ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 30 000-ს აღწევს — ბოლო ამბები ისრაელ-ჰამასის ომზე
ფოტო: Ibraheem Abu Mustafa/Reuters
მოკლედ: 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ღაზაში, 2023 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰამასთან ომი დაწყო, — იტყობინება CNN ღაზას ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
- გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ CNN-ს არ აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გადაამოწმოს ღაზაში გარდაცვლილთა რიცხვი, ან ისრაელის დაღუპულ მებრძოლთა რაოდენობა.
- ამ პერიოდში, ისრაელის მიერ საჰაერო იერიშებსა თუ სახმელეთო შეტევებს მსხვერპლთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილის იძულებითი გადასახლება და მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვა.
ბოლო ამბები: ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.
- გაეროს თქმით, საავადმყოფოებში მძიმე პირობებია, რასაც ბოლო დღეებში სულ მცირე, 6 ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა.
- ისრაელის მიმართ ძლიერდება ზეწოლა კონფლიქტის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ჰამასი ახლა განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რომელიც ისრაელმა გასულ კვირას, პარიზში შუამავლებთან შეათანხმა. - საბოლოოდ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ეს იქნება ხუთთვიანი ომის ყველაზე ხანგრძლივი ზავი, რომელიც ბრძოლას 40 დღით შეაჩერებს.
რას გულისხმობს შეთანხმება: საინფორმაციო სააგენტო როიტერი, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინადადება გულისხმობს ჰამასის მიერ, ზოგიერთი, თუმცა არა ყველა მძევლის გათავისუფლებას, ისრაელში დაკავებული ასობით პალესტინელის გათავისუფლების, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისა და დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანის სანაცვლოდ.
- ამ სამშაბათს, 27 თებერვალს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბაიდენმა NBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ისრაელი უკვე დათანხმდა ღაზაში ბრძოლის შეწყვეტას რამადანისთვის, რომელიც ორ კვირაში, 10 მარტს იწყება.
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი: "რამადანი ახლოვდება და ისრაელელებთან მიღწეულია შეთანხმება, რომ ისინი არ ჩაერთვებიან რაიმე აქტივობებში, რამადანის დროს, რათა მოგვეცეს დრო, რომ ყველა მძევალი გავათავისუფლოთ".
წინაისტორია: ჰამასი ისრაელს თავს 2023 წლის 7 ოქტომბერს დაესხა. მათ მოკლეს 1200 ადამიანი, უმეტესობა — მშვიდობიანი მოქალაქე. 240-ზე მეტი ადამიანი ტყვედ წაიყვანეს.
პერსპექტივა: 2024 წლის იანვარში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გაასაჯაროვა წინადადებები, თუ როგორ ხედავს ისრაელი ღაზის მართვას ომის დასრულების შემდეგ — ვინ იქნება ღაზის მმართველი და ვინ ააშენებს დანგრეულ ქალაქებს.
იოავ გალანტის თქმით,
- ამ ტერიტორიაზე პალესტინის მმართველობა შეზღუდული იქნება.
- ჰამასი აღარ გააკონტროლებს ღაზას და უსაფრთხოების სრული კონტროლი ისრაელის ხელში იქნება.
- წინადადებები ითვალისწინებს დანგრეული ქალაქების აღდგენის გეგმასაც — გალანტის თქმით, რესტავრაციაში მონაწილეობას აშშ და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამიიღებს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გეგმაში როლი ექნება ეგვიპტესაც, თუმცა თუ რისი შესრულება მოუწევს მას, ჯერჯერობით, დაკონკრეტებული არ არის.
- იქვე, ასევე, ნათქვამია, რომ ღაზის მართვაზე პასუხისმგებლები პალესტინელები იქნებიან: "ღაზის მცხოვრებლები პალესტინელები არიან, ამიტომ პალესტინის ორგანოები იქნებიან პასუხისმგებელი მართვაზე, იმ პირობით, რომ არ იქნება მტრული ქმედებები, ან მუქარა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, — თქვა გალანტმა.
რას ფიქრობენ მთავრობის გეგმაზე ისრაელსა და ღაზაში: იმის მიუხედავად, რომ გალანტის შეთავაზებები, შედარებით, პრაქტიკულია, პალესტინელი ლიდერები ამ გეგმას არ გაიზიარებენ, რადგან აცხადებენ, რომ ღაზელებმა თავად უნდა აიღონ სრული კონტროლი ტერიტორიაზე, როდესაც ომი დასრულდება.
არქივიდან: რა მოხდება ღაზაში, როდესაც ომი დასრულდება
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა

კომენტარები