კინოცენტრის ბიუჯეტიდან სამთავრობო პროპაგანდისტების დაფინანსებას წულუკიანის სამინისტროსთან პროტესტი მოჰყვა
ფოტო: მარიამ მერლანი
რა ხდება: მოძრაობამ ქართული კინო საფრთხეშია კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართა. ისინი აცხადებენ, რომ ამით ეხმიანებიან ეროვნული კინოცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.
დეტალები: ეს აქცია დაიგეგმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კინოცენტრიდან 32-წევრიანი დელეგაცია გაემგზავრება ბერლინის 74-ე საერთაშორისო ფესტივალის კინო-ბაზრობაზე (EFM).
- დელეგაციაშია კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია და ასევე, გური სულთანიშვილიც — ორივე მათგანი, სექსუალურ ძალადობაში მხილებულ შალვა რამიშვილთან ერთად, ღიად ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალისა და ხელისუფლებას დაქვემდებარებული არხის, POS TV-ს წამყვანები არიან.
- დელეგაციის შემადგენლობაშია კიდევ ერთი სახელისუფლებო არხის, იმედის ჟურნალისტიც.
10 შეკითხვა მინისტრ წულუკიანს: კინოცენტრის მიმართ ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები პასუხს სთხოვენ კულტურის მინისტრს კინოცენტრის ჩამოშლისა და მთლიანად კულტურის სექტორის დაზიანების გამო. მათ თეა წულუკიანს 10 შეკითხვით მიმართეს:
- "იმ ფონზე, როდესაც ეროვნული კინოცენტრის არსებობის 20-წლიან ისტორიაში პირველად არ გამოცხადდა კონკურსები ფილმების წარმოებისთვის, რატომ დაფინანსდა 32-კაციანი, არაპროფესიონალებისგან შემდგარი დელეგაციის გაგზავნა ბერლინის კინოფესტივალზე საბიუჯეტო თანხებით?
- სად გაქრა 2023 წელს სერიალებისთვის გაცემული თანხები?
- რატომ იმართება კინოცენტრი და მისი ფეისბუქგვერდი კულტურის მინისტრის მიერ?
- რატომ უჩერებს კინოცენტრი პროექტებს ბოიკოტში მყოფ რეჟისორებს და პროდიუსერებს?
- რატომ ვერ დაინიშნა კინოცენტრის დირექტორი 6 თვის მანძილზე?
- კინო სექტორის გახლეჩის გარდა, რა სარგებელი მოიტანა რეორგანიზაციამ?
- ვინ აგებს პასუხს გელათის ფრესკების განადგურებაზე?
- ვინ აგებს პასუხს საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის და მთლიანად კულტურული მემკვიდრეობისთვის მიყენებული ზარალის გამო?
- ვინ იზრუნებს კულტურის სფეროში, მომსახურებიდან უსამართლოდ განთავისუფლებული ასობით თანამშრომლის დაბრუნებაზე?
- ქალბატონო მინისტრო, როდის მიხევდებით, რომ კრიტიკული აზრის მოსმენა და დიალოგი მნიშვნელოვანია?
სადაც არ უნდა წახვიდეთ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოგიწევთ!", — თქვეს კინოცენტრთან შეკრებილმა კინოხელოვანებმა.
აქციის მონაწილეებმა წულუკიანის მიმართ დასმული შეკითხვები კულტურის სამინისტროს შენობას პროექტორით მიანათეს.
ფოტო: მარიამ მერლანი
კონტექსტი: გუშინ, 30 იანვარს, პუბლიკამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.
- დელეგაციაში POS TV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე იქნებიან.
- კინოცენტრი გური სულთანიშვილს ბერლინალეზე გზავნის როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს, ხოლო POS TV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს — როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.
ბოლო ხაზი: კულტურის სამინისტროსთან შეკრებილებმა, შენობაზე პროექტორის მინათების საშუალებით გადაწყვიტეს გაუშვან ფრაგმენტები ფილმიდან მონანიება: "დღეს თენგიზ აბულაძე 100 წლის გახდებოდა. ფილმ მონანიების გამოსვლიდან 40 წელი გავიდა, ჩვენ კი ისევ სტალინის გამოსახულებას და დოქსოპულოებს ვებრძვით, კვლავ გვჭირდება იმის მტკიცება, რომ ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკური", — აცხადებენ ისინი.
ოდიშარიას კონტექსტი: ბაჩო ოდიშარია ღიად ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალისა და ამავდროულად, ხელისუფლებას დაქვემდებარებული სატელევიზიო არხის, POS TV-ის წამყვანია.
- გადაცემა, რომელსაც ის გური სულხანიშვილთან და სექსუალურ შევიწროებაში მხილებულ შალვა რამიშვილთან ერთად უძღვება, ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ანტიდასავლურ რიტორიკას იმეორებს;
- ამავდროულად, მათი გადაცემა მიმართულია ევროსკეპტიციზმის გაძლიერებისკენ
- და ხშირად განიხილავს რუსეთთან ურთიერთობის დათბობის პერსპექტივებს.
- პროპაგანდისტული არხის წამყვანი ბაჩო ოდიშარია საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში დააწინაურეს 2023 წლის ნოემბერში.
- იმ დროისათვის კინემატოგრაფისტები უკვე აპროტესტებენ კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციას — აცხადებდნენ, რომ ეს არის თეა წულუკიანის მცდელობა, კულტურის სამინისტროს პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცეს ქართული კინო და "კინოცენტრის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი კინოსექტორზე სრულმასშტაბიანი კონტროლის დამყარებისკენ მიიმართოს".
-
კინემატოგრაფისტებისთვის პრობლემურია ისიც, რომ კინოცენტრის დირექტორი არჩეულია არა კონკურსის საფუძველზე, არამედ — მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები