ორეგონის შტატში ადამიანს ბუბონური შავი ჭირი დაუდასტურდა
ბუბონური შავი ჭირი შეიძლება წარსულთან ასოცირდებოდეს, მაგრამ ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერია ჯერ კიდევ არსებობს. ის ყოველწლიურად მაინც აინფიცირებს ადამიანებს, თუმცა აშშ-ში ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია.
და აი ახლა, ორეგონის შტატმა ამ დაავადების შემთხვევა დაადასტურა. კონკრეტულ შტატში მსგავსი შემთხვევა ბოლო 8 წელია არ დაფიქსირებულა. განცხადების თანახმად, დაავადება სავარაუდოდ შინაური კატისგან გავრცელდა, რომელსაც სიმპტომები ასევე აღენიშნება.
ორეგონის ჯანდაცვის ოფიცერმა რიჩარდ ფოსეტმა NBC News-ს განუცხადა, რომ პაციენტი, რომელსაც შინაური ცხოველისგან შავი ჭირი გადაედო, თავს ძალიან შეუძლოდ გრძნობდა.
ჩვეულებრივ, ამ ტიპის ინფექცია გრიპის მსგავსი სიმპტომებით იწყება. თავს იჩენს დაღლილობა, ცხელება, შემცივნება და თავის ტკივილი.
თუმცა, ეს ბოლო შემთხვევა ბევრად მძიმე იყო და დაავადება სწრაფი ტემპებით პროგრესირებდა.
საბედნიეროდ, თანამედროვე ანტიბიოტიკებიდან გამომდინარე, ბუბონური ჭირი აღარ არის სასიკვდილო განაჩენი. ინფექციის გამომწვევი ბაქტერია, Y.pestis აღარ არის ფატალური, თუ ადრეულ ეტაპზე გამოვავლენთ.
პაციენტის მდგომარეობა ახლა სტაბილურია, ის კარგად რეაგირებს მედიკამენტებზე და მისი ოჯახის წევრები იზოლირებლები არიან დაავადების გავრცელების შესაზღუდად.
ოფიციალურ პირებს არ უთქვამთ, თუ როგორ გავრცელდა ინფექცია კატიდან ადამიანზე. თუ კატა ინფიცირებულმა რწყილებმა დაკბინეს, მაშინ, შინაურ ცხოველს შესაძლოა რწყილები სახლში მიეყვანა.
Y. pestis ჩვეულებრივ პატარა ძუძუმწოვრებსა და რწყილებს აინფიცირებს. უკვე ამის შემდეგ ის შეიძლება გავრცელდეს ადამიანებშიც.
ბუბონური ჭირი ვრცელდება ლიმფურ სისტემაში, იწვევს შეშუპებებს, რაც შეიძლება გადაიზარდოს ღია, ჩირქით სავსე წყლულებში. თუ ინფექცია პროგრესირებას განაგრძობს, მას შეუძლია დააზიანოს ფილტვებიც.
აშშ-ში შავი ჭირი პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გავრცელდა, რომელიც ქვეყანაში გემებისა და მასზე მყოფი ვირთხების მეშვეობით მოხვდა. რაც შეეხება შავი ჭირის ეპიდემიას, ის 1925 წელს დასრულდა. თუმცა, ამ დაავადების გამომწვევმა ბაქტერიებმა თავი მღრღნელებს "შეაფარეს". სწორედ ეს იწვევს პერიოდულად მცირე "აფეთქებებს".
დღეს აშშ-ში შემთხვევების უმეტესობა შუა დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში ფიქსირდება. ყოველწლიურად ასეთი შვიდამდე შემთხვევა ფიქსირდება
რაც შეეხება ორეგონის შტატს, აქ უკანასკნელად ბუბონური შავი ჭირის შემთხვევა 2015 წელს დაფიქსირდა. მაშინ ახალგაზრდა ქალი მოგზაურობისას დაინფიცირდა და შედეგად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვდა.
რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ასეთი რამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.
კომენტარები