მთავრობამ ალტ-ინფოს 233 000 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა
ფოტო: მარიამ ნიკურაძე / OC Media
ქართულმა ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტ-ინფომ დაიწყო 233 000 ლარის შეგროვება, ჯარიმის დასაფარად, რომელიც, სავარაუდოდ, 2022 წელს გამოუწერეს. იუსტიციის სამინისტრომ ჯარიმის გადახდა 7 დღის განმავლობაში მოითხოვა.
დოკუმენტში, რომელიც, სავარაუდოდ, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა აღსრულების ბიურომ გასცა, ალტ-ინფომ ორშაბათს გაავრცელა. სამინისტრო მოითხოვს, რომ ჯგუფმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
დოკუმენტი 25 იანვრით თარიღდება და მასში ნათქვამია, რომ ჯარიმა ადმინისტრაციული ბრალდებით არის დაკისრებული. აქვე აღნიშნულია, რომ გადასახდელია 217 ათასი ლარი ჯარიმა და ასევე, 15 ათასი ლარი, "აღსრულების საფასური".
ჯგუფის ტელეარხზე, წამყვანმა გადაცემისას სთხოვა მაყურებლებს, ფინანსურად დახმარებოდნენ და აღნიშნა, რომ თუ ჯარიმას ვერ გადაიხდიან, "კონსერვატიული მოძრაობის ანგარიშებს დააყადაღებენ და ქონებას ჩამოართმევენ".
მთავრობამ ჯარიმასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, მათ არ უპასუხეს OC მედიას კითხვებს, თუმცა ალტ-ინფომ განაცხადა, რომ ეს ჯარიმა 2022 წელს დაუწესეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა Alt-Info-ს კონსერვატიული მოძრაობა დაადანაშაულა 2021 წლის საგადასახადო დეკლარაციის არასწორად შევსებასა და და არაფულადი შემოწირულებების დამალვაში. მათი თქმით, პარტიამ დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვის შესახებ ინფორმაცია არასწორად მიუთითა.
"თუმცა, როგორც გახსოვთ, ოფისების უმეტესობა მათ დეკემბერში გახსნეს", — განუცხადეს მედიას აუდიტის სამსახურში.
აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა პარტიის მიერ არადეკლარირებული ხარჯები 72,000 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის ივნისში სასამართლომ პარტიას ამ თანხის სამმაგი გადახდა დააკისრა.
ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ მაშინ განაცხადა, რომ ჯარიმის გასაჩივრებას აპირებენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მისი გადახდა არ გაუჭირდებათ. "გვყავს დონორები და არც ფუნქციონირება გაგვიჭირდება და არც ამ ჯარიმის პრობლემა შეგვექმნება", — თქვა მან.
მზარდი დაძაბულობა ხელისუფლებასა და ალტ-ინფოს შორის
ჯარიმის გადახდაზე მოთხოვნის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა დაძაბულობის ფონზე, რომელიც ალტ-ინფოსა და მთავრობას შორის სულ უფრო იზრდება.
ორშაბათს ალტ-ინფოს წევრმა შოთა მარტინენკომ თქვა, რომ მისი ანგარიში დაიხურა იმავე დღეს, როდესაც ჯგუფმა მოთხოვნა მიიღო იუსტიციის სამინისტროსგან. მისი ანგარიში იყო ბანკ ქართუში, რომელიც ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა დააარსა. მარტინენკომ თქვა, რომ ანგარიში, "სხვა საკითხებთან ერთად", ალტ-ინფოსთვის ფულის შესაგროვებლადაც გამოიყენებოდა.
მარტინენკომ მთავრობა და ივანიშვილი, დასავლეთის სასარგებლოდ, ალტ-ინფოს ღალატში დაადანაშაულა.
"როგორც ჩანს, [ბიძინა ივანიშვილი] დასავლეთთან გარიგებაში შევიდა, რათა მისი პირადი საკუთრების სანქცირების სანაცვლოდ, მზად იყოს რადიკალური, ხისტი დასავლური პოლიტიკის გასატარებლად", — განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს კეთდება ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
"ეს იყო დასავლეთის პირდაპირი მოთხოვნა, ევროინტეგრაციის ცხრა რეკომენდაციიდან, კანდიდატის სტატუსისთვის […], რომ ჩვენ გავნეიტრალებულიყავით, ჩვენი ტელევიზია, ჩვენი პარტია, ჩვენი პარტიის ლიდერები უნდა დაეპატიმრებინათ”, — თქვა მან.
ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ჟურნალისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა, მითითებით ალტ-ინფოს მიერ 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმებზე, რომლის დროსაც დაშავდა მედიის 50-ზე მეტი თანამშრომელი. თავდასხმის არც ერთი ორგანიზატორი არ დასჯილა.
მთავრობამ გასულ წლებში, ალტ-ინფოს მიერ საპროტესტო და ძალადობრივი ქმედებების მიმართ რბილი პოზიცია დაიკავა, რამაც მისცა ჯგუფს საშუალება, 2023 წელს დაერბია პრაიდ ფესტივალი ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.
თუმცა, ჯგუფის მიერ გამართულ აქციებზე, თებერვლის დასაწყისში, დიდი რაოდენობით პოლიციელები იყვნენ წარმოდგენილი. ეს კი, ალტ-ინფოს ლიდერების განცხადებით, "ღალატი იყო".
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები