ამერიკული გემი ღაზისკენ მიემართება — 1000 ჯარისკაცი, ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად, დროებით პორტს ააშენებს
ფოტო: აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
რა ხდება: ამერიკული სამხედრო გემი შუა აღმოსავლეთისკენ მიცურავს, მიაქვთ საჭირო მასალა და აღჭურვილობა, რომ ღაზას სანაპიროზე დროებითი პორტი ააშენონ.
დეტალები: გემი General Frank S Besson შაბათს ვირჯინიის შტატის სამხედრო ბაზიდან გავიდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ ააშენებდა მოტივტივე ნავსადგურს, რომლის საშუალებითაც ღაზაში დახმარებას შეიტანდნენ.
- საკვების შეტანა ღაზაში, საჰაერო თუ სახმელეთო საშუალებებით, უსაფრთხო არ არის, რადგან ცეცხლს უხსნიან სატვირთო მანქანებს, პარასკევს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავიდან გადასროლილი დახმარების პაკეტების პარაშუტი არ გაიხსნა და 5 ადამიანი დაიღუპა.
- პენტაგონის თქმით, 60 დღე იქნება საჭირო ნავსადგურის ასაშენებლად და მონაწილეობას მიიღებს 1000 ჯარისკაცი. არცერთი მათგანი სანაპიროზე არ გადავა.
- საქველმოქმედო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ღაზის მოსახლეობა საკვებს ამდენი ხნის განმავლობაში ვერ დაელოდება.
- მანამდე, იმედოვნებენ, რომ ღაზასთან ყველაზე ახლომდებარე ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან — კვიპროსიდან შეძლებს გასვლას გემი Open Arms, რომელიც საკვებს და დახმარებას ჩაიტანს ანკლავში. გემი ესპანურ საქველმოქმედო ორგანიზაციას ეკუთვნის, ამავე სახელით — Open Arms, საკვებით კი ხომალდი ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ World Central Kitchen დატვირთა.
მსგავსი: მძევლებთან დაკავშირებული კრიზისი ისრაელისთვის დილემაა, ჰამასს კი — გამარჯვების შანსს აძლევს
უცნობია, როგორ შეძლებენ გემები ღაზამდე უსაფრთხოდ მისვლას, ვიდრე აშშ-ის პორტი მზად არ იქნება. ღაზის არცერთი ნავსადგური არ ფუნქციონირებს და სანაპირო წყლები, დიდი ზომის გემებისთვის, საკმარისად ღრმა არ არის.
- თუმცა, ოსკარ კემპსმა, Open Arms-ის დამფუძნებელმა, Associated Press-ს განუცხადა, რომ დანიშნულების ადგილზე World Central Kitchen-ის გუნდი აშენებს მცირე ზომის ნავსადგურს, დახმარების მისაღებად.
ისრაელი ინიციატივას მიესალმა და განაცხადა, რომ დახმარებას შეიტანენ მას შემდეგ, რაც კვიპროსში უსაფრთხოების შემოწმებები ჩატარდება "ისრაელის სტანდარტების შესაბამისად".
გაერო აცხადებს, რომ შიმშილი ღაზაში "თითქმის გარდაუვალია" და საკვების გარეშე დარჩენილი ბავშვები იხოცებიან.
ამ თემაზე: ღაზაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან — ჯანმოს ხელმძღვანელი
ბოლო ხაზი: ისრაელის არმიამ საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმების შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც, დაახლოებით, 1200 ადამიანი დაიღუპა, 253 — მძევლად აიყვანეს.
- ღაზაში დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 31 ათასს აღწევს.
ასევე, ნახეთ: ისრაელი, მის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, 3400-ზე მეტ სახლს ააშენებს — ვარაუდობენ, რომ ეს სიტუაციას გაამწვავებს
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი Testers' Day 2026-ის სტრატეგიული პარტნიორია
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
კომენტარები