როგორ განსაზღვრავს გენები სიცოცხლეს
მას შემდეგ, რაც ადამიანის გენომის თანმიმდევრობა გაშიფრეს, მიიჩნევა, რომ გენები ერთგვარი "სიცოცხლის გეგმაა". თუმცა, სიცოცხლე შეიძლება ბევრად უფრო რთული და საინტერესო იყოს.
ახალ წიგნში — "როგორ მუშაობს სიცოცხლე: ახალი ბიოლოგიის სახელმძღვანელო", ბრიტანელი მეცნიერი, მწერალი და მკვლევარი ფილიპ ბალი წერს, რომ ყველაფერი გენებით არ განისაზღვრება. მისი თქმით, სიცოცხლის ფენომენი ჯერ ბოლომდე არ გვესმის და გენები, რომლებიც მას აკოდირებს უცნაური და ქაოტური ინსტრუმენტია.
წიგნის მიმოხილვა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. მიმომხილველი, ცნობილი ბრიტანელი ბიოლოგი, დენის ნობლი ავტორს ციტირებს და აღნიშნავს, რომ სიცოცხლის როგორც მანქანის მოხსენიება "არასწორი მეტაფორმაა".
როგორც ორივე მეცნიერი ამტკიცებს, გენების მუშაობაში ბევრი "ბუნდოვანება და უზუსტობაა". მაგალითად, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ცილების 70%-მდე უწესრიგოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მოქმედებენ სხვადასხვაგვარად და ქაოტურად, რაც ხშირად აბრკოლებს კვლევებს.
ეს უწესრიგობა ცილებს "მრავალმხრივ კომუნიკატორებად" აქცევს და ართულებს მათ გენეტიკის შავ-თეთრ აზროვნებაში მოქცევას. შესაბამისად, რთულია თქვა, რომ გენები სიცოცხლის ერთგვარი წინასწარი განმსაზღვრელია.
ნობლმა აღნიშნა, რომ არსებობს დაახლოებით 300 გენი, რომელიც შიზოფრენიის განვითრების რისკებთანაა დაკავშირებული. თუმცა, მან ისიც დაამატა, რომ მოქმედებს უამრავი სხვა ფაქტორიც. მაგალითად, ის თუ როგორ იკვებებოდა დედა ორსულობის დროს, როგორ გარემოში გაიზარდა ადამიანი, რამდენად დაბინძურებულია ჰაერი და უამრავი სხვა, რისი განსაზღვრაც ზოგჯერ უბრალოდ შეუძლებელია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნობლს მიაჩნია, რომ ყველაფერში უშუალოდ გენების დეტერმინიზმის დადანაშაულება უზუსტობაა და გარემოდან გამომდინარე ისინიც იცვლება. სწორედ ამას უწოდა მან "არასწორი მეტაფორა".
ნობლი და ბოლი აღნიშნავენ, რომ ბიოლოგიის აღქმა რადიკალურ ცვლილებებს არ საჭიროებს. მათ ამით იმის თქმა სურთ, რომ გენები არ არის უბრალოდ ცალსახა, არამედ მუდმივად ცვალებადი სისტემაა, რაც ცხოვრებას ასე არაპროგნოზირებადსა და საინტერესოს ხდის.
როგორც ნობლი ციტირებს ბოლს, "ჩვენ სულ ახლა ვიწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ მუშაობს სიცოცხლე და როგორ განსაზღვრავს მას გენები".
კომენტარები