამოც მომღერალმა მუსიკალური ტურნე გააუქმა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან ღონისძიებებზე არ გამოჩენილა. ეს იშვიათი ნევროლოგიური დაავადება თანდათან პროგრესირებს და ტკივილს, კრუნჩხვებს და კუნთოვან გაშეშებას იწვევს.
პრემიერის თარიღი: 25 ივნისი
9. ქარბორბალები / Twisters
ფოტო: Universal Pictures
1996 წლის ცნობილი ფილმ Twister-ის თანამედროვე ადაპტაცია საინტერესო თავგადასავლებს გვპირდება. მეცნიერების გუნდი ექსპერიმენტის ჩატარებას იწყებს, რისთვისაც ისინი თავს საფრთხეში იგდებენ და ქარბორბალების ეპიცენტრში მიდიან. მათი მიზანია, ახალი სისტემა შეიმუშაონ, რომლითაც ტორნადოს ან ქარიშხლის წინასწარ პროგნოზირება და მისი კონტროლი შეეძლებათ. მთავარ როლებს ფილმში Normal People-ის მსახიობი დეიზი ედგარ-ჯონსი და Anyone but You-ს ვარსკვლავი გლენ პოველი ასრულებენ.
პრემიერის თარიღი: 19 ივლისი
10. გუშაგები / The Watchers
ფოტო: Warner Bros. Pictures
როგორც ჩანს, საშინელებათა ჟანრის ფილმებიც არ მოგვაკლდება. გუშაგები 28 წლის ხელოვანზე გვიყვება, რომელიც ერთ დღეს დასავლეთ ირლანდიაში, ტყეში დაიკარგება და უცნობი ადამიანები შეიფარებენ. აღმოჩნდება, რომ მას სხვებთან ერთად გამოამწყვდევენ და ყოველ ღამით უცნობი მონსტრები უთვალთვალებენ. ფილმში მთავარ როლს დაკოტა ფენინგი ასრულებს.
პრემიერის თარიღი: 7 ივნისი
11. მაქსინი / MaXXXine
ფოტო: A24
1980-იანი წლების ლოს-ანჯელესში მაქსინი გადაწყვეტს, ცნობილი მსახიობი გახდეს, რისთვისაც პორნოგრაფიულ ფილმებში თამაშს დაიწყებს. საბოლოოდ ის სასურველ მიზანს აღწევს — ჰოლივუდში შეამჩნევენ და როლს მისცემენ, თუმცა მაქსინის სიხარული დიდხნიანი სულაც არ აღმოჩნდება, რადგან ქალაქში სერიული მკვლელი ჩნდება, რომელსაც სურს, მაქსინის ბნელი წარსული გამოააშკარაოს. აღსანიშნავია, რომ ფილმში ცნობილ მომღერალ Halsey-საც ვნახავთ.
პრემიერის თარიღი: 5 ივლისი
12. გუგული / Cuckoo
ფოტო: NEON
მორიგი საშინელებათა ფილმისთვის მზად ხარ? ფსიქოლოგიური ტრილერი Cuckoo 17 წლის გრეტჩენის ისტორიას გვიყვება. თინეიჯერი აშშ-ს ტოვებს და მამასთან საცხოვრებლად გერმანიაში, ალპებში აშენებულ ვილაში სახლდება. თანდათან ვხვდებით, რომ ეს ადგილი ბევრად მეტ საიდუმლოს ინახავს, ვიდრე გრეტჩენს ეგონა.
ფილმში მთავარ როლს ჰანტერ შაფერი ასრულებს. ჰანტერი ფართო საზოგადოებამ ცნობილ სერიალ ეიფორიაში შესრულებული ჯულსის როლით გაიცნო, შემდეგ კი ის შიმშილის თამაშების ახალ ფილმშიც ვნახეთ. როგორც ვახსენეთ, წელს ჰანტერი იორგოს ლანთიმოსის Kinds of Kindness-შიც გამოჩნდება.
პრემიერის თარიღი: 18 ივლისი
13. მოსაზღვრე ტერიტორიები / Borderlands
ფოტო: Lionsgate Movies
ქეით ბლანშეტის ერთგული გულშემატკივრები ამ სიახლეს დიდი ხანია ელიან! რამდენიმე წელია, ვიცით, რომ ბლანშეტს ცნობილი ვიდეოთამაშის, Borderlands-ის ეკრანიზაციაში უნდა ეთამაშა. ფილმის ნახვას მაყურებლები ამ ზაფხულს შეძლებენ!
ბლანშეტი ფლმში ერთ-ერთი მთავარი პროტაგონისტის, ლილიტის როლს ასრულებს. ლილიტი გალაქტიკაში დარჩენილი ერთ-ერთია იმ ექვსიდან, რომლებიც ზებუნებრივ ძალებს ფლობენ. Borderlands 2009 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ცნობილი თამაშია, რომელიც პლანეტა პანდორაზე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.
პრემიერის თარიღი: 9 აგვისტო
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
რა ქონებას ფლობს ძებნაში მყოფი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე? რა ქონებას ფლობს ძებნაში მყოფი რკინიგზის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადება
-
როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა როგორ მუშაობს გულის პატარა მოწყობილობა, რომელმაც კრისტიან ერიქსენის სიცოცხლე იხსნა
გადახედვა
-
როგორ გადაარჩინა სახელოსნო ფესვებმა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — ნინო ბახუტაშვილის ამბავი როგორ გადაარჩინა სახელოსნო ფესვებმა უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა — ნინო ბახუტაშვილის ამბავი
-
მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა მეცნიერებმა ადამიანების სიარულში უჩვეულო კანონზომიერება გამოავლინეს — კვლევა
გადახედვა
-
ბართლომე I: "ვერც ერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს კიევ-პეჩერის ლავრაზე ბარბაროსულ თავდასხმას" ბართლომე I: "ვერც ერთი არგუმენტი ვერ გაამართლებს კიევ-პეჩერის ლავრაზე ბარბაროსულ თავდასხმას"
გადახედვა
-
მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს მიწისქვეშა დეტექტორით "მოჩვენება ნაწილაკის" შესახებ ახალი მონაცემები მოიპოვეს
გადახედვა
-
ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე
გადახედვა
-
21 ივნისს ნიკა სახანბერიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება 21 ივნისს ნიკა სახანბერიძის რეტროსპექტიული გამოფენა გაიხსნება
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში შალვა პაპუაშვილი: დღეს საშველი არის ევროკავშირი იმისთვის, რომ ის საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში და სეგრეგაციაში
გადახედვა
-
"პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია!" — დავით თედორაძე მზია ამაღლობელზე "პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია!" — დავით თედორაძე მზია ამაღლობელზე
გადახედვა
-
2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს 2030 წლისთვის AI-ის იმდენივე წყალი დასჭირდება, რამდენიც 1.3 მილიარდ ადამიანს
გადახედვა
-
ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოების ახალ პირობებზე: "ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ" ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოების ახალ პირობებზე: "ეს ნამდვილად არ არის ის, რაზეც ჩვენ მოვილაპარაკეთ"
გადახედვა
-
ვფიქრობ, მალე ფულის ქონას აზრი აღარ ექნება — ტრილიონერი ილონ მასკი ვფიქრობ, მალე ფულის ქონას აზრი აღარ ექნება — ტრილიონერი ილონ მასკი
გადახედვა
-
რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა რუსებმა კიევში დოვჟენკოს კინოსტუდია დაბომბეს, სადაც 100 000 უნიკალური კოსტიუმი ინახებოდა
გადახედვა
-
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს პოლონეთში პუტინის კრიტიკოსი რუსი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს
გადახედვა
-
სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს სუს: საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორ დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა — 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
-
რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება რა არის Helium-3 და რამდენად შესაძლებელია მთვარეზე მისი მოპოვება
გადახედვა
-
მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ — ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს ისეთი შედეგის დადება ევროპაში, რაც თქვენ გაქვთ — ალექსანდარ ვუჩიჩი ირაკლი კობახიძეს
გადახედვა
-
"ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა "ჩრდილოვანი ფლოტი", Yandex , Wildberries — დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები