წულუკიანი გელათზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს, კრიტიკოსებს კი სამართლებრივი მუქარით პასუხობს
რა მოხდა: გუშინ, 5 იანვრის საღამოს, კულტურის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის საპარლამენტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
აქციის ორგანიზატორები დეპუტატებს მოუწოდებდნენ, არ გამოეცხადებინათ ნდობა კულტურის მინისტრის კანდიდატის, თეა წულუკიანისთვის, რომელმაც, მათი თქმით,
- "სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტები მიზანმიმართულად ჩამოშალა;
- კულტურული მემკვიდრეობას საფრთხე შეუქმნა;
- გელათის უნიკალური მხატვრობა შელახა;
- ქოროღოს კოშკი გაანადგურა;
- სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტები შეაჩერა და ჩაშალა;
- საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა;
- სასამართლოში ოცამდე შრომითი დავა წააგო;
- კინოცენტრი, მწერალთა სახლი, კონსერვატორია და სამეცნიერო ინსტიტუტები კი მიიტაცა".
და იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები მაინც მხარს დაუჭერენ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის მორიგ ჯერზე დანიშვნას, პასუხისმგებლობაც გაიზიარონ მის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მიმართ.
ხელოვანების პროტესტის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა აქციის მონაწილეებს "მცირერიცხოვანი ჯგუფი" უწოდა და თქვა, რომ პროტესტი "არა ღირებულებების, არამედ ფულის გამო ატყდა".
- "ეს მცირე ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირობითად ბობოლები შეიძლება ვუწოდოთ, ვინც ამ ფინანსური სისტემის ბენეფიციარი იყო და დღეს თავს არ იწუხებს, იყვნენ წინა პლანზე, სხვა ადამიანები გამოჰყავთ წინა პლანზე, რომლებმაც არც კი იციან, რატომ არიან პროტესტში ჩართულები", — თქვა წულუკიანმა.
გელათის ტაძრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კი, პასუხისმგებლობის საკითხი საპატრიარქოსკენ მიმართა.
- წულუკიანის თქმით, 2023 წლის 6 აპრილიდან საქართველოს საპატრიარქოსთან აქვთ ხელშეკრულება, რომელიც "არ არის ვადიანი".
- მან აღნიშნა, რომ ხელშეკრულებით, საპატრიარქოს გადაეცა ვალდებულებები, რაც გულისხმობს გელათისთვის ყველა საჭირო პროცედურის განხორციელებას.
"მე პასუხს ვაგებ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის 3 ოქტომბრამდე", — თქვა მან. "2022 წლის 3 ოქტომბრიდან ჩვენ მოგვეცა მითითება, რომ აღარ ვიმუშაოთ გელათში. ამიტომ, 2022 წლის 3 ოქტომბრის შემდეგ, ჩემთვის აბსოლუტურად უცნობია ინსტიტუციურად, იქ რა ხორციელდება"
არქივიდან: გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა — განახლდება გენერალური გეგმა
რა პრობლემები აქვს გელათს: 2023 წელს ჩუბინიშვილის კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, გელათის რესტავრაციის შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.
- ანგარიშის მიხედვით, "ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია" და "თვითნებური ტონირება-რესტავრაცია" სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.
- ასევე, 2020-2021 წლებში გამაგრებულ მონაკვეთებზე "მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა", ფრესკები აქერცლილია და ცვივა.
- დასკვნა ამბობს, რომ მოხდა რესტავრატორების მიერ "ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება" და ეს "მხატვრობის ფალსიფიკაციაა".
წულუკიანის სამართლებრივი მუქარა ხელოვანებს: კულტურის მინისტრობის კანდიდატმა, რომელსაც კულტურის სფეროში მომუშავეთა მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ ხოლმე, აღნიშნა, რომ თუ 2023 წლის 6 აპრილის შემდეგ მომხდარ რაიმე ფაქტზე სამინისტროს ცილს დასწამებენ, "ამას მოჰყვება სამართლებრივი დავა".
- "მე ვაპირებ და ჩემს თანამშრომლებს აქვთ დავალება, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც ცილს დაგვწამებს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ", — თქვა მინისტრობის კანდიდატმა, რომელიც ერთადერთია ქართული ოცნების გუნდში, ვინც სხვადასხვა სამინისტროში მინისტრის პოზიციაზეა უწყვეტად 2012 წლიდან.
წულუკიანმა, სამართლებრივ მუქარაზე პასუხი მალევე მიიღო ქუჩიდან: "კულტურას ვერ დაიჭერ" — უპასუხეს პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა ხელოვანებმა.
სამთავრობო პროპაგანდისტები ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე: მას შემდეგ, რაც 30 იანვარს გამოცემა პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კინოცენტრი საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღებს თანხას სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების წარმომადგენლების ბერლინში "გასაშუქებლად" წასაყვანად, წულუკიანმა პარლამენტში ამაზეც ისაუბრა.
კულტურის მინისტრობის კანდიდატის თქმით, კინოფესტივალის ქართული დელეგაციიდან 28 კინოს წარმომადგენელია, ხოლო ოთხი — მედიის სფეროდან.
- "მე ვერავინ ამიკრძალავს რომ კინოცენტრის საქმიანობა და ქართული კინოს ბერლინის ფესტივალზე წარმოდგენის ამბები სათანადოდ იქნეს წარმოდგენილი", — თქვა წულუკიანმა.
მისივე თქმით, 2019 და უფრო ადრეულ წლებში, კინოფესტივალზე მინიმუმ, 20-კაციანი დელეგაცია მიდიოდა საქართველოდან.
- "წლევანდელი დელეგაცია პირველად მიდის კინოფესტივალზე, თუ არ ჩავთვლით ზურა მაღალაშვილს, რომელიც კინოცენტრს ხელმძღვანელობდა ადრე", — აღნიშნა წულუკიანმა.
სტრიქონებს შორის: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თეა წულუკიანის მისამართით ორი საპროტესტო აქცია გაიმართა. 31 იანვარს მოძრაობამ ქართული კინო საფრთხეშია კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ ამით ეხმიანებიან ეროვნული კინოცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. მათ აქციაზე წულუკიანს 10 კითხვით მიმართეს.
5 თებერვალს, დღის ბოლოს პარლამენტში ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს და მხარი დაუჭირეს მათთვის ნდობის გამოცხადებას. მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცება 8 თებერვალს იგეგმება.
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა
-
კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები
გადახედვა
-
ახალი კომპიუტერის ყიდვა ახლა ცუდი იდეაა — აი, რატომ ახალი კომპიუტერის ყიდვა ახლა ცუდი იდეაა — აი, რატომ
გადახედვა
-
სტელენას დაბრუნება? — ნინა დობრევი და პოლ უესლი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ სტელენას დაბრუნება? — ნინა დობრევი და პოლ უესლი ახალ სერიალში ერთად ითამაშებენ
გადახედვა
-
კაილი ჯენერის ყოფილი მზარეულის თქმით, გადატვირთული სამუშაოს გამო მუცელი მოეშალა კაილი ჯენერის ყოფილი მზარეულის თქმით, გადატვირთული სამუშაოს გამო მუცელი მოეშალა
გადახედვა
-
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ირაკლი მხეიძეს პატიმრობა შეეფარდა სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე ირაკლი მხეიძეს პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ახალი თაობები შეიძლება ბიოლოგიურად უფრო დაბერებულები არიან, ვიდრე ძველები — კვლევა ახალი თაობები შეიძლება ბიოლოგიურად უფრო დაბერებულები არიან, ვიდრე ძველები — კვლევა
გადახედვა
-
რუსეთმა სომხური საწარმოებიდან თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა რუსეთმა სომხური საწარმოებიდან თევზის პროდუქტების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
საგარეო უწყება – PACE-ს რეზოლუცია არ ემყარება ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას საგარეო უწყება – PACE-ს რეზოლუცია არ ემყარება ობიექტურ, ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას
გადახედვა
-
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა აზერბაიჯანის ხელისუფლებამ OC Media-ს ვებსაიტი დაბლოკა
გადახედვა
-
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
გადახედვა



კომენტარები