"ასეთი ჩაზნექილი ცხვირი მაქვს?!" — პრორუსი თარხან-მოურავი უარყოფს, რომ მატრონას ხატზე ის და ინაშვილიც არიან გამოსახული
მოკლედ: პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ტვ პირველთან განაცხადა, რომ ის და ირმა ინაშვილი არ არიან გამოსახული ხატზე, რომელიც მათ სამების ტაძარს შესწირეს და რომელზეც, მატრონა მოსკოველთან ერთად, იოსებ სტალინის გამოსახულებაც არის.
თარხან-მოურავი: "როდის დაიწერა ეს ხატი? — 2018 წელს, და მე თმები არ მაქვს უკვე 10 წელიწადია. 10 წელია, მელოტი ვარ. მე ასეთი თმა მაქვს, ან ასეთი ჩაზნექილი ცხვირი ?", — თქვა თარხან-მოურავმა პირველებთან.
რა მოხდა: ვერსია, რომ პრორუსი პარტიის ლიდერებიც არიან გამოსახული იმავე ხატზე, რომელზეც მატრონა მოსკოველი და სტალინია, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
- "წმინდა მატრონას ხატზე, სტალინთან შეხვედრის სცენის გარდა, ასევე, გამოსახულები არიანო ინაშვილი და თარხანმოურავი. დაჩოქილები ლოცულობენ და ევედრებიან არჩევნებში გამარჯვებას. მარცხენა კუთხეშია ეს. დაიწყეთ ახლა, არ დაგვინახავს, არ შეგვიფასებია. საინტერესოა, ვისი დავალებით შეიტანა ეს ხატი ირმამ და თარხანამ სამებაში", — წერს სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტის ავტორი.
კონტექსტი: 6 იანვარს სამების ტაძარში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნდა, სადაც ჩანს რომ მატრონა მოსკოველის ხატზე სტალინია გამოსახული.
- 7 იანვარს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა გამოაქვეყნა ვიდეო და თქვა, რომ სტალინის ხატი სამების საკათედრო ტაძარს "მათ შესწირეს";
- 9 იანვარს, აქტივისტის, ნატა ფერაძის მიერ ფეისბუქზე გამოაქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სტალინისა და მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს;
- 10 იანვარს, ნატა ფერაძის სახლთან პრორუსულმა, ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა მოძრაობამ, ალტ-ინფომ აქცია გამართა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია;
- 11 იანვარს სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულებიანი ხატის გამოტანის მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა;
2024 წლის 13 იანვარს პრორუსულმა და ძალადობრივმა პარტიამ კონსერვატატიულმა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტის წინ აქცია გამართა. ისინი სახელმწიფოსგან მოითხოვდნენ, "მკრეხელობისთვის" დაისაჯოს ფერაძე და პასუხი აგოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით, რაც 2-წლამდე პატიმრობასაც გულისხმობს.
ძალადობრივი პარტია კონსერვატიული მოძრაობის აქციაზე, პარლამენტთან პრორუსული ძალების ლიდერების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეკრებამ რუსთაველის გამზირზე პოლიციის სამმართველოსკენ გადაინაცვლა, სადაც ოფიციალურად შეიტანეს საჩივარი აქტივისტის, ნატა ფერაძის წინააღმდეგ.
რეპორტაჟი: ამბორი მატრონა მოსკოველსა და სტალინს — ფოტორეპორტაჟი
ბოლო ხაზი: ამჟამად ნატა ფერაძის საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განიხილება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
-
მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა მარგარეტ ჰამილტონი: პიონერობის გარდა, სხვა არჩევანი არ გვქონდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ პენიტენციური სამსახური ეხმაურება საია-ს განცხადებას ადვოკატისთვის საქმიანობის ხელის შეშლის შესახებ
გადახედვა
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა

კომენტარები