ციმბირში ცხენების ევოლუცია დაჩქარებულია — კვლევა
გარემო იცვლება და შესაბამისად, იცვლებიან ცოცხალი ორგანიზმები. და აი ახლა, ჩრდილოეთ ციმბირში ირკუტსკის რეგიონის ცხენებს ახალი მახასიათებლები აქვთ. ეს მახასიათებლები კი ციყვებთან ასოცირდება.
კვლევამ აჩვენა, რომ ციმბირში ცხენებმა მეტაბოლიზმის შენელება და სხეულის სითბოს დარეგუირება დაიწყეს, რითაც "ჰიბერნაციის" მსგავს მდგომარეობაში გადადიან.
ჩრდილოეთ ციმბირის არქტიკულ კლიმატში ზამთარში ტემპერატურა შეიძლება -32 გრადუს ცელსიუსამდე დაეცეს, ხოლო ზაფხულში 21 გრადუსამდეც გაიზარდოს.
Genes-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ირკუტსკის ცხენი ერთ-ერთი უძველესი ადგილობრივი ჯიშია, რომელიც რამდენიმე ათასი წლის წინ ჩამოყალიბდა. მას ტრადიციულად ხორცისთვის, რძისა და ცხენოსნობისთვის იყენებდნენ.
"ეს საკმაოდ გამძლე და ძირძველი ჯიშია. მან მკაცრი ბუნებრივი გადარჩევა განვლო", — აღნიშნულია კვლევაში.
PNAS-ში გამოქვეყნებულ კვლევაში აღწერილია, თუ როგორ ადაპტირდნენ ეს ცხენები გარემოსთან სხეულის ზომებით, სქელი ბეწვითა და შესაბამისი მეტაბოლიზმით — ეს ყველაფერი სითბოს დაკარგვის შემცირების მიზნით. რაც საინტერესოა, ცხენები გარემოზე ძალიან სწრაფად ადაპტირდებიან.
"ეს არსებები გარემოს ძალიან სწრაფად ერგებიან და მასზე ადაპტირდებიან. ისინი ექსტრემალურ ტემპერატურას დაჩქარებული ევოლუციის ხარჯზე ეგუებიან", — აღნიშნულია PNAS-ის კვლევაში.
ამ ცხენების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი შემდეგია — მათ შეუძლიათ შეამცირონ მეტაბოლური სიხშირე, გულისცემა და სხეულის ტემპერატურა უკიდურეს სიცივეში. ეს დაახლოებით ისევე, როგორც ამას ციყვი აკეთებს. ასეთი რამ სხვა არცერთ ცხენს არ შეუძლია.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ცხენების ეს ჯიში შინაური ცხოველიდან წარმოიქმნა, რომელიც რეგიონის ადრეულმა მოსახლეებმა ჩამოიყვანეს.
"ამ ცხენების მეტაბოლური, ანატომიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლები ევოლუციის მასშტაბებით ძალიან მოკლე დროში წარმოიქმნა", — წერენ მკვლევრები.
ბოლო კვლევით გამოვლინდა, რომ ცხენები ევოლუციას კიდევ უფრო სწრაფად განიცდიან, ვიდრე ეს აქამდე მიიჩნეოდა. მკვლევრები თვლიან, რომ ამის მიზეზი ექსტრემალური ტემპერატურაა.
კომენტარები