FDA-მ Neuralink-ს მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა
აშშ-ის ჯანდაცვის მარეგულირებელმა ილონ მასკის კომპანიას მეორე პაციენტის ტვინში ჩიპის ჩადგმის უფლება მისცა. ეს მას შემდეგ, რაც კომპანიამ პირველ პაციენტთან დაკავშირებულ გართულებებს თავი კარგად გაართვა. ინფორმაციას ამაზე Wall Street Journal იტყობინება.
ამ თვის დასაწყისში Neuralink-ში განაცხადეს, რომ პირველი პაციენტის ტვინში ჩადგმული პაწაწინა მავთულები მდგომარეობიდან გამოვიდა. კომპანიამ ცხოველებზე ტესტირების შედეგად იცოდა, რომ ეს შეიძლება ასე მომხდარიყო.
ამჯერად კომპანია პრობლემის წინასწარ მოსაგვარებლად მოწყობილობის ზოგიერთი მავთულის ტვინში უფრო ღრმად ჩასმას აპირებს.
კომპანია მეორე პაციენტს იმპლანტს ივნისში ჩაუდგამს. მთლიანობაში, წელს იმპლანტის ჩადგმა ათ ადამიანში იგეგმება.
ამ მომენტისთვის იმპლანტების 1 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მოხსენების თანახმად, კომპანია განაცხადების წარდგენას კანადასა და ბრიტანეთშიც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ Neuralink-მა ტვინის უსადენო ჩიპი ადამიანის ორგანიზმში პირველად იანვარში ჩანერგა. მას შემდეგ ჩვენ ვნახეთ თუ როგორ თამაშობდა პირველი პაციენტი Mario Kart-სა და ჭადრაკს "ტელეპათიურად".
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ეს საოცარი შეგრძნებაა, სამყარო იცვლება და მე მისი ნაწილი ვიქნები", — თქვა Neuralink-ის პირველმა პაციენტმა მაშინ.
კომენტარები