შექმნეს თაგვი, რომელსაც სასქესო ორგანოს ნაცვლად ორი დამატებითი კიდური აქვს
ცილის დეაქტივაციამ სხვა გენების აქტივობაც შეცვალა.
მკვლევრებმა შექმნეს თაგვი, რომელსაც სასქესო ორგანოების ნაცვლად ორი დამატებითი კიდური აქვს.
როგორ?!
მოისე მალო და მისი კოლეგები Tgfbr1 რეცეპტორების ერთ-ერთ ცილას სწავლობდნენ. სწორედ ეს ცილა იყო ჩართული ემბრიონის განვითარების სხვადასხვა ასპექტში. მკვლევრებმა ემბრიონის განვითარების შუა ეტაპზე Tgfbr1-ის გენი ამოიღეს, რათა მისი გავლენა ზურგის ტვინის განვითარებაზე გამოეკვლიათ.
TGFBR1 გენი ადამიანში
Tgfbr1 გენი ტრანსფორმატორული ზრდის ფაქტორი-ბეტა (TGF-β) რეცეპტორის ზრდის საშუალებას იძლევა. ამის საპასუხოდ, ხდება უჯრედების ზრდა და გაყოფა. მეტიც, ეს რეცეპტორი უჯრედების ზედმეტად სწრაფად ზრდასა და გაყოფასაც აკონტროლებს, შესაბამისად, სიმსივნის განვითარების დათრგუნვაცაა დაკავშირებული.
Tgfbr1 გენში 10-ზე მეტი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელიც კანის კიბოს განვითარების რისკს ზრდის. ეს იშვიათი მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ფერგიუსონ-სმიტის დაავადება. მდგომარეობას კანის მრავალი ინვაზიური სიმსივნეების წარმოქმნა ახასიათებს, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში უკონტროლოდ იზრდება. შემდეგ ეს სიმსივნეები მოულოდნელად მცირდება და ტოვებს არასიმსივნურ ნაწიბურებს.
სასქესო ორგანო
Nature-ის ცნობით, კვლევის ხელმძღვანელს სტუდენტმა უთხრა, რომ ერთ-ერთ ემბრიონს ორი კიდურის მსგავსი სასქესო ორგანო განუვითარდა.
"მე არ ავირჩიე ეს პროექტი, პროექტმა ამირჩია მე", — თქვა ინტერვიუში მალომ.
ბევრ ოთხფეხა ცხოველში გარე სასქესო ორგანოები და უკანა კიდურები ერთი და იგივე ადრეული სტრუქტურებიდან ვითარდება.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ Tgfbr1 ამ მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონკრეტული ცილის დეაქტივაციამ სხვა გენების აქტივობაც შეცვალა. შედეგად, ჩამოყალიბდა ორი დამატებითი კიდური და არა შინაგანი გენიტალიები.
"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ევოლუციური ჯაჭვიდან გამომდინარე, გარე სასქესო ორგანოები უკანა კიდურების განვითარებასთანაა დაკავშირებული", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
საკეისრო კვეთის შემდეგ დადგინდა, რომ მამრებისა და მდედრების "სასქესო ორგანოებს" სქესობრივი განსხვავებები არ ჰქონდათ.
მკვლევრებს აინტერესებთ რა გავლენას ახდენს Tgfbr1 დნმ-ის სტრუქტურაზე სხვა სისტემებში, როგორიცაა მეტასტაზური კიბო. ასევე საინტერესოა, დგას თუ არა იგივე პროცესი იმის უკან, თუ როგორ უვითარდებათ ქვეწარმავლებს ჰემიპენისი.
"ჩვენი ნაშრომი ქსოვილის გასაოცარ პლასტიკურობაზე უთითებს, რომელსაც პოტენციური გავლენა აქვს ტეტრაპოდების უკანა კიდურის/გენიტალური არეალის ევოლუციაზე. ეს განსაზღვრავს Tgfbr1-ის აქტივობის დამატებით მექანიზმს, რომელიც ასევე ხელს უწყობს სხვა ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური პროცესების კონტროლს", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები